ავტორის Pov.
უკვე 40 წუთია, რაც ჯონგუკი ელოდება თეჰიონს...ბანაობა და მოწესრიგებაც მოასწრო, ვეღარ ისვენებდა და დროის გაყვანას ისევ სასმლის დალევით ცდილობდა.
მოულოდნელად კარის საკეტის ხმა გაიგო, იცოდა კიმი იქნებოდა, მას ხომ ჯონგუკის სახლის გასაღები აქვს...
თეჰიონი მშვიდი სახით შემოიჭრა სახლში და ჩაბნელებული ოთახი გაანათა, ჯონს უყვარდა ბნელი სივრცე, ზოგჯერ ვერც კი ამჩნევდა რომ სიბნელეში იჯდა...თეჰიონი სულ საყვედურობდა ამაზე, რადგან ვერ იტანდა ბიჭის ამ ჩვევას.
ჯონგუკი ცოტა აღელდა, ფიქრობდა რამე ეთქვა თუ კიმის ქმედებას დალოდებოდა...იჯდა საწოლზე და სმას აგრძელებდა...
თეჰიონმა როცა მიმოიხედა და ასეთი ჯონგუკი დაინახა, მასთან მივიდა, ჭიქა ხელიდან უხეშად გამოჰგლიჯა და მაგიდაზე დადო.
ჯონგუკი: ჰეიი - პროტესტის ნიშნად უნდოდა რამე ეთქვა, მაგრამ გადაიფიქრა
თეჰიონი: ნელ-ნელა სასმელზე დამოკიდებული ხდები - თქვა და ალკოჰოლის ბოთლი ნაგავში ჩააგდო
ჯონგუკი: ამით ვიმშვიდებ თავს - თავი ჩახარა
თეჰიონი: და რა გჭირს ასეთი, რომ დასამშვიდებლად დალევა დაიწყე? - ირონიულად იკითხა
ჯონგუკი: თეჰიონ... - თავი ამოწია, კიმს თვალი თვალში გაუყარა და შესამჩნევად შეცვლილი ტონით მიმართა. ნამდვილად აღარ სურდა იმ თემაზე საუბარი, რომლის გამოც იჩხუბეს
თეჰიონი: რა? მითხარი ჯონგუკ რა? რა გინდა? მითხარი რაც გულში გაქვს. მიდი, აქ ვარ, შენს წინ, მიუხედავად იმისა, რომ მატყუარა მიწოდე და მორიგი ყალბი ჭორები დაიჯერე ჩემზე - ტონს თვითონაც აუწია, მოსაცმელი მოისროლა და ჯონს მიუახლოვდა
ჯონგუკი: აბა რა უნდა მექნა? მიპასუხე! როგორ უნდა მოვქცეულოყავი? კი, იდიოტი ვარ და ყველაფერი სულელივით დავიჯერე. მაგრამ შენ რას იზამდი ჩემს ადგილას ჰმმ?! მიდი თქვი. შეიძლება ჩემსავით არ დაგეჯერებინა, მაგრამ გული ოდნავ ხომ მაინც დაგწყდებოდა? - მისთვის უჩვეულო ბოხი ხმით დაიწყო ყვირილი, ფეხზე წამოიმართა და თეჰიონს სახე გაუსწორა
YOU ARE READING
🔞VLIVE🔞 || ✔️
Random🔞🔞🔞 one~shot Spoiler: 🔮🍺🚬🔞 ☆TAEKOOK☆ ფიკის სიუჟეტი სინამდვილეს შეესაბამება, მაგრამ ჩემი ფანტაზიაც ჩავრთე. გაფრთხილება‼️ ფიკში იქნება 🔞 სცენები და ცენზურა არ იქნება დაცული! By:marisa 22/07/2023 08/08/2023