1

144 14 6
                                    


ცა.

რა ლამაზი და ამავდროულად იდუმალი. 


ყველა პატარას უნდა მასთან შეხება ღრუბლებზე დაჯდომა, მაგრამ წლების გასვილს შემდეგ სურვილს კარგავენ.

აი ჰიუნჯინზე კი იმავეს ვერ ვიტყვი. ბავშვობიდანვე იზიდავდა ცა, მისი იდუმალებით შეპყრობილი იყო. დღე თუ ღამე, საათობით იჯდა უკანა ეზოში და ცას აკვირდებოდა.


 ზაფხულიში გარეთ კარავს შლიდა და  იძინებდა. ზოგი ამბობდა შეშლილაო. ზოგმაც თქვა ალბათ იქ გარდაცვლილ სულებს ხედავს და კიდევ უამრავი სისულელე. 


მაგრამ სინამდვილე არავინ იცოდა. შეიძლება იქ რაღაცას ხედავდა. მაგრამ რას?

_________________________

- დარწმუნებული ხარ რომ კარგად იქნები? - ისევ ეწუწუნებოდნენ მშობლები შვილს.

- კარგი რა დედა! პატარა ხომ აღარ ვარ! 

- როდესაც ჩაფრინდები აუცილებლად დარეკე. თავს მოუარე და სისულელეები არ აკეთო.

- ხო დედა ვიცი როგორც უნდა მოვიქცე. - მობეზრებით გააქნია თავი.

- ლამაზი ქალაქია სიდნეი.

- სწორედ მაგიტომ მინდა წასვლა.

- და მაინც რატომ ავსტრალია? აგერჩია იაპონია, ჩინეთი ვიეტნამი ტაილანდი. რომელიმე აზიის ქვეყანა აგერჩია სხვა კონტინენტზე რომ გარბიხარ. - თავს არ ანებებდა დედა შვილს.

- ვგრძნობ რომ იქ უნდა წავიდე. ასე მგონია ვიღაც მნიშვნელოვანს შევხვდები.

- მე და დედაშენმა ერთმანეთი ავსტრალიაში გავიცანით.

-  მამა მერამდენედ მეუბნები!

- იქნებ შენც შეხვდე ვინმეს.

- კარგი რა მამა, ჯერ ახალგაზრდა ვარ ცხოვრებით ტკბობა მაცადეთ.

- ბიჭო შენს ასაკში ხალხს უკვე შვილები ჰყავთ.

- ჯერ უნივერსიტეტი არ დამიმთავრებია, რა დროს სიყვარულია.

- ნეტავ ვიცოდე რა უდევს ამ ბავშვს თავში. - ამოიგმინა ქალმა.

- დამღალეთ უკვე. - მაგიდას გაეცალა ბიჭი.

- სად მიდიხარ? - კითხვა დააწია მამამისმა.

- უკანა ეზოში ვიქნები დავხატავ. - კიბეებზე აირბინა და თავის ოთახის კარი შეხსნა. ლოგინზე დაეცა და მოხატულ ჭერს მიაცერდა. ასე დაახოლებით ათი წუთი იყო, შემდეგ ადგა მოლბერტი, საღებავები და ფუნჯები აიღო. უკანა ეზოში გავიდა მიწაზე დაჯდა და ხატვა დაიწყო. 


რას ხატავდა?


ცას...


ცას უცნაურ ფერებში...


ხატავდა ცას სადაც ორი სული იყო გამოსახული...


ორი ლამაზი სული...





Lost in ParadiseWhere stories live. Discover now