_ ქალბატონო აუკლარ? აქ რას აკეთებთ?_ უკნიდან მამაკაცის ბოხი ხმა გაიგო.
_ გაბრიელ? შენ რას აკეთებ აქ? ან თანამშრომლობი სად არიან?_ დაბნეულმა შეეკითხა.
_ არ იცოდი? გამოძიების პროცესს ხელი არავინ რომ არ შეუშალოს, ბატონმა აისერმა დროებით შესვენება გამოაცხადა, რამდებიმე დღე, შეიძლება კვირაც კი არ გაიხსნას კომპანია. _ ახსნა არ შეზარებია ახალგაზრდა მამაკაცს.
_ კარგი, მაშინ წავალ, ნახვამდის. _ თბილად გაუღიმა და დაემშვიდობა, მაგრამ ბიჭის სიტყვებმა ადგილზე გაყინა.
_ დილით საყვარლად გამოიყურებოდი._ მის ხმაშიც კი იგრძნობოდა ცინიზმი, მიხვდებოდით რომ ამ წამს იღიმოდა, მის ლურჯ თვალებში ვარსკვლავები იყო აკაშკაშებული.
_რა?_ მხოლოდ ამ სიტყვის წარმოთქმა შეძლო ალესიამ.
_ ნახვამდის _ ბიჭი მშვიდი ნაბიჯებით დაიძრა ზედა სართულისკენ.ალესია შენობიდან სწრაფი ნაბიჯებით გამოვიდა, ლოყებზე სიწითლე ჰქონდა შეპარებული, ამ სიწითლის დამალვას კი ხელებით ცდილობდა, მზერა კი დაბნეული ჰქონიდა, გარშემო იხედებოდა, უნდოდა არავის დაენახა ამ მდგომარეობაში და როდესაც ვერავინ შეამჩნია თითქოს დამშვიდდა, მანქანის კარები გამოაღო და სწრაფი მოძრაობით ჩაჯდა.
მაგრამ მას არ შეუმჩნევია მწველი მზერა რომელიც დიდი შენობიდან იყო მომართული, ფანჯრიდან აკვირდებოდა მისთვის მცირე ზომის გოგონას და ტუჩის კუთხე უტყდებოდა, ახარებსა, მის ზღვისფერ თვალებში ისევ შეამჩნევდით მოციმციმე ვარსკვლავებს, და იმის წარმოდგენაც კი რომ გოგონას რეაქცია მისი დამსახურება იყო ვენებში სისხლს უყინავდა. როდესაც პირველად დაინახა მისი მწვანე თვალები, მისი გრძელი ყავისფერი თმები მის მხრებზე ტალღებივით იყო მოფენილი, მზერაში გაურკვევლობა და დაბნეულობა, ამ ყველაფერმა კი ორგანიზმში გაურკვეველი მუხტი შესძინა.
∆∆∆∆∆
_მისი ქცევები არ მომწონს, მგონია რომ ამ ამბავში ის არის გარეული!_ თითქმის ყვირილით ეუბნებოდა ვივიენი მეუღლეს.
_ის ვერაფერს მოიმოქმედებდა, გგონია მას იმხელა შესაძლებლობა აქვს რომ ეს ყველაფერი გაეკეთებინა? ან იმხელა ჭკუა რომ ეს ყველაფერი მოეწყო? არ დაგავიწყდეს, შენი შვილი რა გულუბრყვილო არსებაა._ უხეში ტონით გასცა პასუხი აისერმა.
_შენ კი ის არ დაგავიწყდეს რომ, ის მარტო ჩემი შვილი კი არა, შენი შვილიცაა._ გამაფრთხილებელი მზერით შეხედა მამაკაცს.
YOU ARE READING
|•STOLEN LIFE •|
General Fictionზოგჯერ კარმა, ადამიანის სახით გვხვდება. "ორი სხეული ერთ მაგიდაზე ისხდნენ, არ ადარდებდათ მათ გარშემო შექმნილი სიტუაცია. მხოლოდ ერთმანეთის თვალებში იხედებოდნენ და იქ მთელ სამყაროს ხედავდნენ. აქედან, ერთი მკვლელი იყო, ხოლო მეორე, პოლიციელი რომელიც გაუც...