1

664 23 0
                                    

ოდესმე გიფიქრიათ იმაზე რომ ყველაფერი მარგრამ მაინც არაფერი გაქვთ? მე? არა მე უფლება არმაქვს რომ ასე ვიფიქრო. რატომ? იმტომ რომ მყავს 4 არაჩვეულებრივი მეგობარი რომელთა გამოც სიცოცხლესაც კი დაუფიქრებლად დავთმობ. მყავს დედა და მამა, რომლებსაც ძალიან ვუყვარვარ მიუხედავად იმისა რომ ისინი საქართველოში დიდი ხანია აღარ ყოფილან და სულ შორიდან მიწევს მათი ბიზნესის გამო მათთან ურთიერთობა. ვიცი რომ ყოველთვის ჩემთან იქნებიან, სულიერად მაინც. მყავს 5 წლით დიდი ძმაც რომელსაც უკვე კარგა ხანია არ შევხვედრივარ. რატომ? იმიტომ რომ არც მეტი არც ნაკლები ქუჩის ქალად შემრაცხა. როცა უთხრეს რომ არაადამიანმა სახელად ლევანიმ ჩემზე ძალის ხმარება სცადა, პირდააპირ მე მომვარდა და ჩხუბი დამიწყო რომ ამის საბაბი მივეცი. როგორ მრცხვენია ისევ ასე ძალიან რომ მიყვარს. მაშინ ფსიქოლოგიის მეორე კურსზე ვიყავი, აუდიტორიიდან რომ გამათრია და უნივერსიტეტის ეზოში ბოლო ხმაზე მიყვირა. ორი კვირის უნახავი მყავდა და იმის მაგივრად რომ მონატრებული და გულში ჩაეკრა, ჩემმა მათემ, ჩემმა საფიცარმა ძმამ, შოკურ მდგომარეობაში ჩამაგდო. დედას და მამას ვუთხარი რომ ახალი სახლი მინდოდა, მათაც ყველანაირი მიზეზის კითხვის გარეშე სახლი მიყიდეს, მოაწყვეს და მეც უპრობლემოდ ვცხოვრობ იქ უკვე 1 წელია. ჩემთვის რომ გეკითხათ ადრე, რამდენი ძმა გყავსო, ვეტყოდი 3თქო, ჩემი უდასტოინესი დაჩი,რომელიც სულ ჩემს გვერდითაა და ვიცი რომ ის არ დაუშვებს ჩემს ცუდათ ყოფნას. ჩემზე 3 წლით დიდია და მაინც სულ ჩემთან იყო და არა მათესთან, მაგრამ ვიცი რომ მათესთან კავშირი მასაც აქვს და ანდრიასაც..შესაძლოა მიასაც რაც ძალიან მახარებს. ჩემი ანდრიკო, რომელიც ჩემი სულის ნაწილია. ჩემზე ისიც სამი წლით დიდია, მთელი 1 წლის განმავლობაში ის რომ არ მყოლოდა, მოვკვდებოდი, ვერ გადავიტანდი. ჩემი ძმა ყოველთვის კარგად იყო ბიჭებთან, შეიძლება ითქვას რომ ძმებივით გაიზარდნენ. მე, ანდრია, დაჩი და მია განუყრელი მეგობრები ვიყავით ვართ და ვიქნებით. მიუხედავად იმისა რომ ჩემი ძმა ყოველთვის სხვა საძმაკაცოსთან იყო რომლებსაც დაჩი და ანდრიაც იცნობდნენ ჩვენ მაინც არასდროს გვტოვებდნენ. მია? მია ზე სინაზე ადამიანია, ანდრიას დაა, ერთმანეთს ძალიან გვანან.. ქერა, ცისფერი დიდი თვალები, დიდი სისხლისფერი ტუჩები და გულუბრყვილო გამოხედვა აქვს, ჩემი ძმა უყვარს ბავშობიდან მაგრამ სად ბანაობს ჩემი ვირი ძმა? დღეს ბოლო გამოცდას მოვრჩი და ოფიციალურად მეოთხე კურსზე გადავედი. მათე 1 წელია არ მინახავს, გაცვლითი პროგრამით არის გერმანიაში და ვიცი რომ მალე ჩამოვა მაგრამ თარიღი არც ვიცი და არც მაინტერესებს.
