1

1.2K 48 91
                                    

იმხელა გამოვიდა რედაქტირების დროს სამჯერ გადავიფიქრე დადება ..

_________
კიმ თეჰიონი კომპიუტერული გენიოსი გახლდათ. გიჟდებოდა ორობით სისტემაზე, ტექნოლოგიასა და მათემატიკაზე. ჯერ კიდევ პატარამ მოიგო მათემატიკის ოლიმპიადა. ბებია შიშობდა, ფიქრობდა, ან გენიოსი დარჩებოდა საბოლოოდ მისი შვილიშვილი ან გამოლენჩებული. ხშირად ადარებდა მის მეზობელს, რომელიც ვეტერინარი იყო, მერე გოგოს გამო სცემეს და გამოდებილდა.

თეჰიონმა თექვსმეტ წელს რომ მიაღწია და ორი ტომარა ჯილდობი მოაგროვა მხედველობა ცოტათი დაუქვეითდა, საგანგაშო არაფერი იყო მაგრამ შეშინებულმა ბებიამ მაინც წაიყვანა ექიმთან და სათვალეც უყიდა. ბიჭი მოდას დიდიად არ მისდევდა, მაგრამ რაღაცნაირადად, სხვანაირად ლამაზი იყო. თავისდაუნებურად იმ ნაქსოვ სვიტრებში და დიდი ზომის შარვლებშიც ისე მომაჯადოვებლად გამოიყურებოდა მუდამ უკან დასდევდნენ სკოლის გოგონები.

მთელი სანათესაოს თითები არ ეყოფოდა კიმს იმის დასათვლელად რამდენჯერ მოხვდა ბურთი თავში, პოპულარული ბიჭები მაგრად ემტერებოდნენ, სანამ ერთთან არ დამეგობრდა. კიმ ნამჯუნი ათლეტური აღნაგობის დაბდურა იყო, ერთხელ უნებლიედ სამი კაცი შემოეცემა ერთად და ყველა შიშობდა ვაი თუ თავ-პირი გაგვილამაზოსო. კიმიც სარგებლობდა გავარდნილი სახელით. თეჰიონთანაც ეგ გამოიყენა და დავალებებს აწერინებდა. მერე დაძმაკაცდნენ.

ასე შემოიზარდა კიმი, ოცი წლის ასაკში სეულის უნივერსიტეტი დაასრულა, აიტის სპეციალობა აითვისა. თავისუფალ დროს სწავლიბდა ხელოვნებასა და გაძლიერებულ მათემატიკას. ისე შლიდა და აწყობდა ნებისმიერ ელექტონულ მოწყობილობას თვალს არ ახამხამებდა. 23 წლის უკვე ამავე უნივერსოტეტში კითხულობდა ლექციებს. ძალიან ჭკვიანი და უგზოუკვლოდ განათლებული იყო, ისე გამოიყურებოდა ამ მრგვალ სათვალეებსა და დიდი ზომის ტანსაცმელშე, გეგონებოდათ სტილი და მოდა შესისხლხორცებული ჰქონდა. სინამდვილეში კი ერთი დაბნეული, მორცხვი ბიჭი იყო. ერჩივნა მათემატიკაზე ესაუბრა და მაგალითები გამოეყვანა ვიდრე ზოგად თემაზე ესაუბრა ან საუბარში გამოგყოლოდათ. კიმ ნამჯუნმა დამატებითი სამსახური უშოვა. ზუსტად თეჰიონის შესაფერისი იყო, უნდა მისულიყო რასაც ეტყოდნენ გაეკეთებინა და უკან წამოსულიყო. ნამჯუნმა იცოდა თეჰიონს ცალ ფეხზე რომ ეკიდა ირგვლივ მომხდარი და თავის ბოსს უთხრა, უპირობო ნდობას ვიცხადებ ამ ბიჭს და შენც იგივეს გირჩევო. რამდენიმეწლიანი თანამშრომლობის შემდეგ, ამაში ბატონი ვუც დარწმუნდა და თეჰიონს ისე უშვებდა სახლში ან კომპანიაში მეთვალყურესაც არ აყოლებდა.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Apr 26, 2023 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

xoxoWhere stories live. Discover now