Chapter 5

19 3 0
                                    

-Jelena-

ზეინის მანქანაში ჩავსხედით, საჭესთან იჯდა და მეორე ხელით სიგარეტს აბოლებდა.

მგონი ასეთი ჩვევა აქვს, საჭესთან სულ სიგარეტს ეწევა.

"მგონი არ გესმის როცა გეუბნები, რომ არ მიყვარს როცა მაშტერდებიან" მითხრა ზეინმა და სიჩქარეს მოუმატა.

"მაპატიე" ვუთხარი და გზისკენ გავიხედე.

ულამაზესია საღამოს განათებული ნიუ იორკი, ცათამბჯენები და განათებები.

"მოვედით" დაახლოებით 5 წუთში მითხრა ზეინმა და მანქანა გააჩერა.

მანქანიდან ორივე გადავედით, ზეინი ჩემს გვერდით დადგა და ხელი ჩამჭიდა. ღმერთო, საოცარი და ამავდროულად უცნაური გრძნობა იყო, თითქოს მუცელმა წრიალი დაიწყო მისი ხელის შეხებისას.

ყოველთვის ასე ხდება, როცა ზეინი მეხება, სხვა სამყაროში გადავდივარ.

შენობაში შესვლისას უამრავი ფოტო გადაგვიღეს ჟურნალისტებმა, ოჰ ღმერთო, რა ამოვა სემის ყბიდან.

ზეინი მაშინვე ვიღაც ბიჭებისკენ დაიძრა, მეც მას გავყევი. სიმართლე გითხრათ, მსგავს წვეულებაზე პირველად ვარ.

"ჯიჯი გაიცანი, ესენი ლუი, ნაილი, ლიამი და ჰარი არიან, ჩემი ბავშვობის მეგობრები" მითხრა ზეინმა და 4 ბიჭი მანახა.

"გამარჯობა" მორცხვად მივესალმე ოთხივეს.

"გამარჯობა" ერთ ხმაში მითხრეს და გაიღიმეს.

"ჰაროლდ, შენი შეყვარებულიც აქაა?" ჰკითხა ზეინმა ხუჭუჭას.

"კიი, ახლავე მოვა" თქვა ხუჭუჭამ და ზუსტად ამ დროს ჩვენთან მაღალი, შავგრემანი გოგო მოვიდა.

"გამარჯობა" მხიარულად მითხრა გოგონამ და შემდეგ ზეინს მოეხვია.

სიმართლე გითხრათ, როცა ზეინს ჩაეხუტა ცოტა ვიეჭვიანე, მაგრამ მე რაზე ვეჭვიანობ, ზეინი ხომ ჩემი შეყვარებულიც არაა.

"ჯიჯი გაიცანი, ეს კენდალია, ჰარის შეყვარებული და ჩემი დეიდაშვილი" მითხრა ზეინმა და გოგონაზე მანიშნა. სიტყვა დეიდაშვილის გაგონებაზე ცოტა არ იყოს და დავმშვიდდი.

A whole new worldWhere stories live. Discover now