...ძვირფასო დღიურო ისევ მე ვარ მისუ
შენ ჩემი ახალი მეგობარი ხარ. ძველმა კი ჩემი პრობლემების მოსმენა ვეღარ აიტანა და უფლება აღარ მომცა გამეგრძელებინა წერა...
ჩემს თავზე ბევრს არ მოგიყვებით ამიტომაც ჯერ მხოლოდ სახელს და ჩემი ცხოვრების მიზნის შესახებ გეტყვით
"არაფერი"
არ მიგესმათ ჩემი არსებობის მიზანი არაფერია...მე უბრალოდ დედამიწას იმაზე მეტად ვამძიმებ ვიდრე არის
ერთი თავის თავში ჩაკეტილი, უჟმური,უხალისო,უემოციო ადამიანი ვარ.
საუკეთესო მეგობარი? რაში მჭირდება მეგობარი როცა ჩემი თავი მყავს და დღიურები გამაჩნიაჩემს თავზე კიდევ მოგიყვებით ცოტას
ვგიჟდები წვიმაზე
ხო რაცარუნდა გიჟურად მოგეჩვენოთ ყოველ წვიმიან ამინდში გარეთ გავდივარ და ვცეკვავვცეკვავ ჩემს სამყაროში რომელიც თავადვე შევქმენი...
სრულიად მარტო ...
განაა ყოველთვის ასე იყო? ჩემზე პოზიტიური და მხიარული მეორეს ვერ ნახავდით ამ ქვეყანაზე
მაგრამ...