⭐96⭐

226 8 1
                                    

ჰვასა იმ დღის შემდეგ არ მინახავს.
ჯიმინმა ისე მოისრიალა თავის ცხოვრებიდან,როგორც ნახმარი ჩუსტი.

მერე დამირეკა და ბოდიშიც მომიხადა.ვუთხარი რომ არაფერია და რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს მედა ნამჯუნს კი ურთიერთობა გამოგვიკეთდა.

ერთხელაც ჩემთან ჰობი და ჯიმინი მოვიდნენ.

ჰობი ჯიმინის ახლო მეგობარი და კოლეგა იყო ასევე თეჰიონსაც კარგად იცნობდა.

მისმა მოსვლამ ცოტა დამაფრთხო,მაგრამ კარგი მოსაუბრე და პოზიტიური ადამიანი აღმოჩნდა.მალევე დავმეგობრდით.
ხანდახან ყავაზე ვპატიჟებდი ხოლმე და ლამის ყველაფერს ვჭორავდით რაც კი მოძრაობდა.

ბოლოს,ლაქლაქით გადაღლილს უწევდა სახლში წასვლა.

საღამოს როცა ნამჯუნი სახლში მოვიდა შევთავაზე ბეკიონის ნათლია ჰობი იყოს მეთქი

-ჰობი მეც მომწონს.მისი სახელი...სრულად რა ქვია?

-ჰოსოკი.

-ხო ჩვენს ბეკიონს ძალიან უყვარს.ხოდა მგონი კარგი ნათლია იქნება მისთვის.

-მეც მაგას ვფიქრობ.

საღამოს ბავშვები დავაძინე და კარები ნელა გამოვხურე.

ნამჯუნუ უკვე დაწოლილიყო და წიგნს კითხულობდა.

-რას კითხულობ?

-ისეთს არაფერს. მხატვარ ქალზეა.

-მერე?

-არაფერი გადავდებ.შენი ჩახუტება მინდა.-მითხრა და მეც მივუწექი.მის მკლავებში ჩავიკარგე.

-განსაკუთრებული სუნი გაქვს.-ვუთხარი უცბად.

-ჩვეულებრივი სუნი მაქვს

-არა.

-კი.არაფერი დამისხავს.

-ექიმთან უნდა წავიდე.

-რატომ?

-მგონი კუჭზე პრობლემა მაქვს ბევრს ვჭამ.

-ეგ მეც შევამჩნიე.ბოლო კვირაა იმდენს ჭამ მე ვერ გჯობნი.

-ასე მგონია რაღაც პრობლემა მაქვს.

-დაიძინე პატარავ. ეგ ხვალ მოაგვარე.

-ნამჯუნ...

-გისმენ.

-არ მჯერა რომ ჩემთან ხარ.ამდენი ხნის მერეც.

-გახსოვს თავიდან რეებს გიშვებოდი?

-მსიამოვნება კიდეც.

-მეც.იყო მასში რაღაც ეროტიული და სულ ახალი რამ,რაც არ შემხვედრია.

-რომ გავქცეულიყავი მართლა?

-დაგკარგავდი.

-თავიდან ეს ვერ გაპატიე და მერე....ახლა რომ ვუყურებ როგორ შეიცვალე და მეც როგორ შემცვალე...ზოგჯერ ვეუბნები თავს რომ ასე უნდა ყოფილიყო.

-აქ ხარ ჩემს მკლავებში.ამას ვერავინ შეცვლის.

მაკოცა და მალევე დამეძინა.

მეორე დღეს კუჭზე წავედი გამომეკვლია რა მჭირდა.

არაფერი.იდეალურ მდგომარეობაში მქონდა კუჭი.უბრალოდ ნამჯუნზე ორჯერ მეტს რატომ ვჭამდი?

და სურპრიზი.აღმოჩნდა რომ თურმე სამი თვის ორსული ვარ და მეოთხე თვეში გადავდივარ.

-საბეჭდი დანადგარი ვარ პატარა ნამჯუნები ვზარდო?

-მართალი ხართ.-მიპასუხა ექიმმა.-ტყუპებს ვხედავ ექოზე.

ნამჯუნს დაერხა და თან მაგრად.სახლში მისვლას და მის ცემას ვაპირები.ასეთი რა გააკეთა რომ თქვა ტყუპები მინდა და გამოუვიდა კიდეც.

გაბრაზებული წამოვედი.ორი ბავშვი კიდევ.

ანუ ოთხი.

ნამჯუნს პრეზერვატივები უნდა ვაყიდინო.


მონსტრთან სახლში(2)🔞🗡️🍆🔥Where stories live. Discover now