1

206 24 25
                                    

-ჯანდაბა ნანო, რამდენჯერ უნდა გითხრა რომ ყურადღებით იყო?! - ძალიან გაბრაზებულია ბიჭი, ბოლო ხმაზე უყვირის მის წინ მდგომ თავჩახრილ გოგოს, რომელსაც მობოდიშების გარდა არაფერი შეუძლია ამ მომენტში..
-გუკ ბოდიში რამდენჯერ უნდა მოვიხადო?! ყურადღებით ვიქნები და ყველას აღარ ჩავუჯდები მანქანაში.
-ააჰჰ ჯანდაბა მხოლოდ ეს არის შენთვის მნიშვნელოვანი?!
-ვეღარ გავიგე რატომ მეჩხუბები გუკ!
-ნანო.. ჭკვიანად იყავი გესმის?
-წადი იუნასთან!
-ჰო მივდივარ!
-ნაბივჭვარო! - ჩუმად ჩაიჩურჩულა გოგომ და სკოლისკენ გზას გაუდგა.

ნანოს პოვ:
იცით რომ ამ ნაბიჭვართან ერთად ვცხოვრობ?!
დედა და მამა თოთხმეტი წლის ასაკში გარდამეცვალა და ამის შემდეგ, მამაჩემის მეგობრის სახლში, მის ვაჟთან ერთად ვცხოვრობ, რომელიც ჩემზე მხოლოდ ერთი წლით არის უფროსი, ბავშვობიდან ჩემი საუკეთესო მეგობარია და ისე ვიზრდებოდით როგორც და-ძმა..
თუმცა მე მას არასდროს აღვიქვამდი ძმად, ის ისეთი სიმპათიური და მომხიბვლელი იყო ბავშვობიდანვე, როგორც კი დავინახე ჩემი ყურადღება მიიქცია.. მოკლედ რომ ვთქვათ, უკვე სამი წელია მომწონს.. თვითონ არანაირი გრძნობები არ აქვს ჩემს მიმართ, მეტიც, შეყვარებული ჰყავს უკვე ორი წელია..
თავიდანვე რომ დაკავებული ყოფილიყო, რა თქმა უნდა არ მომეწონებოდა, მაგრამ შეყვარებული ჩვენი გაცნობიდან ერთ წელში გაიჩინა, მერე კი უკვე გვიან იყო, მისი გადაყვარება ვეღარ შევძელი..

რატომ შემიყვარდა ჯონგუკი? ის ისეთი თბილი, ყურადღებიანი და მზრუნველია.. ვერცერთი გოგო ვერ გაუძლებდა ცდუნებას.. მის შეყვარებულს ნამდვილად გაუმართლა!

რაც შეეხება იუნას.. იუნა კარგი გოგოა, საყვარელი და თბილი, თუმცა აქვს რაღაც დამპლური გამოხტომები რასაც ურთიერთობაში ავლენს ხოლმე, ამიტომ ვცდილობ მასთან დისტანცია დავიკავო, არ მინდა რამე ცუდად ვუთხრა და გუკს ვაწყენინო..

რატომ ვცხოვრობთ სამივე ერთად? აჰჰ ეს ჩემი თავსატეხია! ბატონმა ჯეონმა, ჯონგუკის მამამ, გადაწყვიტა რომ ჩემთვის პატივი ეცა და ჯონგუკს თხუთმეტი წლის ასაკში ბინა უყიდა, მე და ის ერთად შეგვიშვა, საბოლოოდ კი ახლა ორი კი არა, სამნი ვცხოვრობთ ერთად.. ყოველ ღამით იუნას კვნესა გამოდის ოთახიდან და ერთხელ შევუსწარი კიდეც.. ისეთი ამაზრზენი იყო, ამ სანახაობის შემდეგ მთელი ღამე ვერ დავიძინე..

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Jun 14 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

Hug me Until I smell Like youWhere stories live. Discover now