საქორწილო თაღი

145 12 30
                                    

სამოცდაათიანების დასაწყისი იქნებოდა. ჩემს ცხოვრებას ისეთი გამოკვეთილი ფიჭვისფერი შეემატა აქამდე, რომ არასდროს მომეკრა თვალი.

სიცილია ანათებდა, ლიმნით დახუნძლულ ტოტებს ბრდღვიალი გაუდიოდათ, ტალღები კი ისეთი შრიალით აწყდებოდნენ კლდეებს თითქოს ყველას და ყველაფერს ელაპარაკებოდნენ, მათ მღელვარე ყოფაზე უყვებოდნენ.

ფორტებრაჩების მამულში შენი კისკისი ყველაზე ხმამაღალ ნოტებად გაჟღერდა. მამაშენი გაისუსა, წამით ფიქრობდა ხომ არ ეჩვენებოდა და მაშინვე ხმის მიმართულებით დაიძრა. მეც მეტი რა უნდა მექნა... იუნგისთან ერთად ნაბიჯ-ნაბიჯ გავყევი. გაკვირვებულ მინს აორთქლება შესანიშნავ რეალობად ეჩვენებოდა, სანამ მე ინტერესში ჩაძირული სულსაც დავღაფავდი, რომ არ გამეგო ვის ეკუთვნოდა ეს ანგელოზური ხმაური.

ჩემი მხედველობის არეში, რომ მოექეცი ჩემოდანს უკვე მოახლე კიბეზე მიეზიდებოდა, მამა კი გულში ისე გიკრავდა, როგორც უკანასკნელ მზის სხივს, ზუსტად ისეთს ძვლებს, რომ ათბობს.

ღმერთებმა გაცვითონ ყველა ცისარტყელა, თუ მე შენზე დიდი ფერთა გამით შემოსილი მშვენება ოდესმე მენახოს, არადა თავად როგორ უსირცხვილოდ ვიყავ შავში გაწყობილი.

- ბეატრის, სტუმრებს გაგაცნობ. სახელოვანი ბატონები კორეიდან-მინი და ჯონი. - იტალიურად ჩაილაპარაკა ტონიომ. აბა, შენ კორეული ერთი ბეწოც არ გეცოდინებოდა, მაგრამ ღმერთს მადლობა მე ვიყავი გაწაფული უცხო ენებში.

- თქვენთვის სახელით მომართვა შეიძლება, ჯონგუკი. - ჩემი ტუჩები, როგორც კი დაესვენა თაფლისფერ კანზე ღიმილმა გააპო შენი სახე. ზრდილი ამბორი ხელზე ზედმეტად ემოციის მომგვრელი აღმოჩნდა შენთვის, ბეატრის. ტყესავით თვალები ისე გიელავდნენ სამყაროებს სიბნელეს დაავიწყებდნენ...

- მინ იუნგი. - იუნგის დანახვაზე კიდევ უფრო ფართოდ გაგეღიმა. რამდენიმე წლის შემდეგ გავიგე, რომ თურმე მისი თმის ფერი ისე მოგწონებია ცოტა გიკლდა იქვე არ გართხმულიყავი იატაკზე და ფორტებრაჩების გვარისთვის ისეთი ლაფი არ გადაგესხა თავს, რომ ვეღარც ჩამოირეცხავდით.

la sicilia splendeva Donde viven las historias. Descúbrelo ahora