პრილოგი

7 0 0
                                    

ბევრი მისალმებით იწყებს, ბანალური ტექსტებით და ათასი სასიამოვნოდ შემკული სიტყვებით რომელიც მკითხველს ჩაითრევს და დააინტერესებს. პირდაპირ გეტყვით მე ასე არვაპირებ, უბრალოდ ჩემს აზრებს, შეხედულებებს, კვლევებს და პრობლემებს გაგიზიარებთ. ვფიქრობ ძალიან იშვიათია ასეთი კონტენტის ჩანაწერები და სტატიები...
რომლებიც დღესდღეობით ყველაზე აქტუალური პრობლემების აფიშირებას ერიდებიან და თვითპოპულარიზაციისთვის უაზრო ჭორებს და სკანდალებს დაეძებენ.ამ ჩანაწერებით მინდა თქვენ და ჩემს თავსაც დავეხმარო, ვილაპარაკო ბევრი იმდენად ბევრი სანამ თითოეული თქვენგანი არ განიკურნება სხვადასხვა ფსიქოლოგიური სირთულეებისგან. მიყვარს წერა, არა ზედმეტად შელამაზებული ფრაზებითა და გადამეტებული სიდიადის სურვილით შემკული ტექსტებით რომელშიც შინაარსი იმდენად უაზროა რომ ხანდახან გვირთულდება გააზრება, არამედ გულწრფელი და უბრალო ტექსტების რომლებიც ჩემს უბრალოებას და გულწრფელ ემოციებს ასახავს. დღესდღეობით ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ფრაზის"ყველა მწერალი ვერ იქნება"  დაკნინებისკენ და გაფერმკრთალებისკენ მიდრეკილი ჩემივე შეხედულებების გაზიარება მსურს. ვფიქრობ, რომ წერა შეუძლია ყველას ვისაც უნარი აქვს თავისი გულწრფელი ემოციები და გრძნობები ფურცელზე ჩამოაყალიბოს, მოყვეს პირადი ისტორიები და ხალხს თავისი ნაშრომი შეაყვაროს. იყო მწერალი ნიშნავს გყავდეს მკითხველი, არ აქვს მნიშვნელობა მკითხველის რაოდენობა ერთი ნულით ბოლოვდება თუ ხუთით. მთავარია რომ ამ მცირე ადამიანების ნაკადმა შენში რაღაც იპოვა რამაც ნაშრომი შეაყვარათ, ესეიგი შენ შეგიძლია წერო და დაიცალო ემოციებისგან ამით კი ხალხსაც დაეხმარო.  თუ წერა გიყვართ, გამშვიდებთ და თავს კომფორტულად გაგრძნობინებთ უბრალოდ წერეთ, წერეთ ძალიან ბევრი. ეს ჩანაწერი დასაწყისად ჩათვალეთ, დასაწყისად თემებისა რომელზეც მომავალში ძალიან ბევრს ვისაუბრებ და გაგიზიარებთ ჩემს კვლევებს რომელიც ფსიქოლოგიას და "აქტუალურ პრობლემებს თინეიჯერებში" მიეძღვნება.

"ოკეანესავით ძლიერი"Where stories live. Discover now