{10}

44 2 0
                                    

ღამის სამი საათია, დივანზე ვზივარ და მოუთმენლად ველოდები როდის შემოაღებს კარებს ალექსანდრე, ხელებს გამიშლის და მეც მალევე ჩავეხუტები, ნერვიულობამ თავიდან ფეხებამდე ამიტანა, ასე არასდროს დაუგვიანებია, ყოველთვის რა დროსაც იტყოდა იმ დროზე უკვე სახლში იყო, შემეშინდა, შემეშინდა იმიტომ რომ რამე არ დამართნოდა, იქნებ ცუდი რამ შეემთხვა. მოულოდნელად ჩემმა ტელეფონმა დარეკა ნომერი უცხო იყო, მაგრამ ასე ვერ მივატოვებდი იქნებ რა სჭირდებოდა ამ ადამიანს. ისიც ვიფიქრე, შეიძლება ალექსანდრეა, თავის ტელეფონიდან დარეკვა ვერ მოახერხა და სხვა ნომრიდან მირეკავს. ტელეფონი ავიღე ყურთან მივიდე და მაშინვე ის ხმა გავიგონე რასაც არ ველოდი, ლუკა მირეკავდა, რამოდენიმე წამი ილაპარაკა, რაც შედგებოდა მხოლოდ "გამარჯობა, როგორ ხარ, სალი აქ ხარ?." მხოლოდ ამ სიტყვებისგან, ხმა არც ამომიღია ისე გავთიშე ტელეფონი და დივანზე მივაგდე. კარები გაიღო იქიდან დაღლილ დაქანცული ალექსანდრე შემოვიდა, რომელსაც გაღიმების თავიც კი არ ქონდა, მაგრამ მაინც ცდილობდა რომ გაეღიმა.

-ბოდიში პრინცესავ, დამაგვიანდა.-კედებს მხარი მიადო და ცდილობდა არ ჩაკეცილიყო. მასთან მივედი, ხელები მხრებზე შემოვხვი და საძინებლისკენ წასვლაში ვეხმარებოდი. არცერთს არაფერი გვითქვამს, ალექსანდრე იმდენად დაღლილი იყო რომ თავის დადების დროს მაშინვე ჩაეძინა, აღარც შემიწუხებია მესმის კიდევაც მისი, რთული სამუშაო აქვს და კიდევ მიკვირს როგორ ახერხებს ფეხზე დგომას. მეც მალევე შევწექი საწოლში და დავიძინე. დილით როდესაც გავიღვიძე ალექსანდრე უკვალოდ გამქრალიყო ჩემი საძინებლიდან. მისაღებში გავედი, დავინახე ალექსანდრე დივანზე გადაწოლილი, გამიღიმა კიდევაც მის დანახვაზე და როდესაც დავუძახე მისმა დუმილმა შემაშინა, ნელა მისკენ პატარა ნაბიჯებს ვდგამდი, მუშტები შეეკრა და თავი ფანჯრისკენ ქონდა გაშვერილი, ხმა ძლივს ამოვიღე და მარტო იმის თქმა მოვახერხე.

უკანასკნელი მთვარეWhere stories live. Discover now