🩹

42 5 1
                                    

შუაღამეა. საათი თითქმის პირველს უჩვენებს. ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე მაღალ კორპუსში სახურავზე გასასვლელი კარი ისევ ღია დაუტოვებიათ. მორყეულ თხელ კარს ნიავი აჭრიალებს და მომენტალურად არხევს. ნელნელა შენობებში შუქები ქვრება და ფანჯრები ერთი მეორის მიყოლებით ბნელდება.

ნელნელა ყველა ჩუმდება, ქალაქში მოძრაობა მცირდება, ქუჩები ცარიელდება და სიცოცხლით გამოწვეული ქაოსიც სადღაც იკარგება. სახურავზე მხოლოდ მორყეული კარი არღვევს ამ სიჩუმეს თავისი გამაყრუებელი ჭრიალით. ნიავი ნელნელა ძლიერდება და ეს ძლიერი ნიავი ახლა უკვე სუსტ ქარში გარდაიქმნება.

სახურავზე ბნელა, თუმცა გამოსასვლელი კარის ზემოთ კედელზე პატარა ნათურას შევნიშნავთ რომელიც დაბალი ელექტრო ენერგიის გამო საცოდავად ბჟუტავს. მცირე განათების შუქზე შეამჩნევდით სახურავის კიდეზე ასულ ახალგაზრდას, ბიჭს, რომელსაც რაღაც მნიშვნელოვანი აქვს განზრახული და ამ განზრახვას აუცილებლად მოიყვანს სისრულეში სწორედ ამაღამ, აქ და ამ ვითარებაში.

ქერა კულულები ქარის გამო ჰაერში ფრიალებს, თმა ეწეწება, სახე ეყინება, ცხვირის წვერი უვარდისფრდება, ღაწვებზე ცრემლების კვალი ბილიკებად ეფინება, სიცივე მთელს სხეულს უწვავს, ჰაერში აფრიალებული კულულები კი ისევ შუბლზე ეყრება კვლავინდებურად.

- ნუთუ ასეთი მარტივია სიკვდილი?

ჩამწყდარი ხმით ამოთქვამს სიტყვებს და ნახევრად ჩაბნელებულ, ჩაძინებულ ქალაქს გაჰყურებს სასოწარკვეთილი. თუ დავაკვირდებით მისი ეს მზერა ახლა "მიშველეს" ყვირის. ამაზე თვალები მეტყველებს, მისი სახე განადგურებული და დაღლილია, ეტყობა რომ ზღვარს მისულია, ნახევრად ღია თვალებით სივრცეში იყურება და სწორედ ამ თვალებში შეგვიძლია მცირე დაკვირვების შემდეგ შევნიშნოთ ის სუსტად მოგიზგიზე ნაპერწკალი სიცოცხლის სურვილით რომ იწვის.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Jun 20 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

make u stay aliveWhere stories live. Discover now