იუნგი უკვე გამოჯამრთელდა, მთელი დროის განმავლობაში ჯინის სიტყვებზე ფიქრობდა და გადაწყვიტა რომ ჰოსოკისთვის მეორე შანსი მიეცა, თავისი ტელეფონი აიღო და ნომრის ძიებას შეუდგა და იპოვა "მატყუარა იდიოტი" დაურეკა
რამოდენიმე წუთში როგორც იქნა ყურმილი აიღეს
_ალო, გისმენთ?
ვინ არის?რათქმაუნდა იუნგი მიხვდა რომ ჰოსოკმა მშვენივრად იცოდა ვინც იყო უბრალოდ ტყუოდა და გაიფიქრა
" მართლა იდიოტია" ჩაეცინა
და უთხრა_ჩვენს ადგილზე, ნახევარ საათში საქმე მაქვს
_კარგი
ამის შემდეგ იუნგიმ ტელეფონი გათიშა და სახლიდან გავიდა, როდესაც დათქმულ ადგილას მივიდა ჰოსოკი ჯერ არ ჩანდა და არც არავინ იყო ირგვლივ, მას თხუთმეტი წუთი ელოდა როგორც იქნა ჰობიმაც მიაღწია იქამდე.
_ გამარჯობა იუნგი, აქ რატომ დამიბარე?
_ გაგიმარჯოს ჰოსოკ, შენთან საქმე მაქვს
_გისმენ
_ მოკლედ ბევრი ბოდიალის გარეშე: მაშინ ის ამბავი რომ გავიგე ძალიან გავბრაზდი, რადგან ამას მთელი ერთი წელი მიმალავდი?! ბოლოს კი ეს ყველაფერი მამაშენისგან გავიგე, რომელსაც უნდოდა რომ მიმეტოვებინ კი მართალია მიგატოვე მაგრამ არა მამაშენის გამო! არამედ შენი ტყუილის გამო! ტყუილს ვერასდროს ვიტანდი და ახლაც ვერ ვიტან, მაგრამ ახლა მივხვდი უფრო სწორად მიმახცედრეს, რომ რაც დაგშორდი მის მერე თავს ვაჯერებ რომ მძულხარ, მაგრამ სინამდვილეში არასდროს არ მძულდი, უბრალოდ გაბრაზებული ვიყავი, ჩემი ბრალიცაა შენთვის უნდა მომესმინა მაგრამ ძალიან ავფეთქდი, მაპატიე ჰობი მე უბრალოდ ძალიან მომენატრე და ძალიან მიყვარხარ!
ჰოსოკი ყურადღებით უსმენდა იუნგის და თან ცდილობდა რომ ცრემლები შეეკავებინა მაგრამ არ გამოუვიდა მაინც წავიდა თვალებიდან სიხარულის ცრემლი
_რა არის? რატომ ტირი?
ანერვიულდა იუნგი, უნდოდა ჩახუტებოდა მაგრამ არ უნდოდა რომ ჰოსოკს მისთვის ხელი ეკრა ამიტომ თავი შეიკავა
_იუნგი, მე ყველაფრის თქმას ჩვენს იუბილეზე ვაპირებდი, არ ვიცოდი რა რეაქცია გექნებოდა მაგრამ უნდა მეთქვა სამწუხაროდ დამასწრეს, ვიცი მანამდე უნდა მეთქვა მაპატიე.
მეც ძალიან მომენატრე და ძალიან მიყვარხარამის შემდეგ ერთმანეთს აკოცეს და ჩაეხუტნენ,
ასე იდგნენ დიდხანს თვალებიდან სიხარულის ცრემლები ცვიოდათ და გული როგორც არასდროს ერთმანეთისთვის ძლიერად უძგერდათ.💚დასასრული💜
YOU ARE READING
texts/sope
Fanfictionunknown: იდიოტო სად ჯანდაბაში წახვედი? 🔪 unknown: სერიოზულად ნამჯუნ იმ ადამიანთან მარტო დამტოვე ვისაც ვერ ვიტან?😡🔪🔪 me: ისე რომ იცოდეთ მე არც იდიოტი ვარ და არც ნამჯუნი, ნომერი შეგეშალათ🙂 ~Ary~💚