2

93 7 4
                                    

გაკვეთილების მერე პარკში წავედი და იმ დებილებს ველოდებოდი. სულ მე რატო მოვდივარ პირველი. აჰა ძლივს მოაღწიეს. მოიცა.... ეს ის ვიღაც ნიკი თუ ჯანდაბა არაა? ამას აქ რა სიკვდილი უნდა? ამიშალეს ნერვები.
იონჯუნი: დიდი ხანია გველოდები?
მე: ძაან!
ლია: ბოდიში.
თეჰიუნი: მიმი ვიღაც უნდა გაგაცნოთ.
მე: ვიცი ვინც და უკვე ვიცნობ. ნუ მთლად არა მარა დღეს დამეჯახა.
ნიკი: მე დაგეჯახე ხო? მილიონჯერ უნდა აგიხსნა რომ შენი ბრალი იყო?
ჯინი: დამშვიდდით. ეხლა ერთმანეთს გაგაცნობთ და იმედია დამეგობრდებით თორე მერე მე ვიცი!
თვალები გადავატრიალე.
თეჰიუნი: მოკლედ მიმი ეს არის ნიკი-
მე: ვიცი.
თეჰიუნი: დამაცდი? ნიკი ეს კიდე არის მიმი. იმედია ერთმანეთს არ დაგლიჯავთ.
მე: ნუ ეგ არ ვიცი. საერთოდ რანაირად გაიცანით ან რატო?
იონჯუნი: ერთ კლასში ვართ და მოგვიწია მარა ცუდი ადამიანი არაა.
მე: ხო აბა რა.
ჯინი: მიმიიი!!!
მე: კაი ხო.
ლუნა: წამოდით სადმე რამე ვჭამოთ. აღარ შემიძლია.
მე: აი ადამიანი. - ლუნას ხელი გადავხვიე. - აბა წავედით.
იქვე ახლოს რესტორანში შევედით და მილიონი რაღაც შევუკვეთეთ. ვჭამეთ და ფულის გადახდა ჯინს მოუწია რადგან თამაშში წააგო. სხვათაშორის მივხვდი რომ ნიკი ცუდი მართლა არაა მაგრამ მაინც ნერვებს მიშლის. მე ლუნა და ლია ჩემთან წავედით, დღეს ჩემთან რჩება ორივე. მაღაზიაში შევიარეთ და ყველაფერი გამოვზიდეთ. სახლშიც მალევე მივედით და დედაჩემმა პირი დააღო.
დედა: ამდენი რაღაც რათ გინდათ?
მე: გვინდა.
დედა: რაც გინდათ ის ქენით მაგრამ იცოდე მერე არ დაიწყო "ვაიმე გავსუქდიი" ან "აუ არაფერი არ მეტევა".
მე: არ დავიწყებ, ალბათ.
ჩემს ოთახში ავედით და გამოვიცვალეთ. ცოტახანი აუზში ვიყავით, მერე კი ფილმი ჩავრთეთ. ნუ რათქმაუნდა თან ვჭამდით. სამწუხაროდ ფილმი ცუდად დამთავრდა და ვიბღავლეთ მაგრამ არაუშავს. ბოლოს ერთმანეთზე დაგვეძინა.

დილით ვიღვიძებ და ლუნას ფეხი მუცელზე მადევს, ლია კი პირში თითს მითხრის. უცებ წამოვხტი და სააბაზანოში შევვარდი. დღეს შაბათია ამიტომ სკოლაში არ მივეთრევით რაც ძაან კაიაა. ესენი წუწუნით ადგნენ და დაბლა ჩავეყარეთ. არ გვშიოდა რაც თავიდან გაგვიკვირდა მაგრამ მერე გაგვახსენდა რომ გუშინ მთელი მაღაზია ვჭამეთ და თეფშებიც რო არ მივაყოლეთ კაია. ცოტახანში ორივე წაეთრა რადგან დაურეკეს, ლუნას ვიღაცა ესტუმრა და ლიას მშობლებს მიყვებოდა სადღაც. ეჰ დავრჩი მარტო. ტელევიზორს ვუყურებდი როდესაც ტელეფონმა რეკვა დაიწყო, ხო არ დაგაცდიან რა. უცხო ნომერი იყო მაგრამ ვუპასუხე.
???: მიმი გამარჯობა.
მე: საიდან იცი ჩემი სახელი? ან ნომერი? რა ჯანდაბა გინდა? ვინ ხარ საერთოდ?
???: მოიცა დამშვიდდი ნიკი ვარ, შენი ნომერი ჯონვონმა მომცა.
მე: გეთქვა პირდაპირ, გულმა კინაღამ დამარტყა.
ნიკი: ბოდიში-
მე: ბოდიშებს როდიდან იხდი?
ნიკი: მაცდი ეხლა?? მინდა რომ დღეს სადმე წავიდეთ.
მე: ანუ.. მე და შენ? სხვა არავინ? რატო? რისთვის?
ნიკი: უკეთესად რომ გავიცნოთ ერთმანეთი და დავმეგობრდეთ!
მე: უი, მაშინ კაი. და სად?
ნიკი: ჰმმ გასართობ პარკში წავიდეთ.
მე: კაი. რომელზე?
ნიკი: 1 საათში შენთან მოვალ.
მე: კაი. - გავუთიშე.

გათიშვის მერე გავიაზრე. ერთი საათი რაში უნდა მეყოსს? მთელი კარადა გამოვყარე და ბოლოს ასე ჩავიცვი.

 ერთი საათი რაში უნდა მეყოსს? მთელი კარადა გამოვყარე და ბოლოს ასე ჩავიცვი

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

ცოტა მაკიაჟი შევიზილე და მზად ვიყავი. ამასობაში ნიკიც მოვიდა. კარი ჩავკეტე და მანქანაში ჩავჯექი.
მე: არ ვიცოდი მანქანა თუ გყავდა, მაგარია.
ნიკი: სხვათაშორის არც მე ვიცოდი შენ თუ გყავდა, ეხლა შევნიშნე.
გავიცინე და პარკში წავედით. გზაში დიდად ხმა არ ამოგვიღია.

why me? Where stories live. Discover now