Start writing your story
ჩხოვრება არასდროს ყოფილა ფერადი, ყოველშემთხვევაში მე ასე ვხედავდი. ბებო სულ მეუბნებოდა დედას გავხარო, მამა კი გაიძახოდა სულ დედას სილამაზე გადმოგყვაო, ამის გაგონებაზე პატარა მე ჩავიხითხითებდი და ბედნიერი, ვარდისფერ კაბით და პუანტებით დერეფნებში სირბილს დავიწყებდი.. ყველასთან სიამაყიდ გავიძახდი- მე დედასავით ლამაზი გავიზრდებითქო! დედა კი ალბათ ისევ სხვაგან იყო, შორს თავის ფიქრებში, სადაც ვერავინ ვერ მიწვდებოდა და ვერ წაართმევდა მას თავის თვს. ერთი კი ის იცოდა 5 წლის ბავშვმა რომ დედა არც ბებოსთან არც მამასთან და არც მასთან იყო მაგ დროს. ცხოვრება ალბათ შავ-თეთრი ზუსტად მამას სიკვდილის მერე გახდა, ყველა ტიროდა, გლოვობდა მე კი უამნკო იმასაც ვერ ვხდებოდი ჩემს ირგვლივ რა ამბები ტრიალებდა, მამას სიკვდილს ვერ აღვიქვამდი როგორც მასთან დამშვიდობებას, მიამიტივით არ მჯეროდა მამას ანგელოზებთან წასვლა და ჯიუტად ველოდებოდი კარებთან სანამ არ ჩამეძინებოდა და ბებო დასაძინებლად არ დამაწვენდა საწოლში, იმ დროს დავივიწყე მამის დაბუნდებოდა, როცა დედამ სპონტანურად სადილობისას მისი გათხოვების ამბავი გააჟღერა, ბებომ არაფერი თქვა, მოხუცის სახის გამომეტყველება იმაზე მიმანიშნებდა რომ ეს ამბავი თნ უხაროდა და თან არა, მე კი გავბრაზდი,ან და როგორ არ უნდა გავბრაზებულიყავი? მამა დაივიწყა, არა და მას როგორ უყვარდა, ასე როგორ უღალატა,როგორ უღალატა! თუმცა ვინ ეკითხება 9 წლის გოგოს ასეთ ამბებზე აზრის დაფიქსირებას?დედა გათხოვდა ვიგაც ფულიანზე და ვიღაცც უცნაურ პიროვნებაზე სახელი მისი თურმე ერეკლე ყოფილა და თან შვილებიც არ ყოლია, დედაზე იგი 6 წლით უფროსი ყოფილა, თურმე დედას და მას ადრე ყვარებოდა ერთმანეთი, თუმცა რაღაც მიზეზების გამო არაფერი გამოსვლიათ.. მეც რა დამრჩენოდა მათთან გადავედი, შაბათ-კვირაობით კი ისევ ბებოს სახლში ვბრუნდებოდი.. მალე დედას და მის ქმარს შვილიც შეეძინათ, ბიჭი რომელსაც ნიკალასი დაარქვეს, მაგ დღეს დარწმუნებული ვიყავი რო უკვე დედა მიმატოვებდა, თუმცა ესე სულაც არ მომხდარა, ალბათ?, ამაზე შეხედულება თვქენთვის მომიბარებია. დედაჩემი, ელენე საუცხოოდ ლამაზი ქალი იყო მინდა გითხრათ: მაღალი და წვრილი სხეული, კარამელის ფერი თმები და ღია მწვანე თვალები ჰქონდა, ერთი სიტვით, მაღალი საზოგადოების წარმომადგენლის იმიჯი მისთვის იყო შექმნილი. ერეკლეზე ქორწინების მერე კი მთელი ყურადგება იმაზე გადაიტანა თუ მეც როგორ გავეხადე მისნაირი... ეტიკეტი,ფილოსოფია,ფრანგული ენა, ცეკვა, პოლიტიკური მეციერება, მე უნდა მცოდნოდა ყველაფერი რო მათი წევრი გავმხდარიყავი მინდოდა ეს თუ არა. ცუდად არ გამიგოთ! ერეკლე და ელენე მე საუკეთესო ცხოვრების პირობებს მაძლევდნენ და ამისთვის მადლიერიც ვარ, თუმც ის გრძნობა რომ ამ ოჯახში შენ ზედმეტი ხარ მაინ ისევ და ისევ გულში ჩამრჩა. კარგი მოგონებებიც მაქვს, აი მაგალითად 2012 წლის აგვისტო. რატომ აგვისტო? და რატომ 2012? მოგიყვებით: ერეკლემ დაპატიჟა მისი ბიზნეს პარტნიორი, გიორგი და მისი ოჯახი, გიორგის ჰყავს 2 ბიჭი: უფროსი, ანდრია, ჩემზე 5 წლით უფროსი და უმცროსი, მათე ჩემი ტოლი(ანუ 12 წლის). ამ ამბის მოყოლისას მახსენდება მამა როგორ მეუბნებოდა დედაშენი ერთი ნახვით შემიყვარდაო, ალბათ ასე თუ ავღწერ იმ ემოციებს იმის მერე რაც ანდრია დავინახე, ასე ძლიერ ალბათ არავინ არ ჩამრჩენია გულში. იმ საოჯახო ვახშმის მერე მარტო მასზე ვფიქრობდი, ჩემი გული კი უფრო და უფრო იწყებდა ფართხალს როცა მე და მას ერთ სკოლაში წარმოვიდგენდი. რამდენი ღამე და რამდენი დღე მქონდა მარტო მისთვის მიძღვნილი ალბათ მარტო უფალს ექნება ნანახი, დედაც ხვდებოდა ამას და სათავისოდ ჩემს მზადებებში იყენებდა ამას:"მარიტა დაიმახსოვრე ესეთი წარმოშობის ბიჭს ჭირდება გვერძე განათლებული და ლამაზი ქალი", "მარიტა ანდრიას თუ გინდა მოაწონო თავი ამდენის ჭამა შეწყვიტე!" ოჰ ნეტავ იცოდეს ჩემა მეამიტმა მარიტამ რა მოუვა ამ ერთი ნახვით სიყავრულის გამო, ბოლოს და ბოლოს მალე ხომ სექტებერია?!