სიმართლე რომ ვთქვათ, მოტოციკლის ტარებისას ყველაზე დაუცველი და სუსტი თავად მძღოლია. იგი საერთოდ არ არის დაზღვეული დაზიანებების მიღების და ტრაგიკული შედეგებისგან. საკმარისია ტრანსპორტი ტექნიკურად გაუმართავი იყოს და შედეგიც არ დააყოვნებს.
მძღოლი მანქანას როგორც ცოცხალ ორგანიზმს ისე უნდა აღიქვამდეს. მაგალითად ავტომრბოლელებს რომლებსაც ველოსიპედზე შეხება არასდროს ჰქონიათ მისი ტარება უჭირთ. რადგან ყველაფერი კონტროლის ქვეშ უნდა იყოს, იმაზე უფრო მეტად, ვიდრე მანქანით მგზავრობისას. წამითაც კი ვერ შეძლებ მოდუნებას. ამისათვის საკუთარი თავის და ავტომობილის რწმენა უნდა გქონდეს.
ბევრი ვერ სარგებლობს ამ წუთებით დაძაბულობის გამო. თითქმის ყველას, ვისაც სიჩქარის არ ეშინია, შეუძლია გზაზე თვალდახუჭულმა იაროს, მაგრამ მოტოციკლს ყველა ვერ მართავს. მსგავსი ტიპის გატაცებები მამაცი ადამიანებისთვის აუცილებლობას არ წარმოადგენს არამედ პრივილეგიებს. თანაც ძალიან ძნელია ყველას აუხსნა შენი გატაცების შესახებ და რატომ ატარებ ამდენ დროს ამ რკინის ჯართის გვერდით. ველოსიპედი კომფორტულია მრავალი თვალსაზრისით, მაგრამ ყიდვის დროს დიდი ყურადღება ექცევა მის სისწრაფეს, ადრენალინს, რომლის ამხელა რაოდენობით მიღება თითქმის შეუძლებელია. მისი მართვა იგივეა რაც თხელ ყინულზე სრიალი ან გალესილ დანებზე გავლა. ჯიმინს უყვარს ეს განცდა, დამათრობელი ეიფორიის, როდესაც უეცრად მოვარდნილი ქარი თმებს უწეწავს და ყურებში სასიამოვნოდ უღიტინებს. ის გრძნობა, როდესაც შინაგანად ყველაფერი უტრიალდება, ძრავის გაბმული გუგუნის გამო. აღფრთოვანებულია როცა მისი ემოციები ისევე თავისუფლდება როგორც გალიაში ჩაკეტილი ჩიტი. ასეთ დროს თავს უფლებას აძლევს მის გარშემო არსებული სიტუაციისგან აღუწერელი სიამოვნება მიიღოს. მაგრამ როდესაც ველოსიპედზე ჯდება, მაშინვე აცნობიერებს, რომ ერთი საბედისწეროდ დაშვებული ნებისმიერი შეცდომაც საკმარისია იმისთვის რომ სერიოზულად დაშავდეს. მაგრამ ჯიმინი მხოლოდ მსგავს მომენტებში განიცდის ცხოვრებაზე კონტროლს. ეს აზარტული თამაშის მსგავსია ფსონად კი საკუთარ სიცოცხლეს დებს, რომლის თამაშიც ბოლო წუთამდე არ მობეზრდება. მთავარია ზღვარი იცოდე არ გადალახო და არ გარისკო იმაზე მეტად ვიდრე უკვე გარისკული გაქვს, რადგან როცა სისხლში ადრენალინი გიდუღს ყველაფერი ძალიან მარტივად გეჩვენება. ვერ აანალიზებ არსებულ სიტუაციას და ბოლოს ყველაფერი მართლა სრულდება.
YOU ARE READING
RACE TO DESIRE[JIKOOK]
Fanfictionჯიმინის ტყუპისცალი ძმა კიდევ ერთხელ ეხვევა დიდ პრობლემაში. თუმცა ამჯერად სიტუაცია სერიოზულად იძაბება. მდგომარეობის გამოსასწორებლად და ძმის გადასარჩენად უფროსი იძულებული ხდება მონაწილეობა მიიღოს გადამწყვეტ რბოლაში. მაგრამ როგორც კი საქმე საქმეზე დგებ...