არავინ გვაფრთხილებს ჩვენ. არავინ აფრთხილებს პატარა გოგონებს,რომ ბიჭები დიდი თვალებით,რომლებსაც წვიმის სურნელი, მეტალის გემო და საყვარელი ხმა აქვთ, არიან მიზეზნი ცრემლით დასველებული ბალიშების, დაუსრულებელი პოემე ოოობის და გატეხილი გულის.
არავის გავუფრთხილებულვარ,რომ ჯონგუკი არ უნდა შემყვარებოდა.მაგრამ,მოხდა ფაქტი და შემიყვარდა ახლა კი უსასრულო პრობლემების რიგი მიდგას და მეც რათქმაუნდა ბოლოდან დავიწყე მათი მოგვარება.
კლუბში წასვლა არ მინდა, განსაკუთრებით, იმიტომ რომ ტირილისგან თვალები თოვლის ბაბუის ტომარასავით გასიებული მაქ,ხასიათი კი - "მინდა კლდიდან გადავეშვა."-ს მსგავსი.
მაგრამ მაინც ვიკეთებ მაკიაჟს, ვიცმევ ჩემს საყვარელ შავ კაბას, რომელიც ჯონგუკს არასდროს მოსწონდა მოშიშვლებული ზურგის გამო და ფეხზე ლუი ვიტონის წითელ ქუსლებს ვირგებ.
- ამ შუაღამეს სად გადიხარ? -დედა დოინჯით დგას კარის ზღურბლზე და აწეული წარბით მიყურებს.
-გასართობად.
-ასეთ დროს არსადაც არ წახვალ. - ამბობს და ოთახიდან გადის.
-მაგრამ დედა! - უკან ვედევნები და კიბეებთან წინ ვუდგები - ადრე უპრობლემოდ მიშვებდი,ახლა რა?!
-შვილო,ადრე გოლიავით შეყვარებული გყავდა, რომელიც ყველას თავ-პირს უერთიანებდა ვინც კი შემოგხედავდა შეხებაზე ,რომ არაფერი ვთქვათ.ახლა თავისუფალი პეპელა ხარ,მაგრამ დამცავი არავინ გყავს.თუმცა შეგიძლია იყოლიო და თეჰიონს დაურეკო,მასთან ერთად გაგიშვებ. - კმაყოფილი ამბობს დედა და სახიდან თმებს ყურის უკან მიწევს.
-ამას სერიოზულად ამბობ? - დაჯერებაც მიჭირდა,ის სერიოზულად არის განწყობილი ჩემი და თეჰიონის შეწყვილებაზე.
- სრულებით.აბა,ურეკავ? თუ სახლში რჩები?
- ღმერთო! დაუჯერებელი ხარ! - ვხვნეში და ტელეფონზე ნაცნობ ნომერს ვკრეფ.
YOU ARE READING
Ride or die🔞/ატარე ან მოკვდი |JJK
Fanfiction"ნდობა,სიყვარული და ღალატი? ერთად? მეხუმრები?" მინ ნარი და ჯეონ ჯონგუკი უკვე 2 წელია ერთმანეთს ხვდებიან,თითქოს ყველაფერი კარგად მიდის,თუმცა რა მოხდება მაშინ,როცა მათი ურთიერთობა საგრძნობლად შეირყევა. შეძლებენ ისინი ისევ ერთად ყოფნას? თუ არა? ამას ფ...