-ჩვენი გოგო ჩაფიქრდაა.-უკნიდან მეხვევა ანდრია.
-ჩემო ქერააა.-მაგრად ჩავეხუტე და ახლაღა შევამჩნიე მის წარბზე ნაკერები.-რა ჯანდაბა გჭიირთ?-ახლა დაჩის ყელზე ჩამოკიდებულ ხელს შევხედე.
-არაფერი გვირილა, საშენო საქმე არაა.-გამიცინა დაჩიმ და შუბლზე მაკოცა.
-ამათ ახლა რო დავიხვევ ნეკა თითზე ვეღარ გამომგლიჯავთ.-გაცხარდა მია.
-ეე ჩემო დებო ნუ მიტრაკებთ რაა.-ხელი ჩაიქნია.
-კაროჩე ვინაიდან და რადგანაც ჩვენი საქმეები მოვაგვარეთ, სვანეთში წასვლაზე რას იტყოდით?-იდეა წამოჭრა დაჩიმ.
--აუ როგორ ძალიან მიყვარს მე ბებიაშენის გაკეთებული კუბდარიი.-ტუჩებიი გავილოკე.-როდის წავიდეთ?
--ხვალე დილით ავბარგდეთ. შენი დაბადებისდღისთვის მაგრად ვიქნებით დასუქებულები სესი.-ჩაიხითხითა ანდრიამ.-10 დღეში კი დავიდებთ ღიპებს.
--ჩემი დაბადებისდღე სვანეთში მინდა!-კატეგორიულად ვთქვი.-არანაირი რესტორნები და ლოთობები თან ღამისთევა იქნება და ლამარიაში წავიდეთ.
--როგორც მიბრძანებთ ქალბათონო სესილია შერვაშიძე, კონსტანტინეს და ნინიას ერთადერთო ქალიშვილო..-კიდე რარაცის თქმას აპირებდა როცა დაასტოპა და ანდრიას გადახედა. არ ჩავრღმავებულვარ ვიცი რასაც მეტყოდნენ და უცებ მოტვინეს რომ მათეზე ხმა არ უნდა გაეღოთ.
იმ დღეს ბარგი ჩავალაგე, მია ჩემთან დავტოვე, მალევე დავიძინეთ და დილით სვანეთის გზას დავადექით, გზაში ბევრი ლიმონი ვიყიდეთ, არაყიც არ დავიწყებიათ ბიჭებს და კიდევ ათასი საცმაცუნოები. როგორ მიყვარს ეს მომენტი. დიდი და ხანგრძლივი გზის შემდეგ კი გამოჩნდა სვანეთის მონატრებული კოშკები და უშგულში აღმართული თავადი დაჩი დადეშქელიანის ციხესიმაგრე, როგორც ანდრია იტყოდა.. ამაზე სულ მეცინება ანდრია რომ აბრაზებს ხოლმე. დაჩი ყოველთვის უფრო სერიოზულია ვიდრე ანდრია, მგრამ ანდრიამ რომ გაბრაზება იცის? მტეერს... მათე? ჰოო მათე სხვა ფენომენია, არ იღიმის და არასდროს გამოხატავს ემოციებს. მე კიდევ სხვა ვარ. მომენტებში მკაცრი, მომენტებში კი უსუსური არსება რომელსაც დაცვა ძალიან სჭირდება. ცოტა პუტკუნა ვარ, ასე არფიქრობენ დანარჩენები მაგრამ მე ხომ ვიცი არა? დისკომფორტს კიარ მიქმნის მაგრამ მაინც.
