თავი1

18 0 3
                                    

ისტორიის წიგნი დავხურე და შვება შევიგრძენი.ძლიივს...წარმოვთქვი მე.არაფრის გაკეთება აღარ მინდოდა,დაღლილი ვიყავი.თავი უკან გადავაგდე,სკამის საზურგეს მივეყრდენი და თეთრ ჭერს დავაშტერდი.ათასნაირი ფიქრი მიტრიალებდა თავში,თუ ინსტიტუტში ჩავაბარებ წინ რა მომელის?აბიტურიენტი გავხდებოდი...

როდესაც მე-10 კლასში ხარ სხვა უფრო მნიშვნელოვანი ფიქრები გაწუხებს,რომლებიც მოსვენებას არ გაძლევენ.რა მოხდება მომავალში,ვინმე თუ შემოიჭრება ჩემს ცხოვრებაში? ადამიანი ათასგვარ კითხვას იფიქრებს,მაგრამ ძაან ბევრზე პასუხი არა აქვს, ან პასუხის ძიებაშია.

ისეთი ტიპის ადამიანი ვარ რომელიც წარმატებული მოსწავლეა,სულ ოლიმპიადებზე გავდივარ მაგრამ არასოდეს არ ვიყავი "nerd".ყოველთვის მქონდა დრო მეთამაშა,წვეულებებზე მევლო და საერთოდ ბევრი თავისუფალი დრო მქონდა.

მოწიკწიკე საათს ავხედე,მხოლოდ საღამოს 19:00 არის?დრო მაქვს რომ გავისეირნო.ზანტად ვდგები სკამიდან და ჩემს საწერ მაგიდას ვალაგებ.წიგნები ცალკე,რვეულები ცალკე,საკანცელარიო  ნივთები ცალკე...შედეგს კმაყოფილად შევხედე რადგან ყველაფერი კოხტად იყო ჩაწიკწიკებული.ტელეფონი სატენიდან გამოვაერთე და პირველ სართულზე ჩავედი.მისაღებში არავინ დამხვდა არადა ტელევიზორი ჩართული იყო. რაღაცა საინფორმაციო პროგრამა გადიოდა.სამზარეულოში გავედი იქაც არავინ დამხვდა.რა უცნაურობაა?დედაჩემი ხომ სახლში იყო.თვალი მაცივარზე მიკრულ ფურცელს მოვკარი.ფურცელი ჩამოვხსენი,დედაჩემისგან ყოფილა.

,,საყვარელო ბოდიში რომ არ გაგაგებინე სახლიდან რომ გავედი,შენი შეწუხება არ მინდოდა.სამუშაოზე მომიხმეს და სავარაუდოდ ხვალამდე ვერ მოვალ...საჭმელი მაცივარშია მიყვარხარ"

დედაჩემი თითქმის ყოველდღე მუშაობს,როგორც მამაჩემი.ამიტომაც დღის განმავლობაში თითქმის ყოველთვის მარტო ვარ.

fire of love/სიყვარულის ცეცხლიWhere stories live. Discover now