ბიჭი ზის მის საყვარელ ოთახში, მის განკუთვნილ საწოლზე.
წიგნი ხელში აქვს მომარჯვებული და მთელი გულდასმით კითხულობს.
ყურადღებას არც დაბლიდან ამოსული ღრიალის ხმა უფანტავს, არც ჭექაქუხილის ხმა და არც მისი ფანჯრის მიჯახუნების ხმა.
კითხულობს მთელი ყურადღებით და ცდილობს სხვა რამის გამო ყურადღება წიგნს მოაშოროს.
კითხულობს და არც კი ფიქრობს შესვენებაზე.
უკვე 5 საათია რაც კითხულობს, ღამის 3:00 საათი.
დაინტრიგებული და ცნობის მოყვარეობით შეპყრობილი თვალს წიგნს არ აცილებს.
არც ფიქრობს იმაზე რომ დაბლა ჩავიდეს და გაიგოს რა ხდება, რატოა ყვირილი, ან რატომ ხდება ეს...
ის სრული სერიოზულობით და მთელი ენერგიით წიგნს სიტყვებს აცლის და მის გონებაში ინახავს.
ლამპა ციმციმს იწყებს, დაბლიდან კი კიბეებზე ნაბიჯების ხმა ისმის.
ბიჭმა ამ ჯერად წიგნი დახურა.
კარისკენ გაიხედა, დააკვირდა, შემდეგ ადგა და საწოლთან ახლოს კამოდთან მივიდა.
სახატავი ფურცლები, ფაბქრები, ნარკერები ამოალაგა, კუთხეში მის განკუთვნილ კედელზე აკრულ მაგიდაზე დაალაგა და მაგიდის სკამზე ჩამოჯდა.
ბიჭი:1...2...3.
ბიჭმა სამამდე დაითვალა და ოთახის კარზე კაკუნის ხმა გაისმა.
???:შეიძლება შემოვიდე?
ბიჭი:მობრძანდი.
თქვა ცოტა არ იყოს უხეში ტონით, ხელები მაგიდაზე დააწყო და დაელოდა კარს უკან მდგომს როდის შემოვიდოდა.
ისიც შემოვიდა, მას მიუახლოვდა და მაგიდაზე ხელებით დაეყრდნო.
ბიჭმა უემოციო სახით ახედა და ისევ ფაბქრებს დააშტერდა.
???:ცოტა ხანში დაბლა ჩამოდი მე და დედაშენს შენთან საქმე გვაქვს.
ბიჭი:კარგი მამა, ჩამოვალ.
ბიჭმა სიტყვა "მამა" კარგად გამოკვეთა რადგან, ამ სიტყვის მნიშვნელობა არასდროს უგრძვნია მისგან.
"მამა" არა ისეთი როგორც სხვები : შვილების მიმართ გულთბილები, საყვარლები და საყვარელი "მამიკოები", არამედ უხეში, მკაცრი და ცივი.
ბიჭს მისგან ერთი კარგი სიტყვა არ ახსოვს, ერთი თბილი სიტყვა არ გაუგია საკუთარი "მამისგან".
კაცი ოთახიდან გავიდა, ბიჭი კი ჩაფიქრდა იმაზე თუ რატო უთხრა დაბლა ჩასულიყო, ან რა საქმე ჰქონდა მათ მასთან.
გამზადებისთვის რათა დაბლა ჩასულიყო სულ რაღაც 5 წუთი დასჭირდა.
ოთახის კარის სახელურს ხელი მოკიდა, უეცრად იგრძნო ის რისი გრძნობაც ყველაზე მეტად არ უნდოდა..
სიცივე, შიში, ცუდი აურა, საშინელი კედლების ფერი დაინახა ამაზე კი შეკრთა.
სულ რაღაც გუშინ კედლები თეთრ ფერში იყო შეღებილი, ახლა კი შავი, ბნელი, საშიში და შემზარავია.
ამ სახლში ტკივილის მეტი არაფერი უგრძვნია, შიში და იმედგაცრუება.
მისი მშობლები და მისი და მას არაფრად თვლიან იმის შემდეგ რაც უნივერსიტეტიდან გამორიცხეს, მაგრამ ეს მათი ბრალია უბრალოდ არ აღიარებენ.
ბევრჯერ ცადა თვითმკვლელობა ამ საცოდავმა ბიჭმა მაგრამ, იმდენჯერვე ისევ ამ ჯოჯოხეთში დაბრუნდა, მაგდენჯერ გადაარჩინეს და ვერ აღწევს ამ ჯოჯოხეთს თავს.
ყურადღება აღარ მიაქცია და გრძელ კიბეებს ჩაუყვა.
ჩადიოდა და ეს კიბეები უფრო იწელებოდა.
თითქოს საათები სჭირდებოდა დაბლა ჩასასვლელად.
დაბლა ჩავიდა, მისაღებ ოთახში გავიდა, იქ კი დივანზე დამსხდარი "დედა", "მამა" და უფროსი "დაიკო" დახვდა.
მათკენ გაემართა, უემოციო სახით მიუახლოვდა, დივანზე დაჯდა, ხელების იდაყვები მის მუხლებს დაადო და ხელები ერთმანეთს შეატყუპა.
ბიჭი:აბა გისმენთ რა გნებავთ?
ზურა:შვილო, იცი რომ ძალიან გვიჭირს და ხარჯების დაფარვა არ გვეხერხება, ამიტომ გვინდა რომ მუშაობა დაიწყო და შენც ხელი შეგვიწყო.
