იმ ღამემ მშვიდობით ჩაიარა,ვგულისხმობ მშობლემბა ვერაფერი იეჭვეს.გოგონებს ვერ მოვითმინე და სოციალური ქსელით მივწერე რაც მოხდა.
მე უაზროდ ბედნიერი ვიყავი,ვუყვარდი იმ ბიჭს რომელიც მე მიყვარდა.მეტი მინდოდა რამე?ყოველ შემთხვევაში იმ მომენტში. ბედნიერებისგან ცას ვეწეოდი და ღიმილისგან ლოყები მტკიოდა.
ზოგჯერ კი უბრალოდ არ მჯეროდა ის რაც ხდებოდა მაგრამ ვაიგნორებდი ამ ფიქრებს.
"ბარში დაბრუნება გიხარია?"-შონი ღიმილით მეკითხება.-"სცენა,ხმაური."-თან მიკროფონს ჩემს ზომაზე აყენებს.
"რა თქმა უნდა,ეგ ხომ ჩემი სტიქიაა."-დიდზე ვიღიმი.
"გავიგე შენ და ზეინი ერთად ხართ."-ახლა თავის გიტარას უბრუნდება,კაფეში არავინაა რადგან ძალიან გვიანია.
ჩვენ ინსტრუმენტებს ვამოწმებთ.
"ამმ..ჰო,ეს მოულოდნელად მოხდა."-თვალს ვაშორებ.
"ძალიან მიხარია,ორივე იმსახურებთ ამას."
"მადლობა შონ ძალიან მიყვარხარ!"-ვეხუტები და ლოყაზე ვკოცნი,თავადაც იმავეს აკეთებს.
"მეც მიყვარხარ სულელო გოგო!"-თავზე მკოცნის.
მიყვარს როდესაც თავზე ან შუბლზე მკოცნიან.
"მგონი ბოლოს მე გიყვარდი"-მესმის ხმა უკნიდან, მარტივად მივხვდი ეს ზეინი იყო.
შონი მშორდება და მასთან ნიშნისმოგებით მიდის.
"შენამდე მე ვუყვარდი მალიკ!რიგი დაიცავი!"-ზეინის სახე იცვლება,ის რა ამ დებილზე ეჭვიანობს?რა სისულელეა.
"მორჩით!ისედაც ძალიან დავიღალე,რთული დღე იყო."-მობეზრებით ვამბობ,შონი უკან ბრუნდება და გიტარას ჩანთაში დებს. მე კი სცენიდან ჩამოვდივარ და ზეინს ვეხვევი.
ბაგეებზე მკოცნის,მუხლებში სისუსტეს ვგრძნობ და უნებლიედ მიჩქარდება გული.
წელზე მხვევს დიდ ხელებს და ვგრძნობ როგორ ვთბები ნოემბრის სიცივეში გახვეული.
ESTÁS LEYENDO
Three steps above the sky ||Z.M(დასრულებულია)
Novela Juvenil"ნოელი ახალგარდა,დანბეული გოგონაა,რომელიც მოულოდნელად ზეინ მალიკს გაიცნობს,მისი ცხოვრება კი სრულებით იცვლება მას შემდეგ." VanillaGirl. Z.M. 2021-2025 დასრულებულია.
