ოთახში შესვლისთანავე საწოლზე წვები და ემბრიონის ფორმას იღებ. ახლა ყველაზე მეტად სითბო გჭირდება,მაგრამ როგორც შენი სხვა დანარჩენი სურვილები,რა თქმა უნდა,ესეც ფუჭია.
ვერ იძინებ.
ცდილობ, გინდა ცოტა ხანი მაინც გაქეცე ამ ყველაფერს.
გეშინია.
საკუთარი გონება გკლავს.
შენს მიერ ჩადენილი ცოდვები ბოლოს გიღებენ,
ნელა, მტკივნეულად გკლავენ.
წყეული ცოდვები...
ძალიან გეშინია საკუთარი ფიქრების.
საკუთარი თავის გეშინია.
შენ მიერ ჩადენილი ცოდვები განადგურებენ,
მათ ვერსად გაექცევი. ამის გამო საკუთარი თავი გძულს,
მას ვეღარ ცნობ.
რატომ ტკენ საკუთარ თავს?
რატომ გააკეთე ეს?
რატომ...?! რატომ...
ხშირად ადამიანები მარტოობისას გაცლებით უფრო მარტოსულები არიან.
და შენც გრძნობ ამას.
შენ გიყვარს მარტოობა,მაგრამ ფიზიკური.
სულიერი მარტოობა შენ გაშინებს,
შინაგანად გტეხს,
რადგან ყველაზე ძნელი და უწყალოო მარტობაა გულის მარტოობაა.
და შენც მარტო ხარ.
სად გაქრა შენი სინათლე?
ისიც წავიდა...ყველა მიდის,ეს უკვე შენ კარგად იცი.
გეცინება. გეგონა სინათლე არ დაგტოვებდა.
ამჯერად აღარ.
თუმცა შეცდი.
სინათლე და სიბნელე ერთად ვერ იარსებებს.
გონებაში უამრავი მოგონება, ფიქრი გერევა.
შენი სინათლე მიდის, ვეღარ უძლებს მუქ ფერებსა და სიბნელეს და შენი ცხოვრებაც იმ წამიდან იცვლება.
ის დანგრევას, განადგურებას იწყებს.
და მერე... მერე რა ხდება?
მერე შველას ითხოვ, გადარჩენას ლამობ, გრძნობ რომ სადღაც სიღრმისკენ მიექანები, შორეულ მოგონებებში იკარგები, რომელიც განადგურებს, ნაფლეთებად აქცევს შენს სულს და ასე გრძელდება მანამ,სანამ ძალაგამოცლილს არ ჩაგეძინება. სიზმარში ისევ მოვა შენი მხსნელი, რომელიც არ არსებობს და მოგცემს იმედს, რომ რაღაცისთვის ღირს ცხოვრება, მაგრამ ეს მხოლოდ სიზმარია, რომელიც სულ მალე ქრება და რჩება მოგონება.
მერე ფიქრს იწყებ წასვლაზე.
შენ ხშირად
ფიქრობ სიკვდილზე.
ფიქრობ,
ნატავ იმაზე მტკივნეულია, რასაც ახლა გრძნობ?
მერე იღებ კალამსა და ფურცელს და ფურცელს ბოლომდე ავსებ.
დღეს დათქვამ,მას ელოდები,მაგრამ შემდეგ შიში გიპყრობს.
და მაინც რისი გეშინია?
შენ იცი რაც გინდა,ხშირად წარმოიდგენ ამას. და სწორედ მაშინ,როდესაც ამას წარმოიდგენ,მათი ტკივილით აღსავსე სახეც წინ გიდგება და გაჩერებს.
შენ ხომ უკვე ძალიან ბევრი ფურცელი შეავსე,
მაგრამ მერე ისევ გადაყარე.
და იცი, რომ
როცა დრო მოვა, ფრთხილად დააკაკუნებს კარზე, არც კი დაელოდება შენს პასუხს, ისე შემოძვრება სხეულში,როდესაც გულთან მივა, ტკივილს იგრძნობ, ნელ-ნელა გონებაში შეაღწევს და დაეპატრონება ყველა გძნობას. ფრთხილად აიტაცებს მძიმე სულს ხელში და თავისთან წაიღებს მოგონებებთან ერთად.
YOU ARE READING
dernier regret
Short Storyახლა უკვე აცნობიერებ, ხედავ როგორ ტყდება, ნაწილებად იქცევა შენს გარშემო არსებული წრე. ის შუშის წრე, რომელშიც აქამდე იყავი.