1.

124 8 12
                                    

მას შემდეგ რაც თავის მოკვლა ვცადე... გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში ისეთი ადამიანი ვინც ცხოვრება მასწავლა, სიცოცხლის თითოეული წამის დაფასება და მოფრთხილება მასწავლა, მიუხედავად ჩემი პრობლემებისა ფეხზე წამოდგომაში დამეხმარა

1 წლის წინ*

სეულის გარეუბანში ვცხოვრობდი, არაფრით გამორჩეულ ღარიბ უბანში, მამა არ მყავდა, მხოლოდ დედა და უფროსი ძმა

უნივერსიტეტში ვსწავლობდი 100%-იანი დაფინანსებით მაგრამ ჩემი ოჯახი მაინც ვერ ახერხებდა ვალის გადახდას სხვა საკითხებში

ყოველთვის ვოცნებობდი რომ ბევრი ფული გვქონოდა, დიდი სუფთა სახლი და მამა... ყველაზე მეტად რაც მაკლდა ალბათ ეს იყო

3 წლის წინ გარდაიცვალა ავტოავარიაში... მას შემდეგ ჩვენს ცხოვრებას ფაქტიურად აზრი დაეკარგა

საშინლად გადავიტანე ეს ამბავი რამდენიმე თვე ვერავის ველაპარაკებოდი... ოთახში ვიჯექი და ვტიროდი

შემდეგ მდგომარეობიდან გამოვედი და სკოლაში სიარულიც დავიწყე. იმ დროს ყველაზე მეტად ჰანვოლი დამეხმარა... მაშინ როცა არავის ვაინტერესებდი გვერდში დამიდგა! დამეხმარა რომ მამის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი დამეძლია

ერთმანეთი შეგვიყვარდა, უნივერსიტეტშიც ერთად ჩავაბარეთ

მეგონა რომ ვიპოვე ის ვისთანაც დარჩენილ ცხოვრებას გავატარებდი, ვფიქრობდი რომ ჭეშმარიტი სიყვარული ასეთი უნდა ყოფილიყო მაგრამ მიღალატა, იმ გოგონაში გამცვალა ვინც ალბათ ყველაზე პოპულარული იყო უნივერსიტეტში

ვეღარაფერზე ვფიქრობდი, საშინელ მდგომარეობაში ჩავვარდი... ფაქტიურად მეორე საყვარელი ადამიანი დავკარგე...

ვეღარ გადავიტანე, აღარ შემეძლო ტკივილის გადატანა და ბევრი სხვადასხვა მედიკამენტი მივიღე

ჩემმა ძმამ მიპოვა ოთახში, უკვე უგონოდ ვიყავი... სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ დროულად აღმომაჩინა და ექიმებმა კუჭი ამომირეცხეს...

You saved me | Sunoo💜Where stories live. Discover now