ამაზე ბიჭმა ჩაიცინა, მის დას გახედა, თავი გვერძე გადაწია და ისე უყურებდა თითქოს ახლავე მოკლავდა.
ბიჭი:მოიცადეთ და ჩემი და რას აკეთებს? თან მითუმეტეს უნივერსიტეტი არ დამიმთავრებია, ვერსად ვიმუშავებ, ჩემი და კი გაწონასწორებული, ჭკვიანი და ძალიან მომხიბვლელია...
ასე არაა, "დაიკო" ?
ემა:კი ასეა, მაგრამ არ გინდა ერთი ადგილი გაანძრიო და ოჯახს ხელი შეუწყო? გამოუსადეგარი რატომ ხარ?
არ შეგიძლია უფრო მშრომელი იყო?
ბიჭი ამაზე უფრო გაბრაზდა მაგრამ არ შეიმჩნია, მის დას უყურებდა ისეთი სახით თითქოს აქვე და ახლავე დაახრჩობდა.
ბიჭი:უნივერსიტეტი შენ დაამთავრე, მუშაობა შენ შეგიძლია, კიდე მე მთხოვ რამეს? კიდე მე მეუბნებით რომ რამე გავაკეთოო?
ოდნავ მაღალი ტონით თქვა რადგან, უკვე მოთმინებას კარგავდა.
თითებს ამოძრავებდა რომ დაეთვალა ეს ჩამონათვალი და ეჩვენებინა მათთვის.
ნანა:შვილო, უბრალოდ ისეთ ადგილას იმუშავე სადაც სწავლა არ დაგჭირდება. შვილო, ერთადერთი ხარ ვისაც...
ბიჭმა გააწყვეტინა იყვირა და ოთახში ავარდა.
ბიჭი:არა! მე შემეშვით! აგერ გყავთ ანგელოზი და მას უთხარით ის რასაც მე მეუბნებით!!!
ბიჭმა კარები ისე მიაჯახუნა, კარების ხმა მთელს სახლში ექოსავით გაჟღერდა.
გარდირობში შეძვრა, ქურთუკი გამოიღო, მოიხურა.
ისევ დაბლა ჩავიდა, არავისთვის არ შეუხედავს, კარები გააღო და მთელი ძალით მიიჯახუნა.
წვიმდა, გრუხუნებდა, ამინდიც კი ხელს უწყობდა.
ხელს უწყობს იმაში რომ იტიროს, იჩხუბოს, იღრიალოს, დაიცალოს.
ამინდიც კი მის ტკივილს იზიარებს მაგრამ, მისი ოჯახი მის ტკივილს და უბედურებას ვერ ხედავს.
მათ გონიათ რადგან მათ არ ტკივათ, ესეიგი მათ შვილსაც არ სტკივა.
ბიჭი სანაპიროზე მივიდა.
გამწარებული დადიოდა, არ იცოდა სად წასულიყო.
სადმე შორს... ძალიან შორს...
არ იცოდა რა გაეკეთებინა.
უნდოდა გამქრალიყო და ყველა ტკივილი წაეშალა.
უნდოდა გამქრალიყო და ისინი დაევიწყებინა.
უნდოდა გამქრალიყო მაგრამ, ამას ვერ აკეთებს.
იცის სადღაც იქ, აი იქ, ბედი გაღიმებული დაყურებს მას.
გულის სიღრმეში სჯერა რომ ისეთი ადამიანი დაუდგება გვერდით ვინც მის ცხოვრებას გააფერადებს და მის ცხოვრებას დაკარგულ აზრს დაუბრუნებს.
მდინარესთან მივიდა და გადახედა.
შიგნით შევიდა და ბოლო ხმაზე დაიღიალა.
ბიჭი:ყველანი მეზიზღებიით!!!
ვერ გიტაანთ!!! რატო არ გიყვარვართ?! რატომ?! რა დაგიშავეეთ! მე ხომ ადამიანი ვარ?! მე ხომ სულიერი ვარ! რატომ გინდაგ რომ ვუტანჯო! რა დაგიშავეთ! რატომ მიკეთებთ ამას! რატოოოოომ!!!
ბოლო სიტყვა ბოლო ხმაზე იღრიალა, მოწყვეტით დაეცა რბილ და ფუმფულა ქვიშაზე, მუხლებზე იდგა და ცრემლები გაუჩერებლად სდიოდა.
ბიჭი:რატომ არ მთვლით ადამიანად?! მე..ც ხომ ადამიანი ვა..არ! - ეს თქვა, თავი ჩახარა და ბოლო ხმაზე ატირდა. - თავის მოკვლა მინდააააა!!!
უეცრად ნაზი, რბილი, ტკბილი და თბილი ხმა მოესმა რომელიც აქამდე, ცხოვრებაში, ერცერთხელ არ გაუგია, ეს... ეს რაღაც განსხვავებული იყო.
???:თავის მოკვლა ცოდვაა! ბოდიშით ასე უეცრად რომ მოვედი მაგრამ თავის მოკვლა გამოსავალი არ არის...
კარგად ხართ? რამე ხომ არ გჭირდებათ?
ცუდად ხართ? დაგეხმაროთ რამით?
YOU ARE READING
მარტო სული | ONESHOT
Short Storyეს ფიკი იქნება ვანშოთი. ერთ ბიჭზე იქნება რომელიც სულ მარტოა და არავინ ყავს... მაგრამ, უეცრად გადაეყრება გოგოს რომელიც მის მარტოობას ამოავსებს და მას სიცოცხლის აზრს მისცემს. დანარჩენს ფიკში გაიგებთ. ერთ თავიანია მაგრამ ვფიქრობ ძალიან საინტერესო.