BLUE&GREEN LOVE

104 11 14
                                    

წლების წინ,
ამ დღეს ჩემი ცხოვრება შეიცვალა.
წლები წინ,
ამ დღეს რეალობას თვალი გავუსწორე და მივხვდი,
რომ სინამდვილეში სრულიად არ ვარ ის ადამიანი,
ვისაც სარკეში ვხედავდი,
ან დუნდაც,
ვისაც წარმოვიდგენდი.

მაშინ სულ რაღაც,
13 წლის ვიყავი.
მეშვიდე კლასელი სულელი გოგონა,
რომელიც მოულოდნელად გამოფხიზლდა.

სკოლაში მასწავლებელმა ბიოლოგიის პრეზენტაციისთვის ჯგუფებში გაგვანაწილა,
რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს,
მე გოგონების ჯგუფში მოვხვდი.
გადავწყვიტეთ,
ბიჭებსა და გოგონებს შეჯიბრება გვქონოდა,
ვინც ბიოლოგიის საუკეთესო პრეზენტაციას გააკეთებდა,
მეორე ჯგუფს სადმე,
საინტერესო ადგილას დაპატიჟებდა.

ჰოდა,
რადგანაც ასეთი სერიოზული საკითხი იყო,
ჩვენმა ჯგუფმა გადაწყვიტა,
რომ მეორე დღესვე დაგვეწყო სამზადისი.
საკანცელარიოში მნიშვნელოვანი ნივთების შეძენის შემდეგ,
ქსეროქსზეც წავედით.

ჯგუფიდან მხოლოდ ორმა შევედით,
რადგან ტერიტორია პატარა იყო და,
სხვა კლიენტები შესვლა-გამოსვლას ვერ მოახერხებდნენ.

როგორც კი ფოტოების ამობეჭდვა დავამთავრეთ,
მოულოდნელად კარი გაიღო.
მე არ შემიხედავს,
ფოტოების პარკში ჩადებით ვიყავი დაკავებული,
მაგრამ მერე ხმა გავიგე.
მისი წკრიალა,
ნაზი,
ანგელოზისთვისაც კი შესაშური ხმა.
ხმა,
რომელმაც თავის აწევა და,
მისთვის შეხედვა მაიძულა.
მერე კი...
მერე კი დრომ გაიყინა.
დავრჩით მხოლოდ,

მე და ის.

სახე დაღლილი ჰქონდა.
აშკარა იყო,
მორბოდა.
ვიღაცას ელაპარაკებოდა,
მაგრამ იმდენად ვიყავი მისით გატაცებული,
აზრზე არ ვიყავი,
მეორე ადამიანის ხმა ვის ეკუთვნოდა.

მოკლე თმა ოდნავ არეოდა,
ლოყები შეფაკვლოდა და დაბნეული აცეცებდა თვალებს.
ერთ ადგილზე გაშეშებული ხან მის არაჩვეულებრივ სახეს ვუყურებდი,
ხან კი,
მის ლურჯ კაბას,
ასე ძალიან რომ უხდებოდა.

BLUE&GREEN LOVE Where stories live. Discover now