უმეტესობა ადამიანებისა ცდილობს პირდაპირ
ან ირიბად შენიღბოს საკუთარი კომპლექსები და ამის შესახებ მხოლოდ მან იცოდეს, მაგრამ
ზოგჯერ ისეც ხდება, რომ სწორედ იმას ვუსვამთ ხაზს, რის დამალვასაც ვცდილობთ. კომპლექსი
შეიძლება განვიხილოთ როგორც ნახევრად ან სრულად გაუცნობიერებელი მოგონება ისეთი ცხოვრებისეული
მომენტისა, რომელმაც ძლიერი ფსიქოლოგიური გავლენა მოახდინა ადამიანზე. ის შეიძლება
იყოს საკუთარი თავით, გარეგნობით ან ცხოვრებით უკმაყოფილების ანარეკლი. კომპლექსი შეიძლება
გამოვლინდეს ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და სოციალური ხასიათის პრობლემებიდან. ფიზიკურობასთან დაკავშირებული კომპლექსი საკმაოდ
ცნობილია ქალებისთვის, რომლებიც ხშირად არიან თავიანთი გარეგნობით უკმაყოფილონი. ფსიქოლოგებმა
დაადგინეს, რომ ქალების 30%-ს არ მოსწონს საკუთარი გარეგნობა, ან სიმსუქნით არიან უკმაყოფილონი.
რაც შეეხება ფსიქოლოგიურ კომპლექსს, იგი ვლინდება ინტელექტით, აღზრდით, გონიერებით
უკმაყოფილებაში. სოციალურ კომპლექსებს იწვევს
ფინანსური პრობლემები, ასევე დამახასიათებელი სოციალური გარემო, წარმოშობის ან პროფესიის
გამო სირცხვილის გრძნობა, რაც საბოლოო ჯამში ძლიერ კომპლექსად ყალიბდება.კომპლექსის გაცნობიერება თავისთავად
დადებითი მოვლენაა. როცა ადამიანი აცნობიერებს, რომ აქვს გარკვეული კომპლექსები და
მას ეს ხელს უშლის წარმატებების მიღწევაში, ადამიანი ცდილობს მოახდინოს მათი მართვა
იმგვარად რომ კომპლექსებმა მისი ცხოვრება აღარ დათრგუნონ.Part2 დაიდება დაელოდეთ
თუ მოგეწონათ follow like