აქ სასტიკად ცივა...სხეული პარალიზებული მაქვს, თვალის დახამხამებაც კი ჩემს ძალებს აღემატება.
ვგრძნობ, როგორ მდარედ მოძრაობს ვენებში სისხლი, ალბათ ისიც იყინება.არსაიდან, თბილი ჰაერის ტალღას ვგრძნობ. სხეულზე მეკრობა.
ახლა ძალიან მცხელა.
მინდა ოდნავი სიო მაინც ვიგრძნო.
ხელის გულები მეცვარება.შეგრძნებები, ტემპერატურა, ჰაერი...
ყველაფერი ერთმანეთში ირევა.ძლივს ვაანალიზებ, რომ კლდის ქიმზე ვდგავარ. უზარმაზარი ტალღების ხმა ახშობს ყურთასმენას და ჰაერში ბევრი მარილის გამო სუნთქვაც კი ჭირს.
მაგრამ არა...
ეს ხომ ჩემი ოთახია.
ჩემს საკუთარ ოთახში ვარ.
ერთადერთი რამ, რაც გარს მეხვევა სიბნელეა და ვერც ვაანალიზებ, რახდება ჩემ გარშემო. მხოლოდ კედელზე ამოტვიფრული დიდი წარწერა ანათებს ჩემ წინ.
"სიბნელეში დავიკარგე.
ზღვის ტალღებმა გამსრისეს."23.10.2022
ჩემს ხელწერას ვცნობ. ნეტავ შემეძლოს გავიგო, რამ მაიძულა ასეთი სისულელის გაკეთება. სხვა შემთხვევაში, ხომ ამაზე არც კი დავფიქრდებოდი.
***
კაშკაშა სინათლე.
იძულებული ვარ, რომ თვალები რაც შეიძლება მაგრად დავაჭირო ერთმანეთს.
წარმოდგენა არ მაქვს სად ვარ.დიდ ძალისხმევას მართმევს, მაგრამ თვალებს მაინც ვახელ და სინათლეც ისევე სწრაფად უჩინარდება, როგორც გაჩნდა.
შემდეგ ვხვდები, რომ ნაცნობ გარემოს შევცქერი.ჩემს ოთახში ვარ.
ახალი წარწერა მხვდება თვალში."მაბრმავებს!
მოდის!"
24.10.2022უშედეგოდ ვცდილობ გონებაში მიმოფანტული ფრაგმენტები ერთმანეთს შევაწებო. მთელ სხეულში უსაშინლესი ტკივილი მივლის, თითქოს ცდილობს ყოველი უჯრედი მოიცვას. გონება მებინდება და ერთადერთი რამ, რაც გონებაში მიტრიალებს ისაა, თუ როგორ ხდება ეს ყველაფერი.