როგორც კი დაჩის ბებო მოვისიყვარულეთ მაშინვე დასასვენებლად ოთახებში გადავნაწილდით. ჩემს საყვარელ ოთახში შემიშვეს, ხედი ისეთი იყო თვალს ვერ მოაშორებდი. სვანური კოშკები და უკან დათოვლილი მთები,ტყე და გორაზე აღმართული მონასტერი. სამოთხეა! ლოგინზე დაწოლილს, ტირილში ვერც კი გავიგე როგორ ჩამეძინა მაგრამ საშინელმა თავის თკივილმა გამაღვიძა. ალბათ იკითხავს რა ატირებსო. რა კიარა ვინ. ვინ მატირებს? რათქმაუნდა, ჩემი მათე, ისე ტკივილამდე მენატრება სადაცაა მოვკვდები. სარკეში რომ ჩავიხედე ჩემი თავი კატასტროფულად არ მომეწონა, შესიებული და ჩაწითლებული იყო ჩემი შავი სფეროების გარშემო თეთრი სარტყელი. ქვემოდან ხმაური მესმოდა, მეგონა ბიჭებმა ტელევიზორი ჩართესთქო, ჩემი თბილი შავი ჟაკეტი მოვიცვი და კიბეებზე ისე ჩავიარე მისაღებისკენ არც გამიხედავს, სამზარეულოში შევედი და ნელიიკო ბებოს მოვეხვიე და ლოყები დავუკოცნე.
-ბები რას აკეთებ?-ვკითხე და გემრიელობებს შევხედე.
-შენ გენაცვალოს შენი ბებია, ღომს გიკეთებთ ბები გინდა? სტუმრებსააც ესიამოვნებათ.
-ვინ სტუმრებს ბები?
-დაჩის ძმაკაცები არიან...ბები თვალებზე რაგჭირს?
--არაფერი ბეე, გადავიღალე. ლიმნიან წვენს და წამალს დავლევ გამივლის.-ლოყაზე ვაკოცე, ლიმნიანი წვენი უცბათ გავიკეთე და ტელეფონში ვიყავი ჩაყუდებული, მისაღებში გავედი.-დაჩიი თავის ტკივილის წამალი მინდა.-ახლაღა ავწიე თავი და წვენის ჭიქა ხელიდან გამივარდა, ტელეფონიც მის გზას გავუყეე და ძალაგამოცლილი იქვე მდგარ ანდრიას დავეყრდენი.
--ეე გვირილა კარგად ხარ?-მომეხვია და თავზე მაკოცა.
--რახდება ბები?-სამზარეულოდან ბებია გამოვარდა და ასე რომ დამინახა ქოთქოთი დაიწყო. მეკიდევ ვერაფერს ვამჩნევდი იმ მონატრებული თვალები გარდა, ჩემი სულის ნაწილის თვალები მიმზერდნენ, ისევ ისე და უფრო თბილადაც კი.-ბებია წამალს მოგიტან მე შენ და დაისვენე, დაიძინე, ჰოო ბები?-თავზე მეფერებოდა მე კი ხელის კანკალით დავადე ხელზე ხელი და გავუღიმე.
--ნე დარდობ ბე, კარგად ვარ.-ფუმფულა ლოყაზე ვაკოცე და კიბეზე ასვლა გავაგრძელე.-დაჩიი წამალი და ლიმნის წვენი გმართებს ძამიკუნა.-კიბიდან ჩამოვძახე და ოთახში გაოცებული შევედი. ფანჯრის რაფაზე ჩამოვჯექი და ხედს გავხედე ცრემლიანი თვალებით. მზე ჯერ არ ჩასულა, მე თბილად ჩავიცვი და ლოგინზე დავჯექი, ოთახში სამარისებულ სიჩუმეს ჯერ ჩემი გულის ხმა არღვევდა ცოტა ხანში კი დაჩის შეშინებული ხმა.
--ჩემო პატარავ კარგად ხარ?-შუბლზე მკოცნის და ჩემს ცრემლიან თვალებს რომ ხედავს სახე ეცვლება და უსევდიანდება.
--რატომ ჩამოვიდა? რა უნდოდა დაჩი? ჩემთან ახლოს რაუნდა? ჰოიცის რომ გულს მიკლავს?-ვბუტბუტებდი და ცრემლად ვიღვრებოდი.
--სესი, სესი შემომხედე, მე შენთან ვარ, საჭირო რო გახდეს დავივიწყებ ჩემი ძმაკაცი რომ აარის და მაგრად მივბეგვავ იცოდე.-წამალი დამალევინა და ხელი ჩამკიდა.
