4

307 29 3
                                    

მეორე დღეს ფოტოგრაფები იყვნენ ფოტოს გადაღება უნდოდათ ბიჭებისთვის, საერთო ფოტოსი.

ორივე საძმაკაცოს მოუწიათ ფოტოში გამოჩენა, შარვალ კოსტუმები ეცვათ. ნეტა იცოდეთ როგორ უხდებოდათ.

კიმს და ჯონს გვერდიგვერდ მოუწიათ დადგომა ცოტა ცუდად გრძნობდნენ თავს რაღაცა გრძნობა აწუხებდათ.

ფოტოს გადაღების შემდეგ ითხოვეს რომ თეჰიონის გუნდისთვის გადაეღოთ უფროსებთან ერთად.

გადაიღეს. ჯონქუქი კი თვალს არ აშორებდა თეჰიონს მისი ღიმილო ახხხ როგორ მოსწონდა ეს ღიმილი.

უეცრად ჩაფუქრდა, რატომ იზიდავდა თეჰიონი ასე ძალიან ის ხომ არ მოსწონს? არ უყვარს.

ისინი მეგობრებიც კი არ არიან როგორ უნდა მოსწონდეს ან უყვარდეს მაინც?
ჯანდაბა ეს ფიქრები აბნევს!!!

ყველაფერი რომ დასრულდა ჯონქუქი თეჰიონთან მივიდა, მაგრამ ლაპარაკი თეჰიონმა დაასწრო.

-ახლა ისევ მტრები ვართ, არა?
-მტრები არასდროს ვყოფილვართ თე
-თე? როდის მერე მეძახი ამას?
-მე...
-ჯონქუქ გთხოვ...შემეშვი! როგორც მამაშენი ამბობს ჩვენ მტრები ვართ რაც ვართ იმას დავრჩებით რაც არ უნდა მოხდეს შენ მამაშენის აზრს ვერ გადააბიჯებ და რა აზრი აქვს?
-კი მაგრამ
-კარგად.

თეჰიონი წავიდა სახლში დაბრუნდა, მშობლებთან. ვერ დაიჯერებთ და ჯონქუქიც მშობლებთან დაბრუნდა რადგან უკვე არდადეგები ჰქონდათ.

ჯონქუქს გაახსენდა რომ თეჰიონის მაიკა მას ჰქონდა და გადაწყვიტა დაებრუნებინა მიხვდა რომ აქ იყო სახლში მისი ოთახის ფანჯარა ღიაა.

გავიდა და დაუძახა მარა კიმის მაგივრად უფროსი კიმი გამოვიდა.
-გამარჯობა შვილო
-გამარჯობათ ბატონო კიმ

-რა მოხდა?
-თეჰიონს მინდა რომ ეს დავუბრუნო
-მე მივცემ მომეცი
-მე მინდა რომ გადავცე
-ახლა ცუდ ხასიათზეა და ჯობია რომ მე მივცე-უეცრად ბატონი ჯონი მივიდა მის დანახვაზე ქალბატონი კიმი გამოვიდა.
-წაიყვანე შენი შვილი და წადით აქედან!
-მია ზედმეტები არ მოგივიდეს!
-ისედაც საკმარისად დამინგრიე ცხოვრება ჯონ! წადი აქედან!
-რა?-ჯონქუქი გაოცებული იყო-რას ქვია ცხოვრება დაუნგრიე, მა?!
-მე...არაფერია შვილო სახლში აგიხსნი

bad friendWhere stories live. Discover now