დაახლოებით დილის 6 საათი იქნებოდა.ნელ-ნელა ბუნება და ზოგი ადამიანი იწყებდა გამოღვიძებას.ზოგს საერთოდ გათიშულს ეძინა და გაღვიძებას არც კი ფიქრობდა,მერამდენე სიზმარს ნახულობდა კაცი შვილმა არ იცის.აი მას კი არც უძინია.ეღვიძა.მზეც ნელ-ნელა ამოდიოდა და თავის სხივებს ამ ქვეყანას,ამ სამყაროს უწილადებდა
დარწმუნებული ვარ ყველას გვაქვს კომფორტის ზონა და ჰობი,რომელთან ერთადაც შეგვიძლია საათები გავატაროთ.რა თქმა უნდა ამ თემაში არც ის იყო განსხვავებული
ფანჯრის წინ პატარა,უზურგო სკამზე იჯდა.წინ მოლბერტი ედო,რომელზეც ტილო მოეთავსებინა.ხელში საღებავების,სხვა და სხვა ფერებით მოთხვრილი პალიტრა და ფუნჯი ეკავა.ნახატს შეყურებდა.ცალ თვალს შტატივზე დამაგრებული ტელეფონისკენ აპარებდა და ერთნაირ გამოსახულებებს ერთმანეთს ადარებდა.არანაირი განსხვავება.გაეღიმა და წამოდგა.შემდეგ გახსნილი ფანჯრიდან მოავლო გარემოს მზერა.წამით შეაჩერა თვალი გვერდითა სახლის ოდნავ მნათობ ოთახზე სადაც ვიღაც აქეთ-იქით დადიოდა.აღარ მიაქცია ყურადღება.ნახატს კვლავ დააკვირდა და გაიღიმა
-როგორც ყოველთვის კარგი ხარ ალექსანდრა!
* * *
ზედმეტად სიცხეს მოეცვა მთელი ქვეყანა.შეიძლება მსოფლიოც კი.შეწუხებული ახალგაზრდები ცდილობდნენ ამ გაგანია ზაფხულის მზეს რამით გაცდომოდნენ.ზოგი ზღვაზე მიდიოდა.ზოგი მთაში.ზოგიც კი სოფელში.ისიც ასე იყო.სოფელში იყო ჩასული და ალბათ ამ შემაწუხებელ მზეს,რომ არ შეეჭყიტა მის ოთახში და არ მოეარა ყველაფერი დარწმუნებული იყო დილაუთენია ჩაძინებული კაი ხანი გააგრძელებდა ძილს.ნუ ახლა თუ ადამიანი მამალის ყივილმა არ გააღვიძა ცოტა არ იყოს გასაკვირია მზემ,როგორ შეძლო მისი გამოფხიზლება მაგრამ ფაქტი სახეზეა
სახე შეჭმუხნა.მზე მის გაშლილ,გრძელ,ასე თუ ისე კულულა,ღია ყავისფერ თმებს უფრო ბზინვარებას ანიჭებდა
YOU ARE READING
აკრძალული ხილი
Romance"-იცი...აკრძალულ ხილს გავხარ -რა? -თუ გეხუმრებოდე...სერიოზულად,აკრძალულ ხილს გავხარ.გინდა,გიზიდავს,გასინჯვა გინდა...გემოს გაგება მაგრამ,მაგრამ არ გაქვს უფლება შეეხო,ვერ ეხები,არ შეიძლება...უფლებას არ გაძლევს"