- როგორი ლამაზია თეთრი ნარცისები.
- არაა თეთრი!
- აბა რა ფერია?
- თოვლისფერი.
- თოვლი ხომ თეთრია?
- არა, თეთრი სიკვდილის ფერია, თოვლი კიდევ თოვლისფერი.
- განა ზამთარი, სიცივე და თოვლი სიკვდილი არაა?
- არა, ის, რასაც შენ სიკვდილს ეძახი, სინამდვილეში გარდაცვალებაა, ახლიდან დაბადება, ფერის ცვალება.
- ესეიგი ნარცისები თოვლისფერია...
- ჰო... თოვლისფერი ნარცისები... როგორი ლამაზია არა? მზისფერ ნარცისებზე ლამაზი.
- ყვითელ ნარცისებზე?
- არა, მზისფერ ნარცისებზე.
- და ეგ რისი ფერია?
- ეს უკვე ფერშეცვლილი, გარდაცვალების შემდგომი ფერია.
- ანუ პროცესი უფრო ლამაზია, ვიდრე შედეგი?
- არ ვიცი, ასე მეჩვენება.
- მე მაინც ყვითელი ნარცისები მიყვარს.
- თოვლისფერი ნარცისები ულამაზესები არიან, სუნიც კი განსხვავებული აქვთ მზისფერი ნარცისებისგან...
- მაგას იმიტომ ამბობ, რომ კვდები?
- შეიძლება, არ ვიცი.
- იცი რა? მე მაინც მზისფერ ნარცისებს გაჩუქებ ყოველი გაზაფხულის დადგომისას.
- თოვლისფერი ნარცისები ანდერძის წერის დროს მედება ვაზაში.
- შენი კანი თოვლისფერია.
- ნარცისივით?
- თოვლისფერი ნარცისივით ბრჭყვიალებ.
- როგორი კომპლიმენტია, მსგავსი არავის უთქვამს.
- თოვლისფერი ნარცისივით მზისფერი გული გაქვს...
- მაგ გულში არის რამე სიყვარულის მსგავსი?
- იელისფერი სიყვარული.
- იელი...
- მე მაინც მზისფერ ნარცისებს ვარჩევდი.
- ჯერ თოვლისფერი ნარცისები, შემდეგ მზისფერი.
- რატომ ნარცისები?
- ჩემი პირველი სიყვარული მჩუქნიდა ხოლმე ყოველ დღე.
- ახლა სადაა?
- თოვლმა გაყინა.
- სიყვარული?
- მისი სიყვარული თოვლმა გაყინა, ჩემსას კი ქარიშხალიც ვერ მოერია. მისთვის პირველი ვიყავი, ჩემთვის უკანასკნელი იყო. ახლა კი მეც ვჭკნები...
- ნარცისები მარად ჭკნებიან, მაგრამ ერთი წლის შემდეგ ხომ კვლავ ცოცხლდებიან?
- მე ვეღარ გავცოცხლდები. ჩემ შემდეგ აღარავინ რჩება.
- უყვარდი?
- ვგრძნობ, რომ ახლაც ვუყვარვარ, მაგრამ არა გონებით, მხოლოდ გულის გადაკარგულ ნაწილში, მივიწყებულ ოთახში, დიდი ბოქლომით ჩაკეტილ კარში...
YOU ARE READING
თოვლისფერი ნარცისები
Romanceარაფერი განსაკუთრებული, მთავარია წაიკითხოთ 💟 07.04.2023