1

568 47 71
                                    

თვეებია რაც  მას ვუყურებ. ყოველთვის თავი აქვს ჩახრილი  და ტირის.    არ ვიცი მის თავს რა ხდება. მაგრამ ვხვდები რომ ის მიატოვეს გაანადგურეს და გათელეს.
მეც  ვიყავი მსგავს სიტუაციაში ან უფრო რთულშიც,  მაგრამ როდესაც ყველაფრის დასრულება გადავწყვიტე და ვიფიქრე რომ აქედან გადავხტებოდი და " დავისვენებდი" სწორედ იმ დღეს მოვიდა. მისი წითელი თმებით აქ დაჯდა და ტირილი დაიწყო.
  სწორედ ის გახდა მიზეზი რის გამოც არ გადავხტი.

მე გოგონა  ქვეყნად ყველაზე ბედნიერი ადამიანი, ყოველ შემთხვევაში მე ასე ვფიქრობდი, ერთ დღეს ჩემმა ამგელოზმა მიმატოვა და თან წაიღო ყველაფერი რაც მიყვარდა და  მაბედნიერებდა.
ვხვდები რომ სწორედ ისიც მსგავს სიტუაციაშია.  ისიც მიატოვა ამგელოზმა. მისმა ანგელოზმა.

არ ვიცი რამდენი ხანია მას ვუყირებ. მის წინ სკამზე ვზივარ და მას ვხატავ.

ის  გადაიქცა ფერიად რომელიც   ცდილობს ჩემი  სიცოცხლე გააფერადოს.
თითქმის ყოველთვის როდესაც ვნახულობ მას სხვადასხვა ფერის თმა აქვს.  წითელი, ლურჯი, მწვანე, შავი, ქერა, წაბლისფერი ვარდისფერი  ამჯერად მას იასამნისფერი თმები აქვს.

მის წინ სკამზე ვზივარ და მას ვხატავ. 
ფურცელზე ის ხატია როგორც  იასამნისფერ თმიანი ლამაზ ფრთებიანი ფერია.  დიდი პეპელასავით ლამაზი  იასამნისფერი ოქროსფერი ზოლებით ფრთებით. ელფივით გრძელი  წვეტიანი ყურები.როგორც რეალობაში ისე  ჩემს ნახატში სახე დამალული აქვს.  

ნახატი დავასრულე.  ვეღარ მოვითმინე და  მასთან მივედი  მის გვერდით ჩამოვჯექი.

- ვიცი ჩემი საქმე არ არის მაგრამ უკვე თვეებია  გიყურებ აქ რომ მოდიხარ, ხან ტირიხარ ხან  უბრალოდ ზიხარ და თავს ზემოთ არ წევ.  ვხვდები რომ ცუდად ხარ  არ გინდა   ვინმეს მოუყვე??

მას შევხედე.
მას თავი ხელებზე  ედო და მემგონი ძირს იყურებოდა.
სიჩუმე იყო.
-  მათ ჩემზე ვერ ვეტყვი.  გონიათ რომ კარგად ვარ. ვერ ვანახებ რომ   წაგიქეცი.

ჩემი ფერია ( დასრულებული)Where stories live. Discover now