1

56 6 2
                                    

დილის 6 საათი, კარზე გამაყრუებელი ბრახუნი და მასპინძლის ნამძინარევი შეძახილი
-მოვიდვარ. რა ჯანდაბა ხდება?!-სტუმარი კარის გაღებისთანავე შეიჭრა სახლში და მისაღებში არსებულ ბარს მიადგა, სასმელი დაისხა და ერთ ყლუპად დალია- არ იტყვი რა მოხდა?
-ლაშა შარში ვარ ძმაო
-შენ ახალი თქვი რამე დაჩი-მასპინძელს გაეღიმა და სავარძელში მოკალათდა რათა სრული იტორია მოესმინა-მიდი მოყევი ყურადღებით გისმენ
-რამდენიმე საათიის წინ ბარში ონიანის ბიჭებს გადავეყარეთ მე და ჩვენი ბიჭები და სერიოზული ჩხუბი მოგვივიდა. ონიანის მარჯვენა ხელი საავადმყოფოშია
-მერე ეგაა პრობლემა ჩაძაღლდეს ერთი მაგისიც-ლაშას სიძულვილი გაუკრთა სახეზე
-ეგ ნაბიჭვრები კი არა ის გოგოა პრობლემა
-რომელი გოგო?
-ბარის თანამშრომელმა დამინახა დანა როგორ დავარტყი იმ ნაგავს, რომ ალაპარაკდეს დავიღუპები
-შენ სულ გააფრინე მოწმის წინ ტიპი როგორ დაჭერი-ლაშა სიბრაზისგან ფეხზე წამოიჭრა და დაჩის სახეში უთავაზა
-რას მირტყამ ტო დამეხმარე, მე საიდან უნდა მცოდნოდა რომ იმ გოგოს მაშინ მოუნდებოდა ნაგვის გადაყრა
-რას გირტყამ კი არა მეტიც მოგიწევს როცა ამ საქმიდან გამოვძვრებით. გოგო სადაა?
-ჩემს მანქანაში
-ბარემ აქ ამოგეყვანა ტვინი სულ არ გაქ?! მძღოლს დაურეკე აგარაკზე წაიყვანოს და კარგად მიხედოს
-უნდა მოკლა-დაჩის სახეზე შიში დაეტყო
-რა უნდა მოვკლა გააფრინე. მოკლედ ახლავე გამირკვევ მაგ გოგოზე ყველა დეტალს ისიც კი უნდა ვიცოდე საპირფარეშოში რამდენჯერ დადის.
-ეს რაში გჭირდება?
-ყველა ადამიანს აქვს სუსტი წერტილი, თუ მისას ვიპოვი მის გაჩუმებას შევძლებ. წადი საქმეს მიხედე.
დაჩიმ დევდარიანის სახლი დატოვა თუმცა ჯერ კიდევ აფორიაქებული იყო, ხვდებოდა რომ უდანაშაუო გოგო ლომის ხახაში ჩააგდო. დაჩი ყველაზე უკეთ იცნობდა ლაშა დევდარიანს ხვდებოდა რომ ეს ამბავი ასე ადვილად არ ჩაივლიდა. რამდენიმე საათი და ნაცნობების შეწუხება დასჭირდა რათა ლაშას მოთხოვნა შეესრულებინა, ინფორმაცია ერთ საქაღალდეში მოათავსა და მეგობრის სახლში დაბრუნდა
-მომიტანე
-აქ ყველაფერია იმ გოგოზე-საქაღალდე მაგიდაზე ხმაურით დადო დაჩიმ და ისევ ბარს მიაშურა
-მოდი ვნაოთ -საქაღალდე საგულდაგულოდ წაიკითხა და მაგიდაზე დააბრუნა- ბიჭებს დაურეკე მანქანა მომიყვანონ დროა ჩვენს სტუმარს შევხვდე.
-მეც წამოვიდე?
-არა აქ დარჩი და სახლიდან არ გახვიდე ყველაფერს მე მივედავ.
სწრაფად მოემზადა და აგარაკისკენ გაემართა. ერთ საათში უკვე ადგილზე იყო.
-სად არის?-ცივი ხმით კითხა დაცვის თანამშრომელს
-საძინებელში, ჯერ კიდევ სძინავს-ნელი ნაბიჯით გაემართა ოთახისკენ, კარი ფრთხილად გააღო და საწოლზე მწოლიარე სხეული შეათვალიერა, გოგო ჯერ კიდევ გათიშული იყო. საწოლითან სკამზე ჩამოჯდა და მოთმინებით დაელოდა სტუმრის გამოფხიზლებას,საწოლზე მწოლიარე სტუმარს თვალს ვერ აშორებდა, იყო მასში რაღაც რამაც დევდარიანის ცივ გულს აჩქარება აიძულა, ერთი წამით მოსვენებაც კი დააკარგვინა. ლოდინში საქაღალდე კიდევ ერთხელ გადაათვალიერა
