1 თავი

29 3 4
                                    

მხოლოდ ის ვიცი , რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა წერის მუზა სხვა ადამიანი, სხვა ბიჭი უფრო სწორად კაცი ხდება... დიახ არ მოგესმათ კაცზე. მინდა მოგიყვეთ სიყვარულზე რომელიც ასაკში სხვაობის მიუხედავად მშვენიერი იყო. ამბავი არის ქალზე, რომელიც ახლოსა ჩემთვის. სანამ წაიკითხავთ მინდა იცოდეთ, რომ სიყვარული უკვდავია. მათი სიყვარულის ისტორის გასაგებად კი თავად იმ ქალს ვესტუმრე, რომელმაც ღიად ისაუბრა.  საკმაოდ რთული საპოვნელი იყო , ალბათ იმიტომ , რომ თბილისში არ ცხოვრობს. მაგრამ ეს ადგილი კარგად ვიცოდი.
სახლი, ისეთი როგორც ზღაპრებში, უამრავი ხით მათ შორის საკურას ხე.
არ ვიცი როგორ მოახერხა მისი აყვავება ან რატომ უდგას. როგორც კი სახლს მივუახლოვდი სითბო ვიგრძენი...თითქოს აქ შეყვარებული თინეიჯერი წყვილი ცხოვრობდა.

როგორც კი მასთან მივედი დავინახე ქალი , რომელიც იჯდა და თითქოს ღაღაცაზე ან ვიღაცაზე ფიქრობდა... იქნებოდა ალბათ 60 წელს გადაცილებული.  მაგრამ ასაკის მიუხედავად მშვენივრად გამოიყურებოდა. მარტივად შესამჩნევი იყო ტატუ პატარა " საკურა" . მინდა ახლოს მივუახლოვდე რათა მეტი გავიგო... ალბათ იგრძნო ჩემი მისვლა და წამოდგა... მისი ღიმილი ულამაზესი იყო , ალბათ ისევ იმ ასაკშია ჩარჩენილი,როცა ის კაცი გაიცნო და შეუყვარდა ? ნამდვილად არ ვიცი მაგრამ მშვენიერ ფორმაში იყო... ქერა, თაფლისფერი თვალებით. ვიწრო ცხვირით და დიდი მრგვალი  წითელი ტუჩებით.
- გამარჯობა, როგორც გავიგე ჩემი ნახვა გინდოდათ. მეუბნება თან იღიმის. ახლა მესმის იმ კაცის თუ რატომ შეუყვარდა საუკეთესო ღიმილი აქვს.

- დიახ , იცით მე მოვედი რათა მოვისმინო თქვენი სიყვარულის ისტორია, რომელზეც ლეგენდები დადის.

- ლეგენდები ( იცინის) ეგ არ ვიცოდი. იცით ზოგი დეტალი არ მახსოვს მაგრამ იცი რატომაც არა საჭიროა ვინმეს ვუთხრა სანამ დამავიწყდა, რადგან ყოველდღე რაღაც მავიწყდება. რაღაც ჩანაწერებიც მაქვს მაგრამ სამწუხაროდ ფურცლის ხარისხის გამო გაფუჭდა და დაიშალა და ნაწერიც სამწუხაროდ აღარ იკითხება. მინდა გავანდო ვინმეს ამიტომაც არ ვიტყვი უარს. თან შენ, რომ გიყურებ იმ ადამიანს გავხარ, ალბათ თვალებით  მისნაირი თვალები გაქვს.

ამის მოსმენა გამიხარდა, ვიცი რატომაც. ცრემლები მოვიწმინდე და ვუთხარი:
- მოდი თქვენ დაიწყეთ და მე  ჩავიწერ თუ არ გექნებათ პრობლემა.

- არა, რა თქმა უნდა თქვენი საქმისა თქვენ იცით...

- მაშ ჩვენ გისნემთ დავიწყოთ.
მზად ვარ მოვისმონო თქვენზე .

საკურა 🌸Where stories live. Discover now