ყველაფერი ბათუმში დაიწყო, დასასვენებლად მარტო ვიყავი, ბევრი იკითხავს რატომ?! იმიტომ, რომ მარტო დასვენება ბევრად უფრო კომფორტულია ჩემთვის ვიდრე მეგობრებთან, იქ სადაც მე ვისვენებდი ჩემი მეგობრის საოჯახო სასტუმრო გახლდათ, ზოგადად ბევრ რამეს ვიყავი მოდებული და ჩემი იმ დროინდელი საქმიანობა ხელნაკეთი ნივთების მაღაზია იყო ამიტომ ორი კვირით ადრე ბათუმში, ამ ნივთების გამოფენაზე ვიყავი მას იქაც შევხვდი თუმცა ერთმანეთი არ გაგვიცნია, ეს ყველაფერი მოგვიანებით საერთოდ სხვა სიტუაციაში მოხდა.
ორი კვირის შემდეგ
ბათუმი ბევრისთვის საყვარელი ქალაქი, საუკეთესო მოგონებებით და საუკეთესო ისტორიებით. როგორც კი ქვაფენილზე ფეხი დავდგი იმ წამსვე ვიგრძენი ქვემოდან წამოსული სიცხე, ნელ-ნელა გავუყევი გზას და რამდენიმე წუთში უკვე ოჯახურ სასტუმროსთამ ვიდექი. როდესაც აქ ჩამოვდიოდი მუდამ აქ მოვდიოდი იმდენას სახლური გარემო იყო რო მსიამოვნებდა ამ სახლში გატარებული ყოველი წუთი და საკმაოდ მალე მეპატრონესაც დავუმეგობრდი.
იმ დღეს საოცარი ამინდი იყო ვერ გავძელი და დაღლილი მალევე მოვემზადე და სანაპიროზე გავედი, მართალია იქ დიდხანს არ ვყოფილვარ თუმცა ის დროც სასიამოვნოდ სიწყნარეში გავატარე ცარიელ პლიაჟთან. საკმაოდ გვიან მივედი სახლში თუმცა იქ შესულ სამზარეულოდან უცნობი ხმა მომესმა, მაგრამ იმდენად დაღლილი ვიყავი, რომ უბრალოდ ოთახში შევიკეტე და ზედმეტად დაღლილმა მალევე ჩავიძინე.
________________________
მეორე დღეისევ ეს საოცარი ამინდი, ბათუმის ჰაერი რომელიც მთელ ოთახში ტრიალებდა და ის საოცარი სუნი რომელიც სამზარეულოდან მოდიოდა. ქვემოთ ჩავედი სამზარეულოშო შევედი და მეგობრის დედის საოცრად მომზადებულ კერძებს მივუსკუპტი, სახლიდან მალევე გამოვედი და პირდაპირ პლიაჟისკენ ავიღე გეზი საკმაოდ კარგი და შესაფერისი ამინდი იყო რუჯის მისაღებად ამიტომ კარგად მოვკალათდი საჭირო ნივთები მოვიმარაგე და მივეცი ნეტარებას.
სახლში საღამოს დავბრუნდი. ისევ იგივე თითქოს DÉJÀ VU მქონდა, სახლში შევედი და ისევ ის ხმა ისევ სამზარეულოდან თუმცა ამჯერად გეზი არა ოთახისკენ არამედ სამზარეულოსკენ ავიღე.....
_______________888_______________
გამარჯობაა, ესეც ახალი ფიკი.
იმედი მაქვს მოგეწონებათ და აქედანვე მინდა გითხრათ რომ ისტორია რეალურია და ყველაფერი ზუსტად ბათუმში, სოსოს და ნიას შეხვედრით დაიწყო💗

YOU ARE READING
ჩვენი შეხვედრის შემდეგ
Roman d'amour"ჩვენ არც ერთად ყოფნა შეგვეძლო და არც ერთმანეთის გარეშე"