"მოკაშკაშე ვარსკვლავი"

26 5 1
                                    

გაზაფხულის პირველი დღე, ახალი იმედები და შანსები... მოღრუბლული და თავისებური დილა. წვიმიან ამინდში ხანდახან გამოაჭყიტებს ხოლმე თბილი მზე. მინაზე მოფარფატე წვიმის წვეთებს გავხედე და ფანჯარა მოვხურე.
-გაზაფხულის წვიმა იდეალურია- სამზარეულოში გავედი, ყავა მოვიმზადე და იქვე ჩამოვჯექი. ჩემი საყვარელი სიმღერა ჩავრთე და მთელი არსებით დავიწყე ცეკვა.-დღეს რთული დღე გაქვს მარია...-ამოვიხვნეშე, ღრმად ჩავისუნთქე. ერთმანეთში არეული აზრები დავალაგე. შხაპი მივიღე, ამინდის შესაფერისი ტანისსამოსი მოვირგე და უნივერსიტეტში წავედი. ახლად აყვავილებულ ყვავილებს ვუცქერდი და ეზოში ბილიკს გავყევი. სწრაფი ნაბიჯებით შევედი აუდიტორიაში, ლექციის დასრულების შემდეგ ტაქსი ქუჩაში სწრაფადვე გავაჩერე და სულმოუთქმელად ველოდებოდი კომპანიასთან მისვლას. ერთ საათში შეხვედრა იწყება... ვაგვიანებ... შენობაში შევდივარ და წევრებს ვესალმები.
-ბოდიში, დამაგვიანდა...
-მარია აქეთ. მაკიაჟით დაიწყეთ-ნახევარ საათიანი მზადების შემდეგ შავ კაბაზე მიკროფონი მომამაგრეს და გადასაღები ადგილისკენ მიმითითეს.
ვნერვიულობ, ძალიან ვნერვიულობ... სახეები ერთმანეთში ირევა და გონება მებინდება.
-გამარჯობა ქალბატონო მარია.
-მოგესალმებით-აუდიტორიაში ტაშის და შეძახილების ხმა ისმოდა.-დიდი პატივია თქვენს გადაცემაში ყოფნა.
-ჩემთვის კი დიდი პატივია თქვენი აქ ხილვა. პირველ რიგში მინდა გკითხავთ რა იყო თქვენი მუზა, რომ ეს სამი იდეალური წიგნი დაგეწერათ?
-ოჰ... ძვირფასო... რა შეიძლება იყოს რომანტიკოსი მწერლის მუზა თუ არა სიყვარული?
-თქვენი სიყვარული ვისდამი?
-დიდი ისტორიაა, თუმცა არის ადამიანი რომელიც დღემდე მიყვარს.
-იცის თქვენს შესახებ? ან თუ იცის რისი თქმა გინდათ მისთვის?
-ვფიქრობ არ იცი, რადგან ჩვენ ორივე სხვადასხვა სამყაროდან ვართ... სათქმელი კი არაფერი მაქვს ამ წიგნში იმაზე მეტი გრძნობა ჩავდე ვიდრე გადმოცემა შემიძლია...
-გამოდის რომ ანდრია და ადრიანა თქვენ და თქვენი სიყვარული ხართ?
-შეიძლება ეგრეც ითქვას...
-არ აპირებს სხვის შეყვარებას?
-როგორ შეიძლება შეიყვარო სხვა როდესაც ერთს მთელი ცხოვრება მიუძღვენი?
-ნამდვილად შეუძლებელია. რა არის თქვენი სურვილი მარია?
-ვისურვებდი, რომ არავინ დანებდა თავის ოცნებას...
-დიდი მადლობა გულწრფელი პასუხებისთვის, როგორ ფიქრობთ, თუ მას ნახავთ თქვენს გრძნობებზე უამბობთ?
-ჩემს გრძნობებზე?-ღრმად ჩავისუნთქე და გულს მივენდე-ალბათ არ მიიღებს მას, მაგრამ ვიტყვი, რომ მისთვის მხოლოდ ერთი მაქვს სათქმელი "შენ ჩემში აღძრავს უსასრულო ციცინათელებს"-აუდიტორიას თვალი მოვალეობის და ერთ კუთხეში ჩემი პირველი სიყვარულის სილუეტი დავლანდე. სხეულზე ეკლებმა დამაყარა, ყოველი ამოუცნობი გრძნობა ერთმანეთში ირეოდა და რაღაც სასწაულ ეუფორიას იწვევდა ჩემში. თვალები ცრემლებით ამევსო. ათასი აზრი ქაოსურად ტრიალებდა თავში და არ ვიცოდი რომელ ერთზე უნდა მეფიქრა.
-ის მას აუცილებლად მიიღებს.
-ბედის ირონია ქალბატონო სუა არ ვიცით ის რას გვიმზადებს...
ფრთხილად მოვაშლრე ჯონგუქის ლამაზ, უსასრულო თვალებს მზერა და გარეთ გამოვედი. ლამაზი ღამის სულით და გაზაფხულის სურნელის ვტკბებოდი. მთელი გზა ვიღაცის მზერას ვგრძნობდი და იმ ფეხის ხმას, რომელიც ზუსტად ჩემს ნაკვალევს მოჰყვებოდა... უკან მოვიხედე და იგივე სახეს შევეჩეხე... გაზაფხულის პეპლები და ათასფრად გაფურჩქნული ყვავილები ჩემში...
-თქვენ ჩემს ინტერვიუს ესწრებოდით არა?-ერთი ნაბიჯით მივუახლოვდი მის უმწიკვლო  სხეულს.
-დიახ თქვენ კი ისე მაკვირდებოდით, რომ ჩემივე თვალების გავლით ჩემს სულში ჩაიხედეთ.-ცდუნებას ვეღარ ვუძლებდი და მისკენ მივიწევდი. მასთან ისე ახლოს მივედი, რომ მისი სხეულის სითბო ჩემსაში იღვრებოდა. ხელი მის სახესთან ახლოს მივიტანე, თუმცა უმალვე მოვეგე გონს და უკან დავიხიე.
-ბოდიში, ვიღაცაში ამერიეთ-არემარეს მხოლოდ ჩემი გახშირებული სუნთქვა არღვევდა, სანამ ისევ არ გაისმა მისი ლამაზი ხმა...
-იმედი მაქვს მეც ამერევით სხვაში, რომ ისევ შევხვდეთ-ჩემს შინაგან მეს, მთლიან არსებასა და თვალებს სურდა ისევ ეხილა მისი უცოდველი მზერა. მოვბრუნდი და რამდენიმე წამით მას დავაკვირდი.
-ვისურვებდი, რომ მალე იპოვნით ის ვინც არავიში აგერევათ.-ნაბიჯი უკან გადმოვდგი და სახლის გზას სირბილით გამოვუყევი... სახლის კართან ჩავიკეცე. მინდოდა ბოლო ხმაზე მეყვირა და გრძნობებისგან დავცლილიყავი... თუმცა სიყვარულის ალ-ცეცხლში გახვეულ ახალგაზრდას უშველის კი ყვირილი? ემოციებისგან დაღლილი მალევე დავწექი და ბალიშში თავი ჩავრგე, რომ სიზმრების სამყაროში გადავშვებულიყავი, მომავალი დამღლელი დღის შესახვედრად...
იქ სადაც ის მელოდებოდა...

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Feb 23, 2023 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

შენი "ჩვენ"Where stories live. Discover now