.

367 28 22
                                    

მას შემდეგ, რაც წიგნების კითხვა დავიწყე, თავგადასავლებზე ვოცნებობდი. თავგადასავლები რომ რეალურ ცხოვრებაშიც არსებობს, ერთმა საოცარმა შემთხვევამ მიმახვედრა. ჩემი ძმა საჰარას უდაბნოში დაიკარგა სამეცნიერო ექსპედიციის დროს. ჩემი მეორე ძმა მის საძებნელად წავიდა, სამი წელი დაეხეტებოდა და იპოვა კიდევაც. ამნეზია ჰქონდა. მხოლოდ შარშან შეძლო ჩვენი გახსენება, ახლაც აქვს მეხსიერებაში ჩავარდნები.

ჯინი მუდამ უგზოუკვლოდ განათლებულ ადამიანად მიმაჩნდა. თვითნაბადი ნიჭი ჰქონდა. კარგად იცოდა მეცნიერება, ბიოლოგია, ფიზიკა, ქიმია საშუალოდ და გეოგრაფიაში უბრალოდ გენიოსი იყო. ამიტომ დღემდე მიკვირს, რომ ასეთი რამ შეემთხვა. ნამჯუნი ნაკლებად ნიჭიერია, მაგრამ ჯუნის დადებითი თვისება, საოცრად ძლიერი მოთმინების უნარია. არ არსებობს რამე, რაც არ გამოუვა, მაგრამ ამ რამესთვის ძალიან ბევრს შრომობს. ორივენი წარმატებული და ჭკვიანი ადამიანები არიან. სამეცნიერო საზოგადოების წევრები. მე ჩამოყალიბებული იმედგაცრუება ვარ. ექიმების შვილმა და უგანათლებულესი ძმების პატრონმა მსახიობობა ავირჩიე. ოცდაშვიდი წლის ვარ და ჯერ მხოლოდ სამ სპექტაკლში ვითამაშე, დუბლიორი ვიყავი ორ ფილმში და მთავარი როლი შევასრულე საბავშვო დადგმაში. რეკლამაშიც გადამიღეს, მუნჯი როლი მქონდა. მხოლოდ უნდა გამეღიმა და კბილის პასტა მეჩვენებინა ეკრანისათვის.

მეცნიერთა აკადემიაში უფრო პოპულარული ვარ. როცა ჯინი დაიკარგა, დედამ მირჩია სიმშვიდე შემენარჩუნებინა, მე კი გიჟივით შევვარდი ფოიეში და ბოლო ხმაზე ვკიოდი, რომ ჩემი ძმის საშველად არაფერს აკეთებდნენ. შევრცხვით. ჯინმა ეს გაზეთში რომ წაიკითხა, ის გაზეთი დაახვია, დამიჭირა და უკანალი ამიჭრელა. ნამჯუნს უფრო ვუყვარვარ, თავისი კაბინეტიდან გამოვიდა და მამშვიდებდა, როცა უიმედო მგელივით ვყმუოდი ყველას თვალწინ. ჩემი ყმუილი გამიმეს კიდევაც. ოღონდ ეს მერე მოხდა, ჯინი რომ იპოვეს, მანამდე ვინ დამცინებდა ძმა დაკარგულს. ზოგჯერ, როგორც ახლა, ვდგავარ სარკის წინ და საკუთარ თავს დავცინი.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Apr 26, 2023 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

წუთშესვენებაWhere stories live. Discover now