თავი 5

263 7 0
                                    

96. თავი მეხუთე - „ნეტარმა მამა გრიგოლმა თავდაპირველად ააშენა ხის ეკლესია, შემდეგ -თავისი სამყოფელი, ბერებისთვის თითო პატარა ოთახი და ერთიც - დიდი სასადილო. ბერების საძმო დღითიდღე იზრდებოდა. უფალსაც ემატებოდნენ მისთვის თავდადებული მოღვაწეები, ისინი უტოლდებოდნენ და აღემატებოდნენ კიდეც ადრინდელ წმინდანებს თავიანთი ბერული ღვაწლით, რადგან მარტვილები მხოლოდ ერთხელ ეწამნენ, ხოლო ეს ბერები კი მუდმივად ეწამებოდნენ ქრისტეს სახელით.

იმ დროისათვის ნეტარი ბერი ხუედიოსი ძალიან მოხუცდა. ის გარდაიცვალა და გამოქვაბული სურნელებითა და წმინდა ანგელოზების გალობით აივსო. ანგელოზებმა ბერი სიხარულით წაიყვანეს ქრისტესთან.

ხანძთაში ღვთის ნებით გამრავლდნენ ქრისტეს მსახური ბერები. მამა გრიგოლი საძმოში ზარმაცს არავის გააჭაჭანებდა, ჯერ ცდიდა ყოველგვარ სასიკეთო საქმეში და თუ ნახავდა გულით სუფთა, უბოროტო, თავმდაბალ, ყველა კარგი საქმის კეთებისთვის მოწადინებულს, სიხარულით მიიღებდა. ამიტომაც მისი მოწაფეები საუკეთესონი იყვნენ, ისინი ითვისებდნენ წმინდა გრიგოლის სათნოებას, ემსგავსებოდნენ თავიანთ მასწავლებელს ისევე, როგორც მათი მოძღვარი ემსგავსებოდა ქრისტეს, რომელიც ამბობდა: მოწაფისათვის საკმარისია, რომ იყოს მოძღვრის მსგავსი. ასე სათნოებით ცხოვრობდნენ ისინი სულიერად, მაგრამ ხორციელად დიდ გაჭირვებაში იყვნენ.“ - შინაარსი ვეფხისტყაოსნის აპლიკაციიდან

გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება [შინაარსი]Where stories live. Discover now