-სად ვარ?-კითხვა ოთხაში გაჟღერებულმა ხმამ გააწყვეტინა
-კარგია როგორც იქნა გაიღვიძე-მისთვის არც კი შეუხედავს
-სად ვარ? თქვენ ვინ ხართ?-გოგონას შიში და დაბნეულობა ერთდროულად დასთამაშებდა სახეზე
-ქალქგარეთ აგარაკზე, მე ლაშა დევდარიანი ვარ ცოტა ხნით ჩემი სტუმარი იქნები-საქარალდე გადადო და გოგოს რეაქციას დააკვირდა
-აქ როგორ ... -ერთი წამით გაჩერდა, გაახსენდა რაც რამდენიმე საათის წინ დაინახა- აქ იმიტომ ვარ რომ არასწორ დროს არასწორ ადგილას აღმოვჩნდი?
-ყოჩაღ მართლაც ჭკვიანი ყოფილხარ კირა
-ჩემი სახელი საიდან იცით?-სტუმარს შიში გაუმძაფრდა
-მარტო სახელი-ლაშას გაეღიმა-შენი ფეხის ზომაც კი ვიცი, კირა დოლიძე 19 წლის, მარკეტინგის 2 კურსის სტუდენტი, დედისერთა, ბარში მიმტანად მუშაობ... გავაგრძელო?
-ნუ შეწუხდები, არ ვიცი ჩემგან რა გინდა მაგრამ პირდაპირ გეტყვი დაინტერესებული არ ვარ, მინდა ახლავე ქალაქში დამაბრუნო
-ოჰო როგორი მომთხოვნი ხარ- წამოდგა და საწოლს მიუახლოვდა-ვერსად წახვალ სანამ მომხდარზე არ ვისაუბრებთ
-მოდი გამოვიცნობ გინდა ჩუმად ვიყო რადგან ის შეიარაღებული ბიჭი შენი მეგობარია
-ჭკვიანი გოგო-თმებზე ნაზად მოეფერა
-ხელები გაწიე, ტყუილს არ ვიტყვი საერთოდ არ მაინტერესებს როგორ შარში გაეხვევა შენი მეგობარი და ახლავე თუ არ გამიშვებ გატაცებისთვის გიჩივლებ
-როგორ გამაცინე, როგორც ჩანს სიტუაცია კარგად ვერ აგიხსენი იმას იზამ რასაც გეტყვი, თუ გინდა ცოცხალი დარჩე
-ეს შენ ვერ გამიგე კარგად შენი არ მეშინია ჩემი მოკვლა რომ გდომოდა ჩემს გაღვიძებას არ დაელოდებოდი-კირა საწოლიდან ადგა და კარისკენ გაემართ
-მანდ გაჩერდი ჩემს მოთმინებას ნუ გამოცდი
-კარგად მომისმინე განებივრებულო მდიდარო ბიჭო ბრძანებების შესრულებას არ ვარ მიჩვეული ასე რომ ნახვამდის
-ჩემი ბრალია ზედმეტად თავაზიანი ვიყავი- ხელი მკლავში ჩავლო და საწოლს მიანარცხა, კირას ტკივილისგან სუთქვა შეეკრა- აქ იქამდე დარჩები სანამ, ჩუმად ყოფნას და მითითებების შესრულებას არ ისწავლი
-წადი შენი მოძალადე ნაგავო, არ ვაპირებ შენი ბძზანების შესრულებას
-როგორც ჩანს კარგად გავერთობით, გაქცევას ტყუილად ნუ ეცდები ეზოში შეიარაღებული ხალხია- გაუღიმა და კარი გაიჯახუნა
-რას გვიბრძანებთ ბატონო-ოთახიდან გამოსულს დაცვის თანამშრომელი დახვდა
-სახლის გარეთ დაცვა გააძლიერეთ, აქედან რომ გავიდეს ყველას დაგხოცავთ, სახლი არ უნდა დატოვს.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Apr 25, 2023 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

ერთმანეთის პირისპირWhere stories live. Discover now