ნეტავ რომ აგიღწერო თუ მიხვდები?
ნეტავ რომ გითხრა თუ გაიგებ?
ეს სამი სიტყვა
ძნელად სათქმელი "მე შენ მიყვარხარ"
შენთვის გამოვთქვი და დავიღუპე.სახლის კარები რომ შევაღე, სევდა ისე მეცა სახეში ასე მეგონა ვიღაცამ მწარე სილა გამარტყა.
არც მტკენია, უკვე მივეჩვიე,სახლში შესვლის დროს ყოველთვის ასეა.
მაინც მენატრები,შენი მონატრება უფრო მწარეა ვიდრე ეს სილა.შენ გამოჩენამდე უფრო ბედნიერი ვიყავი. არ ვყოფილვარ ასეთი სევდიანი.
შენი ტანსაცმელიც კი მოვიშორე, ასე მეგონა მიშველიდა, მაგრამ შევცდი.
ყველას სათითაოდ ვწვავდი, მაინც არ მიშველა.ოთახის კარებთან ნელი სვლით მივდიოდი
მაინც არავინ მიცდიდს.საწოლზე პირქვე დავემხე,ფიქრებიც ჩემდა უნებურად მომაწვა.ცხოვრების ამაოებაზე ვფიქრობდი და შენზე.
შენ, არც გამომრჩენიხარ.ჩვენ დროს ვიხსენებდი, ისიც ამომიტივტივდა გონებიდან მთვარეს გიჟივით შენზე რომ ვესაუბრებოდი.
როგორი ტკბილი და ლამაზი სიტყვებით გამკობდი.
ახლა,ახლაც ვსაუბრობ შენზე მაგრამ არა ხმამაღლა. ასე მგონია ტყუილად ვფლანგავ სიტყვებს შენ მაინც ვერ გაიგონებ.
საწოლიდან ავდექი, სერვანდზე სიგარეტის ერთი ღერი მედო ასანთთან ერთად.
გავუკიდე,მთელი ძალიან ჩავისუნთქე და ეს შხამი მთელ ორგანიზმში გავუშვი.არ მომწონდა, ახლა მომწონს.
ჩვენ ერთად ვიყავი, ახლა არ ვართ.აივანზე გავედი იქ განვაგრძე მოწევა.
მთვარეს რომ შევხედე ასე მეგონა ჩემთან ერთად ტიროდა.
ის ცრემლებს ღვრიდა
მე ვეწეოდი.
ასე გამოვთქვი ჩემი ტკივილი.
ცოტა გავიწელე, მხრებში გავსწორდი
მაისური, შარვალი გავიხადე და
დავწექი.
ბანაობის თავი არ მქონდა.ცივი საბანი სულ შემემოსა,გამყინა და ამატირა.