༺Part 4: სივრცე༻

173 18 2
                                    

თეჰიონი და ჯონგუკი მივიდნენ თაეს საერთო საცხოვრებელში. მათი დანარჩენი მეგობრები არიან ყავის მაღაზიაში, მათ შორის მისი მეგობარი ჯიმინიც, ამიტომ ისინი იქ მარტო იყვნენ. თეჰიონმა კარი გააღო რომ ჯონგუკი პირველი შესულიყო. კარი მიხურა საძინებელში ავიდნენ. იქ საწოლზე ისხდნენ და თამაში დაიწყეს.

თავიდან ცოტა უხერხული იყო, მაგრამ თეჰიოინი ყოველთვის ცდილობდა ჯონგუკთან საუბარს და მის გაცინებას.

"ჯანდაბა, შენ რატომ იმარჯვებ ყოველთვის" თქვა თეჰიონმა ჯონკუკის მოგების შემდეგ. ჯონგუკმა ცოტათი გაიღიმა და თქვა "ბედი🤭😆". "ჰო რათქმაუნდა" ჩაიცინა თეჰიონმა და ზურგზე ხელი მოჰკიდა. ჯონგუკმა ოდნავ ჩაიცინა და ისევ დაიწყეს თამაში.

"შეიძლება ვისაუბროთ?" თქვა თეჰიონმა და უფრო ახლოს მიიწია გუკთან. ჯონგუკი მორცხვად იჯდა მის მოპირდაპირედ და თქვა "რაზე?". "რატომ ხარ ასე?" თქვა შეშფოთებულმა თეჰიონმა.

"როგორ?" თქვა ჯონგუკმა ყალბი დაბნეული სახით. "მეხუმრები? 1 კვირა მერიდები? რატომ? ეს იმ წვეულების გამო?" თქვა თეჰიონმა და ჯონგუკი უბრალოდ უყურებდა და არ იცოდა რა ეთქვა.

"გუკ, შენ იცი, რომ შეგიძლია ყველაფერზე მელაპარაკო. უბრალოდ შეგიძლია მითხრა რა არის, შენ იცი ეს. მითხარი რა გაწუხებს, არ განვსჯი" თქვა თეჰიონმა და ჯონგუკმა უბრალოდ ამოისუნთქა.

თეჰიონმა სევდიანად ახედა და თქვა: - თუ აღარ გინდა იყო ჩემი მეგობარი - უბრალოდ მითხარი, რადგან არ მიყვარს შენთან სივრცე, თუ ჯერ კიდევ ვმეგობრობთ, გთხოვ... მენატრები ჯონგუ..."

თეჰიონი ჯონგუკის ტუჩებმა გააოცა.

თეჰიონს შოკისგან თვალები ფართოდ ჰქონდა გახელილი, მაგრამ ნელ-ნელა მოდუნდა და კოცნა დაუწყო, თვალები დახუჭა. ჯონგუკი მოშორდა და ნელა გაახილა თვალები. თეჰიონმაც იგივე გააკეთა და გუკს მუქ თვალებში ჩახედა, ხოლო ჯონგუკმა დაძაბულობისგან ქვედა ტუჩზე იკბინა.

კოლეჯის მეგობრები | TAEKOOKWhere stories live. Discover now