1 წელი 3 თვე და 21 დღე გავიდა მას შემდეგ რაც მისი ზღვასავით ლურჯი თვალები პირველად დავინახე.
***
მაღვიძარას ხმა.
თვალებს ვახელ.
წვიმის წვეთების ხმა მესმის.
ვცდილობ დავივიწყო ჩემი სიზმარი და რეალობას გავუსწორო თვალი.
არ მინდა, მიჭირს.
მხოლოდ მისი ლურჯი თვალები მახსოვს.
მინდა ისევ დამესიზმროს, მინდა ისევ ჩავიკარგო მის ლურჯ თვალებში, ხელი ჩავკიდო და აღარასდროს გავუშვა...
ზარმა კიდევ ერთხელ დარეკა.
თვალებს ვახელ და რეალობას ვუბრუნდები.
***
როგორც იქნა ჩემს ფიქრებს მოვწყდი და გამზადება დავიწყე.
დილის ცხელ წყალზე მეტად არაფერი არ მიყვარს.
გადავივლე, თითქოს ყველანაირი ტვირთი წყალმა გაიყოლა, დიდი ხანი არ მიფიქრია თუ რა ჩამეცვა, რადგან დღეს, ამდენი ხნის შემდეგ, პირველად მივდივარ უნიში წინასწარ გამზადებული მქონდა ყველაფერი ამიტომაც ამაში დრო არ დამიკარგავს, ჩემი საყვარელი სამკაულები გავიკეთე, მათ შორის რათქმაუნდა მისი ნაჩუქარი, პატარა პეპლის ყელსაბამიც იყო, არა ის არ გამიკეთებია, რადგან არც არასდროს არ მომიხსნია, სულ ჩემთან არის.ღრმად ჩავისუნთქე, რადგან ამაზე ფიქრი რომ გამეგრძელებინა ვერ მოვრჩებოდი, ამიტომაც ყურადღება სხვა რამეზე გადავიტანე და უნისკენ გავემართე.
კარგა ხანია უნიში არ ვყოფილვარ, ჩემი დაუსრულებელი, ჯანმრთელობის პრობლემების გამო ჯერ კიდევ არ წავსულვარ და პირველად მივდივარ ამდენი ხნის შემდეგ, მომენატრა იქაურობა, ჩემი მეგობრები, ყველაფერი.
***
ფიქრებში გართული ვიყავი თან ყურსასმენები მეკეთა როდესაც უკნიდან წელზე ხელები ვიგრძენი, შეშინებული უკან შევბრუნდი და მომღიმარი სანი დავინახე, ძლივს ამოვისუნთქე.
-ესე უნდა შემაშინო?
-არ მეგონა ამდენი ხნის მერე შენი პირველი სიტყვები ეს თუ იქნებოდა - მითხრა და ჩაიცინა.
-ისე მელაპარაკები გეგონება მართლა დიდი ხანი გავიდა და ჩემი საუკეთესო მეგობრისთვის არც მიმიწერია და არც შევხვედრილვარ.
-კაი კაი ჰოო შენ ვინ მოგიგებს ლაპარაკში წამო.
-ასე მარტივად დანებდით ბატონო სანი?
-არა ქალბატონო ნუცა უბრალოდ პირველი დღეა და გინდობთ
-მაგასაც ვნახავთ
-ისე მართლა მომნატრებიხარ - ახლა მართლა თბილად შემომხედა, გამიღიმა და მიმიხუტა.
-მართალია მაბრაზრბ მაგრამ მაინც მიყვარხარ ვირუკელა-ვუთხარი და მეც მივეხუტე.
ამასობაში უნიშიც შევედით.
-აუ ეხა კესას რო ნახავ ისევ იმ ტიპზე დაიწყებს ლაპარაკს
-ვიზე?
პირი დააღო პასუხის გასაცემად მაგრამ კესა დავინახე თუ არა მეთვითონ შევაწყვეტინე ლაპარაკი და მისკენ გავქანდი.
-როგორ მომენატრეე-ვთქვი და მოვეხვიე.
-მეც, ერთი სული მქონდა როდის დაბრუნდებოდი.
-ისე მეც აქ ვარ გოგოშკებო.
-მოდი ჩაგვეხუტეე
-სიყვარულობანას თუ ოდესმე მორჩებით აუდიტორიაში შევიდეთ.
-უიი ჰოო ძაან მაინტერესებს ვიზე ამბობდა სანი?
-ახალ ბიჭზე ამბობ ხო?
სანიმ თვალები გადაატრიალა და თავი დაუქნია.
-ახალი ბიჭი გადმოვიდა უნიში და იასნია კესას დაევასა-კესამ მხარი გაკრა და თვალებმოჭუტულმა გახედა სანის.
-კაი ჰო აღარაფერს ვამბობ-ხელები აწია სანიმ-არა რა სატრფო ნწნწ.
-მოკლეედ-დაიწყო კესამ-ახალი ბიჭი გადმოვიდა ჩვენ უნიში, არ იცი რა სიმპატიურია, თან მაგარი გაჩითული ტიპია, არ ვიცი ესე მალე როგორ მოასწრო მარა, მთელი უნის მთავარ ტიპად ეგ გაიჩითა, ხო და თორნიკე ჰქვია.
ეს სახელი რომ გავიგონე მაშინვე ის გამახსენდა და ისევ ფიქრებში წავედი, მაგრამ კესას ხმამ მალევე გამომაფხიზლა.
-აი მოდიის
იქით გავიხედე საითაც კესა იყურებოდა და გავიყინე,
ისევ დავინახე მისი ლურჯი თვალები, რომლებიც არავის არ ჰგავს და ჩემთვის მთელი სამყაროა.-ის არის.