***

2 0 0
                                    

დღეს რაიმე კონკრეტული თემა არმაქვს უფრო ბლოგური ჩანაწერის დაწერა მინდა, ახლა გარეთ ვარ მეგობრებთან ერთად, იდეაში, მაგრამ მარტო ვარ ისინი თამაშობენ...
მე კი ვზივარ და ჩემს სხეულში ქარიშხლის ჩაქრობას ვცდილობ. ცრემლები ყელთან მადგება, სუნთქვას მიშლის მე კი ისევ მათ ვუყურებ და ვგრძნობ თუ რამდენად უმწეო ვარ, სულ პატარა...
მგონია რომ  "ჰო ისევ დამიკიდეს", ვზივარ და ვცდილობ არაფერი შევიმჩნიო, მაგრამ იქნებ უკეთესიც იყოს შუა ქუჩაში პანიკური ღრიალი რომ მოვრთო, იქნებ ამით მაინც დაწყნარდეს ჩემი შინაგანი მდგომარეობა იქნებ ამით მაინც შეწყდეს ჩემი სხეულის წვა...
არა, მეშინია, მეშინია რომ ჩემი ემოციების გამო ისევ ყველაფერს გავაფუჭებ, უფრო მეტად გავაღვიძებ სხვებში ჩემდამი "ზიზღს¿".ამიტომ ისევ მდუმარებას ვირჩევ და ვგრძნობ რომ ჩემი თავის მეტი არავინ მყავს. ალბათ მკითხავენ თუ რამჭირს ან საერთოდაც არა...
ვიცი რომ ცოტახანში ჩემი მოთმინება ვულკანივით იფეთქებს მე კი ამას ვერ გავუძლებ და უბრალოდ სახლში წასვლას ვამჯობინებ, სახლში მისული კი ვინანებ, ვინანებ რომ მათთან დიდი დრო არ დავყავი..რატომ მიყვარს თითოეული ასე ძალიან როცა მათგან იმავეს ვერ ვგრძნობ? რატომ ვნერვიულობ მათზე, რატომ მენატრებიან ყოველდღე, რატომ მგონია რომ მათ გარეშე ვერ ვიცოცხლებ? ჰაჰა რა ირონიულია ეს სამყარო...

"ოკეანესავით ძლიერი"Where stories live. Discover now