hE KNoWS!

19 4 16
                                    

სუჰოს თვალთახედვით:

სექტემბერმა ისე ჩაიარა, რომ ვერც კი გავიაზრე მისი მოსვლა ან წასვლა. ეს თვე ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ამაღელვებელი და უცნაური იყო და როგორც ვატყობ არც მომდევნო თვეები იქნება რამით განსხვავებული. 

უნივერსიტეტის საქმეები ჩვეულებრივად მიდის. სწავლა და ეს რაღაც შეჯიბრი ერთმანეთს ხელს არ უშლის. საბედნიეროდ ჯერ ვერავინ მიხვდა რომ მე ჩემი და არ ვარ. ნუ კი იყო ერთი ორი მომენტი სადაც მეგონა ყველაფერი დამთავრდა და გაიგეს რომ ბიჭი ვარ, მაგრამ ბობის და ნაიონს მადლობა რომ ვერავინ ვერაფერი ვერ გაიგო.

თუმცა კრისი მაშინებს. მასთან ერთად ერთ ოთახში ყოფნა არ მსიამოვნებს. არ ვიცი რატომ, მაგრამ როცა მასთან ახლოს ვარ ჟრუანტელი მივლის, არ აქვს მნიშვნელობა ჩვენს შორის 1 მეტრია დაშორება თუ 1 სანტიმეტრი. 

ასეთ მომენტებში ჩემი სხეული თითქოს ორად იყოფა: ტვინი სრულ მზადყოფნაშია, თითქოსდა იცის რომ თუ ერთი წამითაც მოდუნდება რაღაც საშინელი მოხდება, სიმართლე გამოაშკარავდება. რაც შეეხება გულს ის სრულიად დაბნეულია, ხან სწრაფად ცემს და ჩემი ორგანიზმის დატოვებას ცდილობს, ხანაც სულ ჩერდება და ელოდება რაღაცას, რომ კვლავ დაიწყოს ძგერა. 

არ ვიცი ამას რა იწვევს მაგრამ უკვე ძალიან დამღალა. მინდა თავი მისგან შორს დავიჭირო, მაგრამ არ გამომდის. სადაც არ უნდა წავიდე ყველგან მას ვხვდები, რასაც არ უნდა ვაკეთებდე ისიც იქვეა, თითქოს ერთმანეთთან რაღაც უხილავი ძაფით ვართ დაკავშირებული, რომელიც ერთმანეთისგან შორს ყოფნის საშუალებას არ გვაძლევს.

ამ იდიოტური შეჯიბრის გამო ხშირად გვიწევს ერთად რარაცეების კეთება და დამიჯერეთ თუ სხვები ამ პერიოდის განმავლობაში კარგი მეგობრების დონეზე მაინც მიაღწევდა, მაგრამ ჩვენ ასეთი არაფერი გვეტყობა. ჩვენ კვლავ ერთმანეთის ჭამის სტადიაში ვიმყოფებით. ნუ რასაც მე ვხედავ ამ ვაჟბატონს საერთოდ არ ვეხატები გულზე და არც მე გამოვხატავ მისდამი სიმპათიას. 

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Mar 05, 2023 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

Tough PillWhere stories live. Discover now