2. speak of change & news

137 23 15
                                    


- თეჰიონ, მგონი ძალიან კარგად ფლობ იმ ინფორმაციას რომ ჩვენ ერთმანეთის აზრების წაკითხვა თავისუფალად შეგვიძლია. - ნეტავ მისი სახის გამომეტყველება გენახათ, ეტყობა ეწყინა რაც ვთქვი მის "ძვირფას" სამკაულებზე.

- მართალი ხარ და სანამ რამეს იტყვი კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩაგიჯვი გემოვნებაში სოკჯინ. - ამაზე ოდნავ გაეცინა მაგრამ თვალი მაინც ამარიდა. მოიცა მართლა ეწყინა რაც ვთქვი მის ბეჭდებზე? ო კარგი რა სოკჯინ, არ მეგონა თუ მწარე რეალობასთან თავლის გასწორება ასე ძალიან გაგიჭირდებოდა.

-ახლა კი საქმეზე გადავიდეთ თეჰიონ.

- რითი ვერ გაიგე რომ უნდა შემეშვა ...- მძიმედ ამოვისუნთე და სოკჯინს თვალი გავუსწორე. - კარგი ამოღერღე რა გნებავს თავგასიებულო ბრიყვო კაცო.

- თუ არ მოეშვები მასეთ უზრდელურ ლაპარაკის მანერას, ჩემი დამსახურებით გვირგვინს კი არა ამ სასახლეში ცხოვრების ბოლომდე არ მოგცემ ნებას ფეხი შემოაბიჯო.

- სოკჯინ, აზროვნებ საერთოდ ? უკვდავები ვართ.

- შემიძლია ეგ პრობლემაც მოვაგვარო.- ოდნავ გამიღიმა და თვალი ჩამიკრა. მეზიზღება მისი სულელური ჩვევები.

- ნუ ბოდიალობ ერთი რა..- შეიძლება ჩემი ძმა იდიოტია მაგრამ ის ერთი ნამდვილი ძლიერი, გონებაგახსნილი იდოტია. ფიფქიაში რომ არის ბოროტი ჯადოქრი ხომ იცით? მაგის კოპიო არის სოკჯინი. დებილი და ბებერი.

- თეჰიონ გეყო ჩემი ლანძღვა, მე აქ სერიოზულად დასალაპარაკებლად მოვედი.

- მერე ? ვინ გიშლის ხმის ამოღებას, საქმე თუ გაქვს ჩემთან უბრალოდ ამოღერღე. - თვალები ავარიდე, ის უკვე ძალიან მაღიზიანებდა.

-  დასვენება გჭირდება, თან...საკმაოდ სერიოზული. საკუთარ თავს აღარ აქცევ ყურადღებას და ეს უკვე სამეფოზე აისახება. ჩვენი მშობლების გაჩინაურების შემდეგ საკუთარ თავს აღარ გევხარ, მის მერე ძალიან შეიცვალე და უბრალოდ მეც განვიცდი რომ შინაგანად  ასე იტანჯები.

- მშობლების გაჩუნაურების გამო საერთოდ არ შეცვლილვარ სოკჯინ, მე...მის გამო შევიცვალე.

- ის ადამიანი ხო..- ოდნავ თავი დავუქნიე.

- იმ ადამიანს სახელიც გააჩნდა სოკჯინ.

- მახსოვს, მას პაკ ჯიმინი ერქვა. - ოდნავ გამეღიმა მისი სახელის გაგონებისთაბავე, ვაღიარებ ,რომ ჯიმინი ძალიან მენატრებოდა, მაგარამ მას სამწუხაროდ ვეღარასოდეს ვერ შევხვდებოდი.

უცებ დარბაზის კარები ღმაურიანად შემოიღო და ჩვენი ერთერთი მოსამსახურე შემოვარდა, ჩემს წინ მუხლებზე დაემხო და მთელი სხეულით ქედი მოგვიხარა. საწყალი მთელი სხეულით კანკალებდა და თვალებს აქეთ იქით აცეცებდა, ბოლოს მძიმედ ამოისუნთქა და ძალა მოიკრიბა ჩემთან თვალის გასასწორებლად.

- აბა ?.. რა ხდება მინგიუ?

- ჩვენ ის ვიპოვეთ, ჯიმინი ცოცხალია თქვენო უდიდებულესობავ.

ჩემი ანგელოზი.(vmin) 🌬 🔱Where stories live. Discover now