ალეკი სახლში აქოშინებული შემოვარდა და დაპანიკებული ხმით მითხრა.
— რა ხდება როქსი კარგად ხარ? რამე გტკივა?
— არა არა დამშვიდდი კარგად ვარ.
— აბა რა ხმა გქონდა?
— არაფერი უბრალოდ შეუძლოდ გავხდი.
— ეხლა როგორ ხარ?
— უკვე გარგად... ჩემს მდგომარეობაში ეს ნორმალურია.
— რა მდგომარეობაში?
— ალეკ მე ორსულად ვარ!
ალეკი შოკში ჩავარდა ადგილიდან ვერ ინძრეოდა. ბოლოს აზრზე მოვიდა, ხელში ამიტაცა და ბოლო ხმაზე იყვირა.
— შვილი გვეყოლება!
— ჰო შვილი გვეყოლება!
ბოლო ხმაზე ვიცინოდით, ვყვიროდით სახლში ისეთი ჟრიამული იყო როგორიც არასდროს, არ მჯერა დედა გავხდები ჩემს ცხოვრებაში უბედნიერესი დღეა.
— ყველას უნდა ვუთხრათ!
— ჰო უნდა ვუთხრათ.
— ალეკ საუკეთესო მამა იქნები.
8 თვის შემდეგ:
— ალეკ სად სად ხარ ამდენ ხანს?
— მოვდივარ...
— მომიტანე?
— კი გამომართვი... მაინც არ ვიცი რამ მოგანდომა ამ ღამე რამიონი.
— მე არ მინდა შენს შვილს უნდა.
ალეკი ჩემს მუცელთან დაიხარა და მაკოცა
ჭამა დავასრულე და დასაძინებლად წავედით.
შუა ძილში ვიყავი როდესაც ძლიერი ტკივილი ვიგრძენი.
— აააააა
ალეკი შემს კივილზე მაშინვე წამოხტა.
— რა მოხდა?
— ალეკ მუცელი ძალიან მტკივა!
ბოლო ხმაზე ვკიოდი. ალეკმა ხელში ამიყვანა და მანქანისაკენ გაიქცა. მანქანაში ფრთხილად ჩამსვა თან მამშვიდებდა.
— დამშვიდდი ყველაფერი რიგზეა... ღრმად ისუნთქე.
— ალეკ ჯერ ადრეა ბავშვს რამე არ მოუვიდეს... ააააა
— არა ბავშვს არაფერი მოუვა დამშვიდდი ისუნთქე.
ალეკმა მანქანა დაძრა და 5 წუთში უკვე სამშობიაროში ვიყავი.
— სწრაფად ექიმი!
ალეკმა ბოლო ხმაზე დაიყვირა, მე უკვე ტკივილსაგან ვეღარ ვაზროვნებდი, საკაცეზე დამაწვინეს.
ვხედავდი ალეკს რომელიც გაგიჟებით აცეცებდა თვალებს აქეთ-იქით, ექიმს რომელი მეუბნებოდა რომ ღრმად უნდა მესუნთქა...— ჭინთვები დაეწყო მშობიარობს
ჩემმა ექიმმა რამოდენიმე ექიმს დაუძახა, ისინიც მაშინვე მოვიდნენ დასახმარებლად.
— როქსი შემომხედე სამ დათვლაზე უნდა გაიჭინთო... აბა ერი, ორი, სამი მიდი!
არ მეგონა თუ მშობიარობა ასეთი მტკივნეული იქნებოდა, ასე მეგონა რომ ჩემი სხეულია ყველა ძვალი სათითაოდ ტყდებოდა.
მშობარობის პროცესი 3 საათი გაგრძელდა და როგორც იქნა...
YOU ARE READING
იძულებითი ქორწინება
Romance" ეს გოგო ჩემი გახდება„ სიტყვები რომელმაც როქსი მილერის ცხოვრება შეცვალა.