--სად მიგყავარ სვანო?
--არ გშია დავიჯერო გურულო? თან ბებომ ისეთი ღომი გააკეთა ეწყინება როარ გაუსინჯო.-ავკისკისდი და სულ სიცილ ხარხარში ჩავედით ქვემოთ, ახლაღა შევნიშნე ორი უცხო ბიჭი, რომლებიც ჩემ ძმასთან ერთად იდგნენ. ერთ-ერთი ზურგით იდგა ვერ დავინახე ხოლო მეორეს ნათლად ვხედავდი როგორი მხიარული და პოზიტიური იყო. რომ დაგვინახა ჩვენსკენ წამოვიდა.
--მოგესალმებით პატარა ქალბატონო, თქვენი მოონამორჩილი ალექსანდრე გასვიანი, ამ დასტოინსკა ხალხის პოზიტივკა მეგობარი, მე და ანდრუშა ერთნაირები ვართ რაა უკეთ როაგიხსნა..-იცინის, მერე დაიხარა და ხელზე მაკოცა.
--სესილია კი ვარ მაგრამ სესო დამიძახე შენ, ნებას გრთავ.-გავუცინე და დაჩისკენ მივბრუნდი.-დაჩი..მშია იცი? მია სად არის?
--მიაკომ დაიჟინა იმ მონასტერში მინდაო მთაზე როაო და წაიყვანა ბაბუმ, ახლა ჩამოვლენ მალე.-პასუხი ანდრიამ გამცა.
--ანუ აქ რაც ხდება არუნახავს?-გავიცინე.-სიფათს დავაკვირდები, იქნებ ვიდეოც გადამეღო?-საჩვენებელი თითი ტუჩთან მივიდე და ვითომ ჩვფიქრდი.
--დაჩი ამას რა დაალევინე? ვერარის კარგად ხო?-წაუშტვინა ანდრიამ.
--ნუუ უშტვენ ბიჭო ანგელოზები დაფრთხებიან.-შევუბღვირე- რავთქვი ახლა ისეთი? ხასიათი რატომ გამიფუჭე? აღარ მშია! წავალ მე გავისეირნებ.-ოთახიდან გავედი, იმ უცნობს მაინც ვერ შევხედე, კოშკისკენ დავიძარი და მდინარესაც მივადექი, ჩემს საყვარელ ადგილს, დიდი ლოდია და იქ ვჯდებოდი, მდინარის ხმას ვუსმენდი და უსასრულობაში ვიყურებოდი,ადრე ეს ჩემი წამალი იყო. ახლაც ასე გავაკეთე დ ცრემლიც ჩამომგორდა სახიდან. ერთს მეორე მიყვა, მეორეს მესამე და ასე უსასრულოდ სანამ გვერდით ვიღაცის დაჯდომა არ ვიგრძენი. მივიხედე და ნეტავ არ შეემეხედა!
--დიდხანს არ შემიმჩნევ?-მკითხა მათემ და ჩაწითლებული თვალები მომანათა.
--იმსახურებ რომ შეგიმჩნიო?
--არა!
--აბა რას ელი ჩემგან?ბოზად გამომიყვანე და კიდევ რამეს ელი ძვირფასო ძამიკო?-ირონიულად ვუპასუხე და ისევ მდინარეს გავხედე.
--ვიცი რომ მაგარი ვარ მაგრამ რავქნა? დავაშავე, მეც ხომ ადამიანი ვარ? ყველაფერი ისემითხრეს რომ შენ იყავი დამნაშავე სესი, მთელი წელი ვიტანჯე, ახლა კი გხედავ როგორ განადგურდი და უფრო შემზიზღდა ჩემი თავი.-ერთი შეიკურთხა და სიგარეტს მოუკიდა.
--დიდი ხანია ეწევი?
--6 თვეა.-თავი ჩახარა.-არაფერი შეცვლილა, ისევ მზესუმზირის ყვავილს გავხარ, ყვითელ გვირილას და ისევ ვანგოგივით შეშლილი ხარ ჩემო პატარავ. შეშლილი ფსიქოლოგი.-თავი სიცილით გააქნია.
