შიში გრძნობა რომელსაც შეუძლია გაგანადგუროს,გაგტეხოს,გრძონა რომელსაც შეუძლია ისეთი რაღაცეები ჩაგადენიოს რაც თავს შეგაზიზღებს.გრძნობა რომელიც შენი თავის რწმენას გაკარგიებს.*****
ისევ გათენდა...ისევ ამოვიდა ეს წყეული მზე..წარმოვიდგენ ხოლმე იმ ხალხის ცხოვრებას რომლებსაც ახარებს გათენება და შემდეგ ვფიქრობ ვფიქრობ და მხოლოდ ერთი კითხვა მიტრიალებს თავში "რატომ მე"
*****
დღეს ძალიან კარგ ხასიათზე გავიღვიძე რაც იშვიათად ხდება.ავდექი ჩემს ფუმფულა ჩუსტიკებში გავუყარე ფეხები,სარკეში ჩავიხედე თმები ავიწიე და სამზარეულოში გავედი.
ყავის მომზადება დავიწყე, ნახევარი საათი მქონდა მოსამზადებლად რადგან 8ზე სამსახურში უნდა ვყოფილიყავი.ყავის მომზადების შემდეგ პლედში გავეხვიე დივანზე ფეხები ავკეცე და ფიქრი დავიწყე.დიდი იმედი მქონდა რომ დღეს მაინც არ მომივარდებოდა ჩემი მამინაცვალი იმის წასართმევად რაც ისედაც საშინლად ცოტა მქონდა..ფულის..მოვწესრიგდი, დიდი ზომის თეთრი ჯემპრი ჩავიცვი ,შავი დაშვებული ჯინსი გარედან თბილი მოსაცმელი ფეხსაცმელები ჩანთა მოვიკიდე და სასწრაფოდ გავვარდი.
გარეთ საკმაოდ ცივა ნოემბრის შუა რიცხვებია.ფეხით მივდიოდი სამსახურში და ჩემს დედააფეთქებულ ბედზე ვფიქრობდი.ვერვიტან ამ სამსახურს მონასავით მამუშავებენ კაპიკებისთვის რომელიც საბოლოოდ მაინც არაა ჩემი...მარა სხვა გზა არც მაქ სხვა ვერაფერი ვიშოვე.