2

559 44 54
                                    

დილით იუნგიმ გამაღვიძა

- რატომ არ დამირეკე რომ მოდიოდი საჭმელს მაინც გაგიკეთებდი მომენატრე ძალიან - ჩემი სახე ხელებში მოიქცია და ლოყაზე მაკოცა

- მინმინ გადი მეძინება - ნამძინარევი ხმით ამოვილუღლუღე

- გოგო აეგდე ახლა ქვევით ჯია გელოდება - დამიყვირა და კარისკენ გაიხედა

- აუ ცოტახანი - ისე მეძინებოდა თვალის გახელის თავიც არ მქონდა აგერ კიდევ ჩემი ძმა ცივ წყალს მასხამს

- ააა იუნგი მოგკლააავვვ - საწოლიდან ავვარდი და იუნგის თმებში ვეცი

- დაწყნარდი, დაწყნარდი გამოიცვალე და ქვევით ჩამოდი - იუნგიმ ძლივს მომიშორა ჯიას მიუბრუნდა რომელიც კარებში იდგა და სიცილით იხეოდა წელზე ხელი მოხვია და მოწყვეტით აკოცა ტუჩებზე

- თქვენ და თქვენი სიყვარულობანა ერთ დღეს ბოლოს მომიღებს - დავიმანჭე და სააბაზანოში შევედი.
გამოვიცვალე და სამზარეულოში ჩავედი საიდანაც უგემრიელესი სუნი მოდიოდა. მაგიდას მივუჯექი და ჯიას გაკეთებული საჭმელი გემრიელად მივირთვით მე და იუნგიმ

- ჯია დაილოცოს შენი ხელები რძალო

იუნგი - მართლაც უგემრიელესი იყო საყვარელო

ჯია - მადლობა საყვარელო - თქვა და ჩაიღიმა. მე და ჯია სახლიდან გამოვედით და ფსიქიატრიულისკენ დავიძარით მანამდე ყავა ვიყიდეთ და გზაში ბევრ რამეს განვიხილავდით
ავტობუსიც მოვიდა ავედით და ამდენ ლაპარაკში ვერც კი ვიგრძენი თუ როგორ მოვედით დანიშნულების ადგილას.

შენობაში შევედით მე ჩემი პაციენტის ოთახისკენ წავედი
შევედი და ისევ იმ ლამაზმანს ვხედავ თუ როგორ სძინავს

- გამარჯობა - გავუღიმე და მის პირდაპირ დავჯექი

- გამარჯობა? გიცნობთ? ან აქ რა მინდა? - თვალები გაახილა და კითხვების დასმა დამიწყო

- ჰმ ალბათ იცი შენი გაორების შესახებ ხომ? - კითხვა დავსვი და მის სახეს შევხედე რომელიც ინტერესით მათვალიერებდა

ფსიქოლოგი 🔞 •|| J.jkWhere stories live. Discover now