8 თავი

74 10 2
                                    

Author's pov:
ყველანი გაერთნენ და სახლში დაბრუნდნენ.
დილით:
ყველაზე პირველი ჯენიმ გაიღვიძა და გადაწყვიტა მეგობრებისთვის ნაბახუსევის წვნიანი მოემზადებინა რადგან მთელი დღე არ ეწუწუნათ.
ადგა ჩაიცვა მოწესრიგდა და ქვემოთ ჩავიდა, კიბეეებზე რომ ჩამოდიოდა დაინახა ქვემოთ ბიჭები როგორ ეყარნენ. ჯენი რადგან ადრე მოვიდა სახლში
არ იცოდა გუშინ რა მოხდა. ბიჭები აღარ გააღვიძა პირდაპირ წვნიანის მზადება დაიწყო, მალევე გაამზადა და ყველას დაუძახა. ყველანი სუფრასთან დაჯდნენ და ჭამა დაიწყეს.
Lisa's pov:
დილით ჯენიმ გამაღვიძა, თავი საშინლად მტკიოდა თითქოსდა ვიღაცა თავში უროს მირტყამდნენო, მალევე ავდექი მოვწესრიგდი და ქვემოთ ჩავედი. ყველანი ქვემოთ დამხვდნენ და სუფრასთან ისხდნენ. მეც მივედი და მივუჯექი. ჯენიმ წვნიანი დამისხა და მაშინვე შევჭამე.
მე:გუშინ რა მოხდა ვინმე მეტყვის?
ანი:შენ კი არა მეც არ მახსოვს.
ნინო:რა მოხდა და ყველანი საშინელი მთვრალები იყავით, ამიტომ მე და ჯისუს მოგვიწია თქვენი წამოთრევა. ბიჭებიც წამოსაყვანნი იყვნენ ამიტომ ერთად წამოგათრიეთ და აქ მოგიყვანეთ თქვენი ცალ-ცალკე თრევის თავი არ გვქონდა.
ჯინი:ისა... ბოდიშით გოგოებო, ამდენიარასოდეს დამილევია, არ ვიცი გუშინ რა დამემართა.
ჯისუ:კაი არაუშავს.
როზე:მოდი ეგ დავივიწყოთ ხვალ უნივერსიტეტია.
მარი:აუ მართლაც.
ჯისუ:ისე ჯენი შენ და იუნგი სად გაქრით გუშინ ჰა?
ჯენი:მე... და იუ...იუნგი არსად მე ადრე წამოვედი და იუნგი არ ვიცი.
მე:კაი კაი ეგ კი არა ხვალისთვის უნდა მოვემზადოთ.
ნინო:მე მზად ვარ თქვენი არ ვიცი.
ჯისუ:მეც.
მარი:ისე ბიჭებო ხმას რატომ არ იღებთ, ჩუმად რატომ ზიხართ?
თეჰიონი:რავი აბა.
ქუქი:გოგოებო ძალიან დიდი მადლობა, ჯერ აქ რომ მოგვათრიეთ და მერე წვნიანისთვის.
ანი:წვნიანისთვის ჯენის და აქ მოთრევისთვის ჯისუს და ნინოს.
როზე:ჰო მართალია.
ნამჯუნი:მართლაც, მადლობა და ახლა ჩვენი წასვლის დროა.
ჰოსეოკი:მართლაც ჩვენი წასვლის დროა მადლობა.
ჯიმინი:თან ჩვენც მოსამზადებლები ვართ.
თეჰიონი:მადლობა.
რაღაცნაირად არ მინდოდა რომ წასულიყვნენ, მათთან ერთად კარგად ვერთობით.
მე:იქნებ ჯერ არ წასულიყავით.
ქუქი:მადლობა ლისა ყველაფრისთვის მაგრამ მოვემზადებით და მერე გადმოვალთ.
ჯისუ:კარგით.
ბიჭები გავაცილეთ ცოტა სახლი მივალაგეთ და გადავწყვიტეთ საშოპინგოდ წავსულიყავით. მთელი მაღაზიები შემოვიარეთ, ლამაზი ტანსაცმელები ვიყიდეთ.