--შეშლილი კიარვარ, ყველასგან განსხვავებული აზრიმქავს უბრალოდ და ეს მაკმაყოფილებს. -ცოტახანს გავჩუმდით ორივე.-არარის მარტივი მათე, უბრალოდ შენგან ნდობის მეტს არაფერს ვითხოვდი შენ კი ენებს აყევი და შუა უნივერსიტეტის ეზოში ლამის მცემე. სულ ცოტა გაკლდა და მე შემეშინდა. ჩემი ძმის შემეშინდა რომელმაც გამზარდა და ეს ნორმალური არარის გესმის? მე იმ დღეს მომიკვდა გული შენ რომ ის სიტყვები მეძახე, როგორ მაყენებდი შეურაწყოფას გახსოვს? საკუთარი ძმა მეუბნებოდა რომ ქუჩის ქალი ვარ და ბუნებრივია ამის პატიებისთვის დრო მინდა.-წამოსვლა დავაპირე და ისევ მივუბრუნდი.-მიასაც ნუ გაწირავ ჩვენი ურთიერთობის გამო ორივემ ვიცით რო გიყვარს და უთხარი, იმედია არარ გადადებ.-გავუღიმე და წამოვედი.
სახლში რომ შევედი არავისთვის შემიხედავს, სამზარეულოში შევედი და ლიმნის ტორტის გაკეთება დავიწყე, 1 წელია აღარ გამიკეთებია. მათეს უყვარდა და ის რომ არიყო არც არავისთვის ვაკეთებდი. ბიჭების დამალული არაყებიც ვიპოვე და ლიმნით ენერგეტიკულით და არაყით, ჭურჭელი გავავსე, პარალელურად წითელ ღვინოს ვწრუპავდი, მისაყოლებლად კი ბევრი სახის სალათები გავაკეთე. ვერავინ მეკარებოდა, იცოდნენ რომ ახლა ჩემთან ახლოს გაკარება არცისე სახარბიელო მდგომარეობაში ჩააგდებდათ, ამიტომ კარის ჩარჩოზე მიყრდნობილი ანდრია მადევნებდა თვალყურს.
--დიდხან უნდა მიყურო ანდრიკო?-სიცილით ვკითხე.
--გემრიელი ნამცხვრის სუნი მომივიდა რომელიც 1 წელია არ მიჭამია.-გაიღიმა და შუბლზე მაკოცა.
--რაღაცნაირად მომინდა, დღეს დავლიოთ ბევრი სასმელი გავაკეთე.-ლოყაზე ვაკოცე და სალათის კეთება გავაგრძელე.
--ანდრია, წყალი მინდაა.-ეს ხმა არ მეცნო, აშკარად იმ უცნობის ხმას იყო.
--მოდი და დალიე მე რა გიყო?-მობეზრებულად გასძახა ანდრიამ.
--ეს ლაწირაკი ნახე რაა, სტუმარი ვარ, მომიტანეთქო.-ასე გრძელდებოდა მისაღებს და სამზარეულოს შორის მათი კამათი.
--ეს ვინარის?-ვკითხე ანდრიას.
--ეს არის შენს ძმაზე დასტოინი მაგრამ ამავე დროს ყველაზე გიჟი არსება, ისე რაბევრს გიხსნი, შენ ხარ ოღონდ ბიჭი.-ჩაიხითხითა.- გაბრიელ გასვიანი.-ტვინში დამცხო უცბათ რომ ეს ბიჭი ჩემი ძმის საუკეთესო მეგობარი, კლასელი და ჩვენი ოჯახის ახლობელი იყო, რომელიც ღრმა ბავშობის შემდეგ აღარ მინახავს. დაახლოებით 6 წლის ვიყავი როცა ბოლოს ვნახე, ის ალბათ 11 იქნებოდა მაშინ. ახლაც მახსოვს როგორ ვამწარებდი. ღმერთო ჩემო!!
