8

159 16 7
                                    

ჰაიონის pov.
დილით გონს მოვდივარ და ჩემს პალატაში მძინარე ჩანს ვხედავ. ცოტახანი მას ვაკვირდები, ვფიქრობ ის ძალიან ჰგავს ჩემს ძმას. ნეტა ის იყოს ჩემი ძმა.
ამ დროს პალატის კარი იღება და იქიდან ფელიქსი შემოდის.
ფელიქსი: როგორ ხარ?
მე: კარგად, ეხლა შეგიძლია გახვიდე.
ფელიქსი: რატომ არ მითხარი რომ ჰიუგო შენი ძმა იყო?
მე: ალბათ არ იყო საჭირო, ამიტომ შეგიძლია გახვიდე.
ფელიქსი: არა არ გავალ.
ამ ხმაურზე ჩანს გაეღვიძა.
ჩანი: აქ რა ხდება?
მე: ჩან გავიდეს ეს აქედან!
ჩანი: გადი ფელიქს!
ფელიქსი: წავალ მაგრამ მალე დავბრუნდები.
გავიდა პალატიდან ახლა ჩანს მივუბრუნდი.
მე: მადლობა ჩან.
ჩანი: არაფრის.
მე: ისე აქ რას აკეთებ? ან გოგონები სად არიან? ან კიდე ჰიუგო როგორ არის?
მივაყარე კითხვები.
ჩანი: პირველი აქ იმიტომ ვარ რომ რაღაც უნდა გითხრა. მეორე გოგონები სახლში გავუშვით და მესამე ჰიუგო კარგად არის მასთანაც ვიყავი.
მე: კარგი და რისი თქმა გინდოდა?
ჩანი: გეტყვი ოღონდ არ შემაწყვეტინო.
მე: კარგი.
ჩანი: მოკლედ ოთხი წლის წინ ჩემს დასთან ერთად ავარიაში მოვყევი, იმის მერე ჩემს ოჯახს მკვდარი ვგონივარ, რადგან მე იმ ადგილიდან გამიყვანეს. აქამდე ჩემს და-ძმას ვეძებდი. დღეს როცა შენი გათიშვის შემდეგ ჰიუგოს გადავუსხი სისხლი ეჭვი შემეპარა რომ თქვენ შეიძლება, რომ ჩემი და-ძმანი ყოფილიყავით, ამიტომ ექიმს დეენემის ანალიზის გაკეთება ვთხოვე და პასუხი დადებითი აღმოჩნდა.

ცოტახანი ვიაზრებდი რას ამბობდა, ნუთი ის ჩვენი ძმაა, ჩემ ლოყებზე ცრემლებმა გზა გაიკვლიეს. ბოლოს ძვლივს ამოვიღე ხმა.

მე: ანუ შენ ხარ ჩვენი ძმა რა მაგარია.
ის მოვიდა და ჩამეხუტა.
ჩანი: უზომოდ მომენატრე.
მე: მეც ძალიან მომენატრე.
ჩანი: ჩემი პატარა.
მე: ისე ჰიუგომ იცის.
ჩანი: კი იცის ვუთხარი.
მე: კაია.

ამ დროს ვიღაცამ შემოაღო კარები, ის კი ჰიუგო იყო.

ჰიუგო: დაო მოხვედი გონს?
მე: კი, მოდი ჩვენთან არ გინდა?

იძულებით ქორწინება( დასრულებული)Where stories live. Discover now