ჩვენდა გასაკვირად ნინოს დღეს არ უწუწუნია. ნუ მოკლედ ყველაფერი ვიყიდეთ რაც გვჭირდებოდა და სახლში წავედით, უკვე 5 საათია, ჩვენ კიდე  ნამეცადინები არ გვაქვს, ნუ ჯისუს და ნინოს გარდა ამიტომაც მათ ვთხოვეთ დაგვხმარებოდნენ, როდესაც მოვრჩით ყველაფერს უკვე 8 საათი იყო, ძალიან დავიღალეთ და თან მოგვშივდა ამიტომაც საჭმლის მომზადება გადავწყვიტეთ დღეს არ ვიცი როზეს რა ეტაკა მან გადაწყვუტა საჭმელი მოემზადებინა. ნახევარ საათში საჭმელი მზად იყო მე, ანიმ და მარიმ სუფრა გავშალეთ და დავჯექით სავახშმოდ. უცებ როზემ წამოიწყო საუბარი.
Mari's pov:
სავახშმოდ დავჯექით და როზემ წამოიწყო საუბარი.
როზე:გოგოებო ჩვენი გეგმა ხომ არ დაგავიწყდათ?
მე:არა ეგ როგორ დამავიწყდებოდა.
ჯენი:მე აღარ მინდა, აღარ ჩავერევი თქვენ რაც გინდათ ის გიქნიათ.
როზე:რა?
უცებ წამოიყვირა როზემ, კინაღამ გული გამისკდა.
მე:რა გაყვირებს გოგო.
მეც მივაყვირე.
როზე:ბოდიში, ბოდიში ძაან გამიკვირდა.
ჯისუ:ჯენი რატომ აღარ გინდა?
რა ხდება?
ჯენი:არაფერი, უბრალოდ აღარ მინდა.
ანი:აქ რაღაც ხდება აბა დაფქვი ყველაფერი.
ჯენი:არაფერი არ ხდება ვახ, უბრალოდ არ მინდა.
მე:ნუ იტყუები მშევნივრად გიცნობთ, საქმეს უმიმზეზოდ შუა გზაში არ მიატოვებ.
ლისა:მართალია რა ხდება ჯენი?
ნუთუ შენ და შუგა ერთად ხართ?
მაგიტომ იყო არა შენ და შუგა ადრე რომ წამოხვედით ხო, ხო ასეა? იცოდე ჯენი სიმართლე თქვი ჩვენ მაიმც ვერ მოგვატყუებ ხომ იცი.
ყველაფერი ერთად მიაყარა ლისამ, ისე რომ ძლივს გავიგეთ რა თქვა.
ჯენი:კარგი, კარგი ყველაფერს გეტყვით ოღონდ არაფერი თქვათ და მოყოლა დამაცადეთ.
ანი:კარგი კარგი ოღონდ შენ მოყევი.
ჯენი:ნუ მოკლედ კლუბში რომ ვიყავით, იმ დროს ვიღაც დებილი ბიჭი მოვიდა ჩემი წაყვანა უნდოდა, ალბათ მიხვდებით რატომაც, ხოდა ის ბიჭი ხელს არ მიშვებდა ამ დროს შუგა მოვიდა და იმ ბიჭს დაარტყა, მერე გარეთ გამიყვანა მან კი მე მაკოცა, სიყვარული ამიხსნა, შეყვარებულობა მთხოვა და მეც დავთანხმდი.
ნინო:რააა? და ამას გვიმალავდი შე დამპალო.
მე:მართალც ჯენი აქამდე რატომ არ გვითხარი, ჩვენ ხომ შენი საუკეთსეო მეგობრები ვართ არა.
ჯენი:მართალი ხართ უნდა მეთქვა , მაგრამ არ ვიცოდი როგორ მეთქვა ბოდიში.
როზე:კაი არაუშავს.
Jisoo's pov:
ჯენიმ ყველაფერი გვითხრა და ამის მერე გადავწყვიტეთ ჯენის გარეშე გაგვეგრძელებინა ეს საქმე. უკვე 10 საათი იყო, ხვალ უნივერსიტეტი გვქონდა, ამიტომ მოვწესრიგდით და დავიძინეთ.
დილით:
ადრიანად ავდექი მოვწერიგდი, გოგონები ავაყენე, ვისაუზმეთ და უნიში წავედით.
მე ასე მეცვა:

ცხოვრება მშვენიერიაWhere stories live. Discover now