--მე მივუტან წყალს, შენ აქ იყავი და კართოფილი არ დაწვა გაიგე?-ჭიქა ავიღე და მისაღებში გავედი, ბატონი ტელეფონში იყო ჩაყუდებული და ირგვლივ ვერაფერს ამჩნევდა.-ისემაინც რჩევას მოგცემ, სხვა დროს შენი სურვილები რომ შეგაწუხებს თავად აბრძანდი და დაიკმაყოფილე.-ჭიქა მაგიდაზე დავუდე და შევხედე როდის ამომხედავდა. მთელი რიგი სიმშვიდით თავი აწია და ჰოი საოცრებავ. თვითკმაყოფილი ღიმილი მაშინვე მომშორდა მის შავ თვალებს რომ შევეფეთე, ან ეს დიდი ტუჩები რაარის? ბოტოქსიაქვს? არააა არც ეს ცხვირი ექნება ბუნებრივად, კი მაგრამ როგორ? ასეთი სწორი და მამაკაცური? ტუჩის კუთხე რატო ჩატეხა? იდიოტი ღიმილიც როგორ უხდება.
--გამარჯობა ფეფო.-სიცილით თქვა.
--ამდენი წელია ვერ დაივიწყე ეს სახელი რა.-ჩავიბურტყუნე მე და ისევ შევხედე.-გამარჯობა გაბჩო.-თვალი ჩვუკარი და დაბღვერილი დავტოვე მისაღებში. სამზარეულოში შევედი და სიცილი ამიტყდა როცა დავინახე ანდრია როგორ ეომებოდა კართოფილის ტაფას.
--რა გაცინებს გოგო.-შემომიბღვირა.
--მიმიშვი რაა, ბოთე.-სიცილით ვაკოცე ლოყაზე და მშვიდად გავაგრძელე ჩემი საქმე. ყველაფერი რომ გავამზადე მაგიდაც გავშალე, მშვიდად ვსვამდი ლიმნიან წყალს როცა მისაღებიდან წივილის ხმა შემომესმა. არაფერი მახსოვდა ისე გავვარდი. იქ კი ისეთი სანახაობა იყო ღიმილი ვერ შევიკავე. მია მთელი ძალით ეხუტებოდა მათეს და ჩემი იდიოტი ძმაც ჰაერში ატრიალებდა. დაჩის გვერდით დავდექი და ისე ვუყურებდი ამ სანახაობას.
--მოიცა, მოიცა.-უცბათ გამოერკვია მია.-შენ და სესო, ერთ სახლში ხართ და ღიმილით უყურებს როგორ გეხუტები? ჩემო ერთადერთო დაო, სიცხე ხომ არგაქვს ბიძია შენ?-ჩემსკენ წამოვიდა და შებლზე ხელი მომადო.
--რას კითხულობ, დაქალი შენია და არუნდა იცოდე რო დაბადებიდან სიცხე აქვს?-წაისისინა გაბრიელმა.
--ოჰ გაბრიელ ბატონო ჩამობრძანდი და ისევ ისე უნდა გააგრძელოთ? მომენატრა თქვენ ორის წიკვინი მაგრამ ბებია ბაბუა არ გადამირიოთ გთხოვთ.-ალაპარაკდა დაჩი.
--მხოლოდ დღეს ექსკლუზიურად, ჩემი დაქალის ბედნიერებისთვის არ აგყვები მაგრამ ხვალიდან შენი ჯოჯოხეთი იწყება გაბჩო და დაიმახსოვრე.-თვალი ჩავუკარი და მონატრებულ დაჩის ბაბუას ჩავეხუტე. დავითი ქვია ძალიან საყვარელი და თბილი კაცია. ბებიას გუგული. ვიცი რომ უცნაური სახელია მაგრამ ძალიან ლამაზია.
--ანუ ხვალიდან ვიწყებთ, დიდ დაფას დავკიდებ და დიდად დავაწერ „გაბრიელი VS სესილია". ხაზები ჩამოვუსვათ ხოლმე.-ხელებით იმიტაციას აკეთებდა ჩემი ძმა.
--ამხელა იურისტი კაცი რამ გაგაგიჟა შერვაშიძე?!-შეუბღვირა მიამ.
--შენც გვეყოფი მომავალი ჟურნალისტი რაა.-ჩაიფრუტუნა მათემ.

შეშლილი ფსიქოლოგიWhere stories live. Discover now