-გრეისი სადაა?_მამის კაბინეტში შეჭრის თანავე ვიყვირე და ხელები მის მაგიდაზე მოურიდებლად დავარტყი.
იმ ყველაფრის შედეგ რაც გამოვიარე მისი პირისპირ ნახვა ჩემში ვულკანის ამოფრქვევას გავდა.
ჩემი გაცოფებული სახის დანახვით გახალისებულმა ფრედერიკმა მისი მდიდრული სავარძელიდან მაფიოზივით ამომხედა და ჩუმად ჩაიხითხითა.
-იმედები გამიცრუე. მეგონა გუშინვე მოხვიდოდი. როგორც ჩანს ის ჯერ კიდევ არ მოგწონს ისე, როგორც დაიანი მოგწონდა._აუღელვებლად მიპასუხა და ხელში მოქცეული კალამი თითებს შორის აათამაშა.
-ახლა, რაღას თამაშობ მამა? ეს შოუ საკმარისად არ გაკმაყოფილებს? ჩემგან მატეოს წაყვანის მცდელობებმა შედეგი საბოლოოდ გამოიღო. დაიანის გაყალბებული სიკვდილის გამო შეიძლება მატეო მას არ მისცენ, მაგრამ არც მე დამიტოვებენ. სრულიად უცხო ადამიანებს ჩააბარებენ და მასთან მიახლოვების შანსსაც არ მომცემენ. ეს არ კმარა? ჩემგან კიდევ რაღა გინდა?
ჩემი სასოწარკვეთილი მონოლოგის მოსმენის შემდეგ ფრედერიკ დანმა წინ დადებული საქაღალდე ჩემკენ ისროლა და შემაძრწუნებელი მშვიდი გამომეტყველებით ამომხედა.
-ყველაფერი არც ისე ცუდათაა, როგორც შენ გგონია. კომპანიისა და სახელის შესანარჩუნებლად გზა ვიპოვე._დინჯად ისე ამიხსნა თითქოს ჩემი მთავარი სატკივარი ეს წყეული კომპანია ყოფილიყო.
-გგონია კომპანია მადარდებს?_მისი გულგრილობით გაღიზიანებულმა კიდევ ერთხელ ვიყვირე.
-არა, მაგრამ ვიცი რომ მატეო გადარდებს. ამიტომ მორიგ შემოთავაზებას კარგად გაეცანი._ჩემი ყვირილის მიუხედავად მიპასუხა და საქაღალდეზე მანიშნა.
ისე რატომ იქცეოდა, თითქოს დარწმუნებული იყო დამითანხმებდა?
წინ დადებული საბუთის წაკითხვა ყოყმანის გარეშე დავიწყე და უნებურად მწარედ გამეღიმა.
YOU ARE READING
შეინახე დანის საიდუმლო
Romanceგრეის ჰარპერი ერთი ხელმოცარული ხელოვანია. მატერიალური პრობლემებისა და უიღბლობის გამო ის 28 წლის ასაკში, შეუმდგარ მოქანდაკედ და საშუალო სკოლის, დაბალ ანაზღაურებად ხელოვნების მასწავლებლად იქცა. რიუ დანი ახალგაზრდა ქვრივი და მარტოხელა მამაა, ის გრეისის...