〖 1 〗

743 86 36
                                    

ფსიქიატრიული საავადმყოფოს შენობაში ხმამაღალმა და მჭახე ხმამ კედლებს შორის გაიარა

- არ მადარდებს, წარმომადგენლებს დაურეკე და უთხარი, რომ არავითარი ამერიკელი ექიმი მე აქ არ მჭირდება - დირექტორი ჰანის უკმაყოფილო მზერა მისი მოადგილის სახეს შეეფეთა.

- კი მაგრამ დირექტორო ჰან, ექიმი უკვე გზაშია და შეთანხმებაც დადებულია.. ვშიშობ, რომ ვერაფერს გავაწყობთ - ხმაში შეპარულ აღელვებას ვერ მალავდა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც იცოდა, რომ შედავებით მისი უფროსის უფრო მეტ რისხვას დაიმსახურებდა, მაგრამ "ზემოთ" გადაწყვეტილი საქმის შეცვლის არც უნარი და არც შესაფერისი ძალაუფლება არ გააჩნდა.

- გაჩუმდი მინჰო და ის გააკეთე, რასაც გეუბნები. ჩემი ფსიქიატრიულიდან ამერიკელი ფსიქიატრის ცხედრის გასვენების იდეა სულაც არ მხიბლავს - ნომრიანი სათვალე მოიხსნა დირექტორმა ჰანმა და შეჭაღარავებული თმიანი საფეთქლები მოისრისა - ორივემ კარგად ვიცით, რომ ის კაცი აქ ვერ გაძლებს. მითუმეთეს, როცა იმ შეშლილთან გზავნიან. არ მინდა, რომ სკანდალში გავეხვე!

- ბატონო ჰან, მესმის, მაგრამ ამერიკელ ფსიქიატრთან კონტრაქტი უკვე გაფორმებულია..

- ჯანდაბა.. - ამოიოხრა კაცმა და სათვალე მაგიდაზე მოისროლა

- მთავრობამ ოფიციალურად დაადასტურა ნიკოლას ჯონსონის მიღება ჩვენს ტერიტორიაზე და ამის შესაბამისად, ლიცენზირებული სამუშაო დოკუმენტებიც გადასცა. ვწუხვარ, მაგრამ ამ კაცის მიღება, გვინდა, არ გვინდა, მაინც მოგვიწევს.

- რას წარმოადგენს ეს კაცი? - ხელის გულებით სამუშაო მაგიდაზე დაყრდნობილმა ფსიქიატრიულის დირექტორმა, თავის მდივანს ცალწარბაწეული შეხედა, შუბლზე ჩამოგორებული ოფლის წვეთები ნაჭრის ცხვირსახოცით მოიწმინდა და კვლავ შარვლის ჯიბეში ჩაიჩურთა.

- გავიგე, რომ განთქმული ფსიქიატრია. ასოცირებული პროფესორი, რომელის სახელთან დაკავშირებულია უამრავი წარმატებული ექსპერიმენტი. ამ კაცს არა მარტო ევროპაში, არამედ აზიასა და აფრიკაშიც დიდი სახელი აქვს გავარდნილი. აგრეთვე მონაწილეობა აქვს მიღებული ფსიქოტროპული პრეპარატების დამზადებაში - მინჰომ მოკლედ გადმოსცა ის, რისი მოყალაც უფრო ვრცლადაც შეიძლებოდა. ახალი ექიმის დოსიეში ბლომად იყო ჩამოთვლილი მისი მიღწეული წარმატებები და დამსახურებები.

შხამი || K.T.H Where stories live. Discover now