~

31 6 0
                                    

გარეთ თოვს. ისეთი ლამაზია, რომ მეშინია შიგნით ფეხი ჩავდგა. ხელს ვშლი და ვუყურებ თუ როგორ ლღვება ფიფქები ჩემს ხელისგულზე. საშინლად მეყინება ხელები მაგრამ მსიამოვნებს და ყურადრებასაც არ ვაქცევ. მგონია, რომ ჩემს თოვლის და ხეების გარდა არავინაა, მაგრამ როგორც კი ტოტის ჩატეხვის ხმას ვიგებ იმ წამსვე აქეთ-იქით ვიხედები და სილუეტს ვხედავ, როგორც კი მისკენ ვბრუნდები იმ წამსვე ხის უკან იმალება. ისე თხლად აცვია მე შემცივდა მის მაგივრად. ის ხის უკან დგას მაგრამ მის გრძელ ბზინვარე თმებს მაინც ვხედავ რომელსაც ქარი აქეთ იქით აფრიალებს. ხანდახან ხიდან თავს გამოყოფს და როდესაც თვალს თვალში გამიყრის ისევ იმალება.

ეს გოგო დამალობანას მეთამაშება?!

მინდა ახლოს მივიდე და ვდგამ თუარა ნაბიჯს თვითონვე გამოდის. პატარა სახე, გამოყვანილი ტუჩები, ჩოლკა რომელიც დიდ თვალებზე ეფხატება, ლამაზი მხრები, კი ვიტყოდი, რომ უმწეო და საყვარელი ჩანს იმისდა მიუხედავად რომ არის მაგრამ მისი ჩასისხლიანებული ხელები და მუხლები, არა! ჩასისხლიანებული ჯერ კიდევ ადვილი ნათქვამია, ᲒᲐᲓᲐᲧᲕᲚᲔᲤᲘᲚᲘ მუხლები ძალიან მაეჭვებს, რომ ეს გოგო უმწეოა

ჩემ გადადგმულ ნაბიჯს ისევ უკან ვდგამ მინდა შევტრიალდე და ჩემს საქმეს მივხედო მაგრამ გოგონას დაჟინებულ მზერას ვგრძნობ და ცოტა არ იყოს მეშინია

- ვინ ხარ? -ვაუ ნუთუ მისალმების სხვა ხერხები არ იცის

- თავად რომელი ბრძანდებით?

- იცი რომ აქ არ უნდა იყო?

- ვითომ რატომ

- სახიფათოა - მიახლოვდება და სისხლიან ხელებს მაიკაზე იწმინდავს. როგორ მინდა სადმე გავიქცე, მეშინია უკვე აქ დგომა

- რაღაც ამ ადგილს სახიფათოს არაფერი ეტყობა

- მასე გგონია, თავიდან მეც შენნაირი წარმოდგენა მქონდა ამ ადგილზე

I'm real and you are not (oneshot)Where stories live. Discover now